15 ნიშანი იმისა, რომ მაღალი მორალური სტანდარტების, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი ხართ
- 08.12.2017
გულწრფელი და პატიოსანი ადამიანი ძალიან ძნელი საპოვნელია. მსგავსი ადამიანები უფრო და უფრო იშვიათია. თუმცა თუ ასეთს იპოვნით, უნდა დაუმეგობრდეთ და გაუფრთხილდეთ მასთან ურთიერთობას.
გთავაზობთ პატიოსანი, მაღალი მორალური სტანდარტების მქონე ადამიანის 15 თვისებას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ისინი ამოიცნოთ და გამოარჩიოთ სხვებისგან, ან იქნებ თავად ხართ ასეთი.
მაშ ასე, მაღალი მორალური სტანდარტების მქონე, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი ხართ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებები გახასიათებთ:
1. კეთილგანწყობას ავლენთ ყველას მიმართ - იცით, რომ როცა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობას ავლენთ, ისიც მსგავს დამოკიდებულებას გამოიჩენს თქვენ მიმართ. თქვენი სიკეთე სხვებზეც გავრცელდება.
2. ინარჩუნებთ პატიოსნებას ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი - მართალი ხართ საკუთარი თავის მიმართაც და გარშემომყოფთა მიმართაც. ასეთი ხასიათი კი,გეხმარებათ, რომ მარტივად დაძლიოთ რთული სიტუაციები.
3. ადამიანების მიმართ პატივისცემას ავლენთ - პატივისცემით ექცევით ყველას მანამდე, სანამ ვიღაც საშინლად არ მოგექცევათ. თუ ცუდად მოგექცევიან, შეგიძლიათ სათანადო პასუხი გასცეთ.
4. თქვენ სანდო ადამიანი ხართ - ადამიანები განდობენ თავიანთ საიდუმლოებს. საიდუმლოს არასოდეს გასცემთ.
5. თქვენი მოქმედებები სიტყვებზე უფრო ბევრს ამბობენ - ტყუილ დაპირებებს არასოდეს გასცემთ და ყველაფერს აკეთებთ პირობის შესასრულებლად.
6. შეგიძლიათ ადამიანების მოსმენა - შეგიძლიათ უბრალოდ მოუსმინოთ ადამიანებს და თუ საჭიროა, რჩევაც მისცეთ.
7. ადამიანებს ექცევით ისე, როგორც გინდათ რომ მოგექცნენ - ამით კი, თქვენ გარშემო პოზიტიურ კარმას იქმნით.
8. იცით საკუთარი და სხვების საზღვრები
9. მშვიდობა თქვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა - იბრძვით სიმართლისთვის და მშვიდობიანობის მისაღწევად.
10. საკუთარი ცხოვრების გზას თავად განსაზღვრავთ - იცით, რა გინდათ ცხოვრებაში და თავად ირჩევთ იმ გზას, რომელიც მოგწონთ და გაბედნიერებთ.
11. სხვებს იმიტომ კი არ ეხმარებით, რომ სანაცვლოდ რაღაცას მოელით, არამედ იმიტომ, რომ კეთილი ხართ - მოგწონთ, როცა ადამიანებს დახმარების ხელს უწვდით და ამას არასოდეს აკეთებთ იმ მოლოდინით, რომ სანაცვლოდ რაღაც უნდა მიიღოთ. ადამიანებს ეხმარებით და არ ფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად საჭირონი არიან ისინი თქვენთვის.
12. არ განსჯით ადამიანებს - არავის განსჯით, არავისჭორავთ. იმიტომ, რომ ღირსეული ადამიანი ხართ.
13. ესაუბრებით საკუთარ თავს - მართალი და კეთილშობილი ხართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით გააჩერებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე მავნებლურად მოქმედებენ. ესაუბრებით საკუთარ თავს იმაზე, თუ რა გაწუხებთ, გააანალიზებთ ცხოვრებას და შემდეგ დგამთ ნაბიჯებს.
14. არ გიჭირთ შეცდომის აღიარება - შესანიშნავად გესმით, რომ შეცდომას ყველა უშვებს. გამონაკლისი არც თქვენ ხართ. შეგიძლიათ აღიაროთ შეცდომა და მასზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საკუთარ პასუხისმგებლობას სხვას არ აჰკიდებთ.
15. საკუთარ თავს პატივს სცემთ - ღირსების გრძნობა გაქვთ. პატივს სცემთ საკუთარ თავს. იცით, რომ როცა თავად ხართ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით განწყობილი, სხვებიც პატივის გცემენ. ამაყობთ საკუთარი თავით ისეთით, როგორიც ხართ.
თემები: სიყვარული, ბედნიერება, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="http://ewao.com">http://ewao.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია