LIFE

Mara.ge - მომაბეზრებელი საყიდლებისგან თავისუფალი დრო

Mara.ge - მომაბეზრებელი საყიდლებისგან თავისუფალი დრო

Mara.Ge არის ონლაინ მარკეტი, რომელიც მომწოდებლებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. Mara.ge-ს დახმარებით შესაძლებელია დროისა და ენერგიის უფრო საინტერესოდ დახარჯვა და რუტინულ საყიდლებზე სირბილის თავიდან აცილება. წარმოიდგინეთ უმნიშვნელო საყიდლების პროცესი: მიდიხართ მაღაზიაში, ეძებთ ავტომობილის გასაჩერებელ ადგილს, იხსენებთ პროდუქტების ჩამონათვალს და აგროვებთ კალათაში, ელოდებით სალაროსთან თქვენს რიგს და ფიქრობთ როგორ აიტანთ მძიმე პარკებს სახლში. ამ ყველაფერს კი, ნამდვილად ჯობია მოკალათდეთ რბილ სავარძელში, დაათვალიეროთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ყველა მაღაზიაში ერთდროულად, გააკეთოთ შეკვეთა ღილაკზე თითის ერთი დაჭერით და ყველაფერი რაც გჭირდებათ თქვენს მისამართზე თავისით მოვა. Mara.ge შეეცდება საყიდლების პროცესი ისე გავამარტივოთ, რომ სარეცხი ფხვნილისთვის მაღაზიაში წასვლაზე აღარც იფიქროთ.

Mara.ge - მომაბეზრებელი საყიდლებისგან თავისუფალი დრო

რატომ ირჩევენ კლიენტები mara.ge-ს:

· მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაზოგონ დრო და შეიძინონ ყველა საჭირო ნივთი ერთ სივრცეში, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად

· mara.ge-ს შეუძლია რუტინული სასყიდლების პრობლემაც მოაგვაროს. მომხმარებლებს საშუალება აქთ წინასწარ დააფიქსირონ რეგულარული საყიდლების ჩამონათვალი, და mara.ge მათ მიერ შერჩეული პერიოდის მიხედვით მიიტანს პროდუქციას სასურველ მისამართზე

· Mara.ge-ს პლათმორმა ფართო არჩევანთან ერთად, მომხმარებელს საშუალებას აძლევს პროდუქტები მათი მახასიათებლების, ფასისა და შეფასებების მიხედვით შეადარონ ერთმანეთს, რათა მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება მათი შეძენისას.

Mara.ge - მომაბეზრებელი საყიდლებისგან თავისუფალი დრო

რა უპირატესობა აქვს mara.ge-ს მომწოდებლებისთვის:

· mara.ge მაღაზიებს საშუალებს აძლევს მარტივად მიაწვდინონ პროდუქცია მყიდველს ოფისიდან/მაღაზიიდან გაუსვლელად

· ონლაინ მარკეტი მაღაზიის გეოგრაფიულ მდებარეობასა და ვიტრინის ზომას მნიშვნელობას უკარგავს. ნებისმიერ მომწოდებელს შეუძლია პროდუქტის გაგზავნა საქართველოს მასშტაბით. (რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს mara.ge-ს სტანდარტებს)

· მაღაზიები თავად აკონტროლებენ პროდუქციის არჩევანს, რაოდენობას, ფასებსა და პირობებს

· mara.ge-ს პანელი მაღაზიებს საშუალებას აძლევს მარტივად აკონტროლონ გაყიდვები, მარკეტინგი, და სხვა ოპერაციები

· გარანტირებული და უსაფრთხო გადახდის სისტემა. შეკვეთის მიღება ხდება თანხის დასტურთან ერთად. როგორც კი კლიენტი მიიღებს შეკვეთას, თანხა ავტომატურად ჩაირიცხება მაღაზიის ანგარიშზე. კmara.ge მაღაზიებს თავიდან აარიდებს ზედმეტ თავისტკივილს. მაღაზია პირდაპირ კლიენტისგან იღებს შეკვეთას, ამზადებს შეკვეთილ პროდუქტს, ხოლო დანარჩენზე კი mara.ge იზრუნებს.

Mara.ge - მომაბეზრებელი საყიდლებისგან თავისუფალი დრო

Mara.ge: „ჩვენ ვცდილობთ საყიდლების პროცესი მარტივი, უმტკივნეულო და მოხერხებული გავხადოთ , მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომხმარებლის დაცვა და უსაფრთხოებაა. ჩვენთან ნებისმიერი პლასტიკური ბარათით გადახდა ხდება დაცული სიტემით. შეკვეთილი პროდუქციის მიიღებამდე თანხა არ ჩამოიჭრება.“

https://www.facebook.com/www.mara.ge

https://mara.ge/