LIFE

რომელია თქვენი ფერი დაბადების დღის მიხედვით და რაზე მეტყველებს ის

რომელია თქვენი ფერი დაბადების დღის მიხედვით და რაზე მეტყველებს ის

თავდაპირველად გადახედეთ ცხრილს და გაიგეთ, რომელია თქვენი დაბადების ფერი:

თუ 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში დაიბადეთ, თქვენი ფერია წითელი.

2 იანვრიდან 11 იანვრამდე - ნარინჯისფერი.

12 იანვრიდან 24 იანვრამდე - ყვითელი.

25 იანვრიდან 3 თებერვლამდე - ვარდისფერი.

4 თებერვლიდან 8 თებერვლამდე - ცისფერი.

8 თებერვლიდან 18 თებერვლამდე - მწვანე.

19 თებერვლიდან 29 თებერვლამდე - ყავისფერი.

1 მარტიდან 10 მარტამდე - გამჭვირვალე, წყლისფერი.

11 მარტიდან 20 მარტამდე - შაბიამნისფერი.

21 მარტი - შავი.

22 მარტიდან 31 მარტამდე - მუქი წითელი.

1 აპრილიდან 10 აპრილამდე - მუქი მწვანე.

11 აპრილიდან 20 აპრილამდე - ვერცხლისფერი.

21 აპრილიდან 30 აპრილამდე - თეთრი.

1 მაისიდან 14 მაისამდე - ცისფერი.

15 მაისიდან 24 მაისამდე - ოქროსფერი.

24 მაისიდან 3 ივნისამდე - კრემისფერი.

4 ივნისიდან 13 ივნისამდე - ნაცრისფერი.

14 ივნისიდან 23 ივნისამდე - წაბლისფერი.

24 ივნისი - ნაცრისფერი.

25 ივნისიდან 4 ივლისამდე - წითელი.

5 ივლისიდან 14 ივლისამდე - ნარინჯისფერი.

15 ივლისიდან 25 ივლისამდე - ყვითელი.

26 ივლისიდან 4 აგვისტომდე - ვარდისფერი.

5 აგვისტოდან 13 აგვისტომდე - ცისფერი.

14 აგვისტოდან 23 აგვისტომდე - მწვანე.

24 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე - ყავისფერი.

3 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე - გამჭვირვალე, წყლისფერი.

13 სექტემბრიდან 22 სექტმებრამდე - შაბიამნისფერი.

23 სექტემბერი - ზეთის ხილის ფერი.

24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე - მუქი წითელი.

4 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე - მუქი მწვანე.

14 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე - ვერცხლისფერი.

24 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე - თეთრი.

12 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე - ოქროსფერი.

22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე - კრემისფერი.

2 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე - წაბლისფერი

22 დეკემბერი - ღია ცისფერი.

 

ახლა კი, გაიგეთ რაზე მეტყველებს თქვენი დაბადების ფერი:

წითელი

საყვარელი და მომხიბვლელი ხართ. ხართ მუდამ შეყვარებული, ან გამუდმებით სიყვარულს ეძებთ. უმეტეს შემთხვევაში, მხიარული და პოზტიური განწყობა გაქვთ, რის გამოც, ადამიანებს თქვენთან მეგობრობა სიამოვნებთ.

კრემისფერი

მოუსვენარი, მხიარული და ძალიან კონკურენტუნარიანი ხართ. საზოგადოებაში სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობთ. კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი გაქვთ და ადამიანებთან ურთიერთობას მარტივად ახერხებთ. საყვარელი ადამიანის შერჩევის კუთხით დიდ სიფრთხილეს იჩენთ და მარტივად არ გიყვარდებათ, მაგრამ როდესაც გულის სწორს იპოვნით, მას არსად გაუშვებთ.

ღია ცისფერი

ძალიან მაღალ სტანდარტს აწესებთ მარტნიორის შერჩევის დროს. გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ ბევრს ფიქრობთ და სულელურ შეცდომებს არასოდეს უშვებთ. მოგწონთ ლიდერობა და კარგადაც გამოგდით. ახალი მეგობრების შეძენა თქვენთვის ძალიან მარტივია.

ნაცრისფერი

მიმზიდველი, მომხიბვლელი და აქტიური ხართ. გრძნობებს არასოდეს მალავთ და გამოხატავთ, ავლენთ ყველაფერს, რასაც შინაგანად გრძნობთ. ზოგჯერ ეგოისტურ ხასიათს ავლენთ. გინდათ, რომ ადვილად შესამჩნევი იყოთ და ბევრი ადამიანი გაქცევდეთ ყურადღებას. იცით, როდის რა უნდა თქვათ. გაქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა. შეგიძლიათ ადამიანის დღე ნათელი, ბედნიერი და პოზიტიური გახადოთ.

მწვანე

უცხო ადამიანებთან კომუნიკაციაში მარტივად შედიხართ. არ ხართ მორცხვი, მაგრამ გჩვევიათ თქვენი სიტყვებით გული ატკინოთ ადამიანებს. მოგწონთ, როცა შეყვარებული ხართ, მაგრამ უმეტესად დროს მარტოხელობაში ატარებთ, ვინაიდან ელოდებით თქვენთვის შესაფერ ადამიანს.

ოქროსფერი

შეგიძლიათ ცუდისა და კარგის გარჩევა. მხიარული და კომუნიკაბელური ხართ. წარმოსახვაში გყავთ პოტენციური რომანტიკული პარტნიორი და სწორედ ისეთ ადამიანს ეძებთ, როგორიც წარმოიდგინეთ. თუ ასეთ ადამიანს იპოვნით, ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება.

ვარდისფერი

ცდილობთ, რომ ყოველთვის ყველაფერში საუკეთესო გააკეთოთ, გიყვართ სხვებზე ზრუნვა და ბედნიერებას განიჭებთ სხვებისთვის დახმარების გაწევა. ეძებთ რომანტიკულ სიყვარულს, ისეთს, როგორიც ზღაპრებშია.

ყვითელი

სასიამოვნო, სანდო ადამიანი ხართ. გარშემომყოფთა უმეტესობას უყვარხართ. ურთიერთობაში, როგორც წესი, ლიდერი თქვენ ხართ. შეგიძლიათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, გააკეთოთ სწორი არჩევანი. ყოველთვის ოცნებობთ რომანტიკულ ურთიერთობაზე.

წაბლისფერი

ინტელექტუალი ხართ და ყოველთვის იცით, რა არის სწორი. გსურთ, საქმე ისე მიდიოდეს, ადამიანები ისე მოქმედებდნენ, როგორც თქვენ გსურთ. არ ფიქრობთ სხვების გრძნობებზე, მხოლოდ საკუთარი გადარდებთ, რაც ზოგჯერ თქვენს ცხოვრებაში პრობლემებს აჩენს. თქვენთვის რთულია სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება, ვინაიდან პოტენციურ პარტნიორს მაღალ სტანდარტებს უწესებთ.

ნარინჯისფერი

პასუხისმგებლობის გრძნობით ხართ სავსე. ყველა ქმედებას უდიდესი პასუხისგმებლობით ეკიდებით. ყოველთვის გაქვთ მიზანი. ხართ კონკურენტუნარიანი. როცა საქმე ეხება მეგობრობას, გიჭირთ იპოვნოთ ვინმე ისეთი, ვისაც ენდობით.

მუქი წითელი

იდუმალი, საიდუმლოებით მოცული ხართ.მოვლენებს მარტივად არასოდეს უყურებთ. ხასიათი სწრაფად გეცვლებათ. გსურთ, გარშემო სანდო ადამიანები შემოიკრიბოთ. საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობთ.

შაბიამნისფერი

ძალიან მშვიდი ხართ და სტრესი მარტივად ვერ გერევათ. ზოგჯერ საოცრად ეჭვიან ხასიათს ავლენთ.

ვერცხლისფერი

წარმოსახვის უნარით გამოირჩევით და მორცხვი ხართ. გიყვართ ახლის ძიება და შეცნობა. გიყვართ საკუთარი თავის გამოწვევა. თქვენი სასიყვარულო ცხოვრება რთული და ქაოსურია.

შავი

მოგწონთ, როცა გამოწვევების წინაშე დგახართ და ძალიან მამაცი ადამიანი ხართ. არ გიყვართ ცვლილებები. შეგიძლიათ, ერთი და იგივე საქმე აკეთოთ დიდი დროის განმავლობაში.

ზეთისხილისფერი

თბილი და მოსიყვარულე ხართ. ყველაფერს აკეთებთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების კეთილდღეობისთვის. კეთილი და მხიარული ხართ. არასოდეს გშურთ სხვების.

ყავისფერი

აქტიური და სპორტული ადამიანი ხართ. თქვენთან დაახლოება ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად, მარტივად გიყვარდებათ. როცა აღმოაჩენთ, რომ რაიმის მიღება არ შეგიძლიათ, მარტივად ნებდებით.

ცისფერი

ძალიან დაბალი თვითშეფასება გაქვთ. გამოირჩევით შემოქმედებითი და სამსახიობო უნარებით. გიყვარდებათ გონებით და არა გულით.

მუქი მწვანე

მიმზიდველი ხართ. გიყვართ საკუთარი ცხოვრება. შეიძლება ადამიანზე ძალიან გაბრაზდეთ, მაგრამ პატიება თქვენთვის ძალიან მარტივია.

თეთრი

ოცნებობთ და გაქვთ მიზანი. ძალიან მარტივად ეჭვიანობთ. მცირე დეტალებს შეუძლია თქვენი აღფრთოვანება და თქვენზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა.

გამჭვირვალე, წყლისფერი

თქვენი გრძნობები ძალიან სწრაფად და მოულოდნელად იცვლება. სანდო ადამიანი ხართ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ადამიანებს მარტივად ენდობით და ზოგჯერ ამის გამო პრობლემები გექმნებათ. სასიყვარულო ურთიერთობის დროს ასეთი მიმნდობი ხასიათის გამო ხშირად რჩებით გულნატკენი.



<a href="http://thewildchild.co.za/">http://thewildchild.co.za/</a>