ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია. ვნახოთ, რა გელოდებათ თქვენი დაბადების წლის მიხედვით 2018-ში.
1. ვირთხა
ვირთხის წლებია:1912, 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008
შემდეგში ვირთხის წელი იქნება 2020 წელი.
ადამიანები, რომლებიც ვირთხის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, იძულებულნი იქნებიან 2018 წელს იფიქრონ ცხოვრებაში რაიმის შეცვლაზე. შორსმჭვრეტელობის გამოჩენა აუცილებელია. ძაღლის წელი გასწავლით, რომ ზოგჯერ აუცილებელია პირდაპირობა და ასევე ადამიანებთან პირდაპირი კავშირების დამყარება. ვირთხის წელში დაბადებულებისთვის მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობებში დაძაბულობა.
2. ხარი
ხარის წლები: 1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009
შემდეგში ხარის წელი იქნება 2021
ხარის წელში დაბადებული ადამიანები ბევრ სარგებელს ნახავენ 2018 წელს. ხარი ძალიან მშრომელია, მისი შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი არის ის, რასაც ძაღლის ნიშანი პატივს სცემს და მის მიმართ სიმპათიით განაწყობს. მიუხედავად იმისა, რომ ხარი ძლიერი და მტკიცეა, მოსალოდნელია რომ მცირედით ხელი შეეშლება, მცირე პრობლემა შეექმნება, მაგრამ ნებისმიერ პრობლემას ის ძაღლის წელში უმარტივესად გადაჭრის.
3. ვეფხვი
ვეფხვის წლებია: 1914, 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010.
შემდეგში ვეფხვის წელი იქნება 2022
ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანებისთვის 2018 წელი ძალიან წარმატებული იქნება. მათი ამბიციები, ოცნებები და მიზნები აუცილებელად განხორციელდება. მას მომდევნო წელს უამრავი შესაძლებლობა მიეცემა. დაამყარებს საიმედო, სანდო და საჭირო კავშირებს ადამიანებთან. ვეფხვის წელიწადში დაბადებული ადამიანები კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას იგრძნობენ.
4. კურდღელი
კურდღლის წლებია: 1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011
შემდეგში კურდღლის წელი იქნება 2023
კურდღლის წელიწადში დაბადებული ადამიანები მომდევნო წელს დაცულობას იგრძნობენ. მათი შიშები გაქრება. უფრო გამბედავები გახდებიან. ძაღლის წელი მათ სიმშვიდეს და ბედნიერების განცდას მოუტანთ. მართალია, არც კარიერული და არც სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით დიდი წარმატებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2018 წელი თქვენთვის ბედნიერების და სტაბილურობის წელი იქნება.
5. დრაკონი
დრაკონის წლებია: 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012
შემდეგში დრაკონის წელი იქნება 2024
დრაკონისთვის მნიშვნელოვანია სანახაობა. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, პომპეზურობა. სამწუხაროდ, ძაღლისთვის მსგავსი საკითხები სრულიად უმნიშვნელოა, ამიტომაც, 2018 წელი დიდად არ სწყალობთ მათ. მომდევნო წლით დიდად კმაყოფილები ვერ დარჩებით. 2018-ში ვერ მიიღებთ სათანადო ყურადღებას და აღიარებას და ეს თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მოითმინოთ, არ ჩაერთოთ კონფრონტაციაში და ცოტა ხნით დარჩეთ სცენის მიღმა.
6. გველი
გველის წლებია: 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013
შემდეგში გველის წელი იქნება 2025
გველის წელში დაბადებული ადამიანები ისწრაფვიან, რომ საქმე მარტომ გააკეთონ, ისინი გუნდური მოთამაშეები არ არიან. ამავდროულად, მათ მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ. საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი ენაღვლებათ. ამ მახასიათებლებით გველი უპირისპირდება ძაღლს და შეტაკება გარდაუვალია. ძაღლს უყვარს ურთიერთობები, კოლაბორაცია. ამიტომ, გველის წელში დაბადებული ადამიანებისთვის ძაღლის წელი ძალიან მიმე და რთული იქნება. თუ გსურთ, რომ ცხოვრება არ გაგირთულდეთ, უფრო მეტი კომუნიკაბელურობა უნდა გამოიჩინოთ და მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა იფიქროთ.
7. ცხენი
ცხენის წლებია: 1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014
შემდეგში ცხენის წელი იქნება 2026
ძაღლი და ცხენი აბსოლუტურად თავსებადი ნიშნებია. ორივე მათგანი არის ცხოველი, რომელიც ადამიანებს ძალიან უყვართ, ორივე ერთგულია. ცხენისთვის მომდევნო წელი პროფესიოლური და პირადი ცხოვრების თვალსაზრისით ნამდვილი დღესასწაული იქნება. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ შესაძლოა დაუოკებელი ცხენისთვის ცოტა მოსაწყენი იყოს მომდევნო წელი. სხვა მხრივ პრობლემებს არ უნდა ელოდოს.
8. თხა/ცხვარი
თხის წლებია: 1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015.
შემდეგში თხის წელი იქნება: 2027
თხის წელში დაბადებული ადამიანების ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი საზოგადოების განსჯის საგანი გახდება. ძაღლის წელიწადში ეს ადამიანები გარკვეულ შეზღუდვებს იგრძნობენ. მათ აქვთ სურვილი, რომ ყველას მოაწონონ თავი, მაგრამ დიდი ალბათობით საპირისპირო შედეგს მიიღებენ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მკვეთრი ქმედებებისგან მომდევნო წელს თავი შეიკავოთ, რადგანაც თქვენი ყველა ასეთი ქმედება წარუმატებელი იქნება.
9. მაიმუნი
მაიმუნის წლებია: 1960, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016.
შემდეგში მაიმუნის წელი იქნება 2028.
მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანები მხიარულები და მოუსვენრები არიან და ძაღლის წელიწადში, შესაძლოა, მათ ცოტა მოწყენილობა იგრძნონ. აუცილებელია, რომ უფრო მეტი სერიოზულობა გამოიჩინოთ, თუ გსურთ, რომ ძაღლის წელმა წარმატება მოგიტანოთ. ძაღლს არ უყვარს არასერიოზულობა. უნდა გამოიჩინოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ყველანაირი საქმისადმი. დაივიწყეთ ცოტა ხნით თავდავიწყებით გართობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2018 წელს წარუმატებლობა გელით.
10. მამალი
მამლის წლებია: 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017
შემდეგში მამლის წელი იქნება: 2029
მამლის წელში დაბადებულ ადამიანებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, საოცრად ქარიზმატულები არიან. ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ძაღლის ნიშანს ხასიათის ეს შტრიხები არ მოსწონს. 2018 წელს ყურადღება მოგაკლდებათ და სცენის მიღმა აღმოჩნდებით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ძაღლის წელიწადში უფრო მეტი თავმდაბლობა გამოიჩინოთ. უნდა გამოიჩინოთ შრომისმოყვარეობა. თუ ასე მოიქცევით, და ქედმაღლობას ცოტა ხნით დაივიწყებთ, აუცილებლად დაგიფასდებათ. სხვა შემთხვევაში, წარმატების მოლოდინი 2018 წელს არ უნდა გქონდეთ.
11. ძაღლი
ძაღლის წლებია: 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018
თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ვინაიდან ახლა თქვენი წელი მოდის, საოცარი წარმატებები გელოდებათ, მაგრამ ჩინური ასტროლოგია ამბობს, რომ ეს იქნება 12 წლიანი ციკლის განმავლობაში თქვენთვის ყველაზე ცუდი წელი. 2018 საკუთარი თავისადმი თვითრწმენა გაგიქრებათ. იგრძნობთ, რომ ცხოვრება ქაოსური და მოუწესრიგებელი გახდა და თან ძალიან გაგიჭირდებათ მისი დალაგება. პირველ რიგში, საკუთარ თავთან იქნებით კონფლიქტში.
12. ღორი
ღორის წლებია: 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007
შემდეგში ღორის წელი იქნება 2019
ღორის წელში დაბადებული ადამიანებისთვის 2018 წელი ერთგვარი გეგმის შედგენის წელი უნდა იყოს, ვინაიდან 2019 მისი წელია და დიდ წარმატებას მიაღწევს, თუ ძაღლის წელიწადში დაგეგმავს მიზნის მიღწევის გზებს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მარტო საქმის კეთება უნდა დაასრულოთ და გვერდით სანდო ადამიანი გყავდეთ, რომელთან ერთადაც მიაღწევთ წარმატებას. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, იყავით გახსნილები და ღიად ისაუბრეთ გრძნობების შესახებ. ნახავთ, რომ წარმატება არ დააყოვნებს.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია, 2018
<a href="https://www.rd.com">https://www.rd.com</a>