როგორ უნდა აქციოთ „ის“ თქვენს მამაკაცად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 11.12.2017
1. ვერძი - ამ მამაკაცის გულის მოგება საკმაოდ რთულია. მას ინტერესი უნდა გაუჩინოთ და არ უნდა მისცეთ საშუალება, რომ ერთი ნახვისთანავე თქვენ შესახებ ყველაფერი იცოდეს. უყვარს გამოწვევები და გამარჯვება. ამიტომ ხშირად უნდა შეუქმნათ ისეთი სიტუაცია, სადაც ის გაიმარჯვებს.
2. კურო - ემოციური სტაბილურობა კურო მამაკაცისთვის ყველაზე მთავარია. თუ მისი გულის მონადირება გინდათ, მშვიდი ცხოვრება უნდა შესთავაზოთ. უნდა ფიქრობდეს, რომ თქვენ გვერდით ყოფნა განტვირთვის საშუალებაა. კურო მამაკაცი სტაბილურ ურთიერთობას ეძებს, მისთვის სამართლიანობა და პატიოსნება ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია.
3. ტყუპები - ამ მამაკაცის მოსახიბლად დიდი ენერგიის გამოჩენა დაგჭირდებათ. ცუდი ისაა, რომ არასოდეს იცი წინასწარ ტყუპ მამაკაცს როგორი ქცევა მოხიბლავს. იმისთვის, რომ ის დაინტერესდეს, თქვენში საინტერესო პარტნიორს უნდა ხედავდეს, რომელთან თანაცხოვრებაც მისთვის თავგადასავალი იქნება, რომელიც მას ბევრ ახალ გამოცდილებას შესძენს. ტყუპებს მოსწონს ჭკვიანი და განათლებული ქალები. ის არ უნდა თვლიდეს, რომ თქვენ გვერდით ცხოვრება მოსაწყენი იქნება.
4. კირჩხიბი - ის ძალიან ემოციური და მგრძნობიარე მამაკაცია და მასთან ურთიერთობისას კონსტრუქციულობის დაცვაა საჭირო. გახსოვდეთ, რომ კირჩხიბ მამაკაცს მუდამ დაუცველობის განცდა აქვს და მისი გულის დამსხვრევა ძალიან მარტივია. ძალიან შეუყვარდებით თუ თქვენში მზრუნველ და ყურადღებიან ადამიანს დაინახავს.
5. ლომი - ეს მამაკაცი ძლიერ და დამოუკიდებელ ქალს ეძებს. ლომ მამაკაცთან ურთიერთობისას გონებაში მუდამ გქონდეთ, რომ მას ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომპლიმენტების მოსმენა ხიბლავს. ის არ აპირებს მთელი დრო თქვენზე ზრუნვაში გაატაროს. უნდა აჩვენოთ, რომ თქვენ თავადაც შეგიძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა.
6. ქალწული - თუ ამ მამაკაცის გულის მოგება გსურთ, უნდა აჩვენოთ, რომ ყველა საკითხში მხარს უჭერთ, უნდა დაეხმაროთ მოტივაციის ამაღლებაში და შემატოთ საკუთარი თავისადმი რწმენა.
7. სასწორი - დიდი შარმი და ქარიზმა დაგჭირდება სასწორი მამაკაცის მოსახიბლად. მას აქვს შესანიშნავი პიროვნული თვისებები, რომელთა გამოც ამ მამაკაცს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მას უნდა აჩვენოთ სხვებთან შედარებით თქვენი უპირატესობა. ძალიან აფასებს გაწონასწორებულ ხასიათს.
8. მორიელი - თუ გინდათ მორიელი მამაკაცი მოხიბლოთ, მაშინ მას უნდა მისცეთ საშუალება, რომ ურთიერთობაში თავად იყოს ლიდერი. უნდა აჩვენოთ, რომ მთელ სიტუაციას ის აკონტროლებს.
9. მშვილდოსანი - ამ მამაკაცის მოხიბვლა თუ გსურთ, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება, მეტი სივრცე უნდა მისცეთ. უნდა გახსოვდეთ, რომ მშვილდოსანი მოხეტიალე სულია, რომლისთვისაც მოგზაურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის ვერ იქნება ქალთან, რომელიც პატივს არ სცემს მის სურვილს, ნახოს მთელი მსოფლიო.
10. თხის რქა - ამ მამაკაცის გულის მოგება ნამდვილი გამოწვევაა, ეს ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია. მის წინაშე თქვენი დადებითი მხარეების პრეზენტაცია მოგიწევთ. ვერ ეგუება ემოციურ და მგრძნობიარე ქალს. თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცს მოსწონს ჭკვიანი, შრომისმოყვარე და ძლიერი ქალები, რომლებიც ემოციებს არასოდეს აჰყვებიან და არა გულის კარნახით, არამედ გონებით მოქმედებენ.
11. მერწყული - იმისთვის, რომ მერწყული მამაკაცის გული მოიგოთ, საჭიროა, მას მოუწყოთ ინტელექტუალური გამოწვევები. მას მხარდამჭერად უნდა მოევლინოთ, უნდა მოუწონოთ იდეები. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუჩნდება თქვენ მიმართ ინტერესი.
12. თევზები - ისინი ყველაზე მგრძნობიარე მამაკაცები არიან. თუ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცის მოხიბვლა გსურთ, უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენ გვერდით თავს დაცულად იგრძნობს, უნდა გთვლიდეთ ადამიანად, რომელსაც თავის ემოციებს გაუზიარებს. უნდა მოიპოვოთ მისი ნდობა.
თემები: მამაკაცები, წყვილი, ქალები, რჩევები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.tukuo.org/">https://www.tukuo.org/</a>