LIFE

35 ებრაული ანდაზა, რომლებიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ

35 ებრაული ანდაზა, რომლებიც  ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ

ცნობილია, რომ ებრაელი ერი, ყველაზე ბრძენია ერია. მათი ყველაზე დიდი ხიბლი მათ ბრძნულ ანდაზებსა და გამონათქვამებშია.


1. თუ ფულის საშუალებით პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ, მაშინ ეს არ წარმოადგენს პრობლემას, ეს უბრალოდ დანახარჯია.

2. ადამი პირველი იღბლიანი მამაკაცი იყო, რადგან სიდედრი არ ჰყავდა.

3. ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი იმისთვის მისც, რომ ბევრი მოისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს.


4. ღმერთმა დაგვიფაროს ცუდი ქალებისგან, კარგ ქალებს კი თვითონ გაუმკლავდი.

5. უკეთესია ებრაელი წვერის გარეშე, ვიდრე წვერი – ებრაელის გარეშე.


6. ღმერთს არ შეუძლია ერთდროულად იყოს ყველგან - ამიტომაც შექმნა დედები.

7. ნუ იქნები ტკბილი, თორემ შეგჭამენ. ნუ გაცხარდები, თორემ გადმოგაფურთხებენ.

8. ყველა უფულობაზე წუწუნებს, ჭკუის ნაკლებობაზე კი არავინ ნაღვლობს.

9. გეშინოდეს შენს წინ მდგომი თხის, უკან მდგომი ცხენის და სულელის ყველა მხრიდან.

10. განათლება დიდ ადგილს არ იკავებს.

11. სამი დღის შემდეგ სტუმარსა და თევზს ცუდი სუნი ასდით.

12. თუ არ გსურს ვინმემ ყელი გამოგჭრათ, ნუ მოიხრით ქედს.

13. ორ ბოროტებას შორის, პესიმისტი ორივეს ირჩევს.

14. ყრუმ გაიგო, როგორ საუბრობდა მუნჯი, ბრმამ დაინახა თუ რა სწრაფად გარბოდა კოჭლი.

15. ღმერთი ღარიბებს ძვირი ცოდვებისგან იცავს.

16. ქველმოქმედება არაფერი რომ არ ღირდეს, ყველა ფილანტროპი იქნებოდა.

17. როცა ასაკოვანი ქალი თხოვდება, ის მაშინვე გარდაიქმნება ახალგაზრდა ცოლად.

18. მშობლები ბავშვებს საუბარს ასწავლიან, შვილები კი მშობლებს გაჩუმებას აჩვევენ.

19. შორიდან ყველა ადამიანი კარგი ჩანს.

20. ფული ვერ გაგხდის ისე კარგად, როგორც უფულობა გხდის ცუდად.

21. შესაძლოა კვერცხი ქათამზე ბევრად ჭკვიანია, მაგრამ ორივე სწრაფად ფუჭდება.

22. ჯერ არ დაბადებულა ცხენი, რომლითაც ახალგაზრდობას დაეწევი.

23. მამაკაცები მეტს გააკეთებდნენ, ქალები რომ ნაკლებს ლაპარაკობდნენ.

24. ჭაღარა - სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის.

25. კარგად გაჩუმება უფრო რთულია, ვიდრე კარგად საუბარი.

26. ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში აგდებს ადამიანს, ცუდი ცოლი კი პირიქით, სახლიდან აგდებს.

27. დედამიწას გაქრობა ემუქრება - არა იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია.

28. ღმერთო! წამოდგომაში დამეხმარე - დაცემას თავადაც შევძლებ.

29. თუ ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლება, დაელოდე - ის უარესობისკენ შეიცვლება.

30. როგორი ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ გააკეთებ.

31. როცა გასაკეთებელი არაფერი გაქვთ, რთულ საქმეებს შეეჭიდეთ.

32. ვისაც შვილი არ ჰყავს, ყველაზე კარგად შეუძლია ბავშვების აღზრდა.

33. შიშით სიკვდილს, სჯობია სიცილით მოკვდე.

34. გამოცდილება - სიტყვა, რომელსაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს არქმევენ.

35. დაბერებისას ადამიანი ხედავს უარესად, მაგრამ ბევრს ხედავს.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>