ქალები, რომლებიც საკუთარ ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან - რაშია მათი სილამაზის საიდუმლო
- 13.12.2017
1. იმანი (62 წლის)
ჩვენ არ ვიცით რაშია სომალელი მოდელის „მარადიული ახალგაზრდობის“ საიდუმლო. ივ სენ ლორანის უცვლელი მუზას თქმით, მისი ახალგაზრდობის საიდუმლო სპორტში, სწორ კვებაში და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაშია.
2. კრისტი ბრინკლი (63 წლის)
ისეთი შეგრძნება გევუფლება, თითქოს მოდელმა კრისტი ბრინკლიმ საკუთარი თავი 20 წლით „გაყინა“. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ მას არასოდეს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაციები, და უპირატესობას სხვა პროცედურებს ანიჭებდა, რომლებიც კანის გამკვრივებაში, ნაოჭებისა და პიგმენტაციის მოშორებაში ეხმარებოდნენ.
3. ჯეინ სეიმური (66 წლის)
90-იანების პოპულარული სერიალის „დოქტორი ქუინი, ქალი-ექიმი“-ს ვარსკვლავი და ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური გოგონა დღემდე აღელვებს მამაკაცებს. ვინ იფიქრებს, რომ ეს მოხდენილი ლამაზმანი 66 წლისაა?
4. ვერა ვონგი (68 წლის)
ყოფილი ფიგურისტი, ამჟამად კი ყველაზე ლამაზი საქორწინო კაბების შემქმნელი ვერა ვონგი ახალგაზრდულად გამოიყურება. მოხდენილ ფიგურას დიზაინერი სწორ კვებას უნდა უმადლოდეს, იდეალური კანს კი - რუჯზე უარის თქმას.
5. აპასრა ჰონგსაკულა (70 წლის)
საოცარია, მაგრამ აპასრა ჰონგსაკულამ, რომელმაც 1965 წელს კონკურსში „მის სამყარო“ გაიმარჯვა, ნახევარი საუკუნის მანძილზე პრაქტიკულად არ შეცვლილა! ამბობენ, რომ ტაილანდელი ლამაზმანი რაღაც სილამაზის საიდუმლოს ფლობს, რომელიც ეხმარება მას 70 წლის ასაკშიც კი ასე გამოიყურებოდეს.
6. აჟდა პეკანი (71 წლის)
ჩვენ არ ვიცნობთ მის შემოქმედებას, მაგრამ აღფრთოვანებულები ვართ იმით, როგორ გამოიყურება ის! თურქი მომღერალი აჟდა პეკანი 71 წლისაა. როგორც თავად მომღერალი ამბობს, მისი ახალგაზრდობის საიდუმლო სწორ კვებაში და სპორტულ ვარჯიშშია. მაგრამ თურქული მასმედია წერს, რომ მომღერალმა პლასტიკურ ქირურგებთან მიმართვის რეკორდი დაამყარა. რაც არ უნდა იყოს ის შესანიშნავად გამოიყურება!
7. რაკელ უელჩი (77 წლის)
რამდენიმე თვის წინ მსახიობს 77 წელი შეუსრულდა, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის საკუთარი ასაკის შესაბამისად გამოიყურება. დღეს 70-იანების სექს-სიმბოლო იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, მაგრამ მისი ყოველი გამოსვლა დღემდე აღტაცებას იწვევს.
8. ჯეინ ფონდა (79 წლის)
წელს (21 დეკემბერს) მსახიობს 80 წელი შეუსრულდება. ჯეინს მარადიული ახალგაზრდობის საკუთარი საიდუმლო აქვს, რომელიც ის მზად არის სამყაროს გაუზიაროს: „30% - კარგი გენი, 30% - კარგი სექსი, 30% - ცხოვრების ჯანმრთელი წესი“. საინტერესოა, რა როლს თამაშობს დარჩენილი 10%?
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, კანი, რჩევები ქალებს, ჯანმრთელობა, რჩევები
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია