როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 09.12.2017
ვერძი - როცა პირველ პაემანზე ხართ, ძალიან იპრანჭებით და თავის მოწონებას ცდილობთ. ზედმეტიც კი მოგდით. მოგწონთ, როცა წარმოაჩენთ მთელ თქვენს შესაძლებლობებს, პოზიტიურ მხარეს და არ გერიდებათ საკუთარ თავზე საუბრის.
კურო - პირველ პაემანზე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ საჭმელს. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საკვები, რომელსაც მიირთმევთ, მაღალი ხარისხისაა. საჭმლის მიმართ დამოკიდებულებას ღიად ავლენთ პირველი პაემნის დროსაც და ადამიანისთვის, რომელიც კარგად არ გიცნობთ, ეს ძალიან უცნაურად ჩანს.
ტყუპები - პირველ პაემანზეც კი, ძალიან ბევრს ლაპარაკობთ. ზოგჯერ ამის გამო ყველაფერი ფუჭდება, ეს დამოკიდებულია იმ ადამიანის ხასიათზე, რომელსაც ხვდებით. როგორც წესი, თქვენი კომუნიკაბელურობა და ბევრი ლაპარაკისადმი მიდრეკილება კარგად მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ პარტნიორს უყვარს ადამიანების მოსმენა და სურს თქვენი კარგად გაცნობა. მაგრამ თუ ხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენ მსგავსად ბევრს ლაპარაკობს, არც ისე ბედნიერი სცენარის განვითარებას უნდა ელოდოთ.
კირჩხიბი - საერთოდ, როგორც კირჩხიბს, გიჭირთ ემოციების კონტროლი და განსაკუთრებით ვერ აკონტროლებთ ემოციებს პირველ პაემანზე. პირველ პაემანზე ძალიან რთულია თქვენთვის ემოციების კონტროლი. მთლიანად კარგავთ რაციონალურად აზროვნების უნარს. აუცილებლად უნდა ისწავლოთ დამშვიდება, უნდა მოეშვათ. ემოციების უმართაობას კარგი არაფერი მოაქვს.
ლომი - თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე. არ გსურთ, რომ ადამიანებმა გაუბედავად მიგიჩნიოთ. მზად ხართ ნებისმიერი თამაშის წამოსაწყებად, ნებისმიერი გამოწვევის მისაღებად პირველივე პაემანზე. გსურთ, დაუმტკიცოთ პოტენციურ პარტნიორს, რომ მარტივად საურთიერთობო ხართ და გიყვართ თავგასავლები.
ქალწული - პირველ პაემანზე აკვირდებით ყველა დეტალს, ყველაფერს დეტალურად აანალიზებთ. პერფექციონისტი ხართ, ყველაფერში სრლყოფილება გსურთ და ამ ხასიათს ავლენთ პირველივე პაემანზე. გსურთ, დარწმუნდებული იყოთ, რომ პაემანი კარგად ორგანიზებულია. ასევე, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ აბსოლუტურად შესანიშნავად გამოიყურებით.
სასწორი - პირველ პაემანზე თქვენი ქცევები ძალიან მომხიბვლელია. არ ხართ მორცხვი, იყენებთ ქარიზმას შთაბეჭდილების მოსახდენად და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცდილობთ ზედემტი არ მოგივიდეთ და დაიცვათ ზომიერება.
მორიელი - იდუმალებით მოცული ადამიანი ხართ და ამ იდუმალებას ინარჩუნებთ პირველ პაემანზეც. არ გსურთ, თქვენ შესახებ ყველა დეტალი გაუზიაროთ ადამიანებს და რა თქმა უნდა, ასე არ მოიქცევით მით უფრო პირველ პაემანზე. თქვენ ყოველთვის გამოცანად რჩებით. თუ პაემანზე მიდიხართ ადამიანს, რომელსაც უყვარს გამოწვევები, ურთიერთობა წარმატებული იქნება, ვინაიდან თქვენი შეყვარება ნამდვილად გამოწვევაა.
მშვილდოსანი - თქვენ გამუდმებით ახალი გამოცდილების შეძენა გსურთ და ეს ნიშნავს იმასაც, რომ ხშირად ეძებთ ახალ ადამიანებს. პირველ პაემანზეც კი თვალებით ვიღაც ახალს ეძებთ. რაც რეალურად უარყოფითად აისახება ურთიერთობაზე.
თხის რქა - ჩვეულებრივ პირველ პაემანზე დაკავებული ხართ პოტენციური პარტნიორის დეტალური შესწავლით, დეტალურად აფასებთ და განსჯით მის ყველა ქმედებას. პაემნის შემდეგ კი, მთელ ღამეს ატრებთ იმაზე ფიქრში, გსურთ თუ არა ამ ადამიანთან კიდევ ერთი შეხვედრა.
მერწყული - პირველ პაემანზე წასვლის გადაწყვეტილებას მარტივად არ იღებთ. ამისთვის ჯერ კარგად მომზადება გჭირდებათ. მიუწვდომელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. თუ პაემანზე წახვედით, გირჩევნიათ იყოთ ჩუმად და უსმინოთ პოტენციურ პარტნიორს და იგრძნოთ სულიერი კავშირი მასთან.
თევზები - საერთოდ, თუ წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის გამოცდილება გაქვთ, გიჭირთ ახალი ურთიერთობის დაწყება და პაემანზე წასვლის გადაწყვეტილების მიღება. თუ პაემანზე წახვედით, წარსულის მწარე გამოცდილება და მოგონებები განწყობას გიფუჭებთ. ყოველ ახალ პოტენციურ პარტნიორთან პირველ პაემანს წინამორბედებს ადარებთ და ეს რეალურად უარყოფითად მოქმედებს.
თემები: ქალები, რჩევები, პაემანი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://www.relrules.com">http://www.relrules.com</a>