როცა მშობლები ხდებით, ცხოვრება მთლიანად იცვლება. არ არის საიდუმლო, რომ ვეღარ კავდებით ისეთი საქმიანობით, როგორითაც ადრე. თქვენი მთავარი საქმე შვილზე ზრუნვაა. ბავშვის დაბადებაგავლენას ახდენს წყვილის სასიყვარულო ურთიერთობაზე. იცვლება ყველაფერი - ურთიერთდამოკიდებულება, მცირდება დრო, რომელსაც ერთად ატარებდით. განსაკუთრებით ცვლილება ეხება სექსის საკითხს.

დროს, რომელსაც ბავშვების დაბადებამდე საყვარელ ადამიანთან ერთად ატარებდით, ახლა ანაცვლებს დრო, რომელსაც შვილის მოვლაში ატარებთ. კვებავთ მას, ცდილობთ დაამშვიდოთ როცა ტირის, ბავშვს ბევრი ზრუნვა სჭირდება. შედეგად, ძალიან დაღლილი ხართ და აღარც გიჩნდებათ სურვილი საყვარელ ადამიანთან სექსით დაკავდეთ.

უნდა გახსოვდეთ, რომ პარტნიორთან მარტო დარჩენა და ინტიმური კავშირის დამყარება უმნიშვნელოვანესია სასიყვარულო ურთიერთობისთვის. ეს მყარი ურთიერთობისთვის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია.

ახალი კვლევა ავლენს რამდენჯერ კავდებიან სექსით ადამიანები ასაკის მიხედვით.

მკვლევარები წერენ, რომ რეალურად არ არსებობს სრულყოფილი რაოდენობა, რეცეპტი იმისა, თუ რამდენჯერ უნდა დაკავდეთ სექსით და ეს დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ორგანიზმზე და სექსუალურ მოთხოვნილებაზე. თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ადამიანებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავებული რაოდენობის სექსი აქვთ.

გარდა შვილის გაჩენის, ცხოვრების რთული რეჟიმის და დაღლილობისა, სექსის სურვილზე გავლენას ახდენს ადამიანის ასაკიც. რაც უფრო ემატება მას ასაკი, მით უფრო მცირდება სექსის მოთხოვნილება და მისი ხარისხი.

კვლევა კინსის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს. კვლევის თანახმად, ის თუ რამდენჯერ კავდებით სექსით მჭიდრო კავშირშია თქვენს ასაკთან.

კვლევაში ჩართული იყო 1200 ზრდასრული ადამიანი. მათი ასაკი კი 40 წლამდე გახლდათ. კვლევის მონაწილეებს შეავსებინეს კითხვარი.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად სექსით კავდებიან 18-დან 29 წლამდე ადამიანები. წელიწადში მათ 112-ჯერ აქვთ სექსი.

შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი 30-დან 39 წლამდე ადამიანები არიან. კვლევის თანახმად, წელიწადში ისინი საშუალოდ 86-ჯერ კავდებიან სექსით. რაც შეეხება 40-დან 49 წლამდე ადამიანებს, წლის განმავლობაში მათ 69-ჯერ აქვთ სექსი.

ექიმი ჯასტინ ლემილერი კვლევის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ რაც უფრო შევდივართ ასაკში ჩვენი ჯანმრთელობა სუსტება, აღარ ვართ ენერგიულები, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სექსუალური აქტივობის ხარისხზე. მისივე თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ყოველ ათ წლიან პერიოდში სექსის ხარისხი და სექსუალური აქტით დაკავების სურვილი მცირდება. თუმცა თუ თავს მიხედავთ და შეძლებთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, სექსის ხარისხი ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად არ დაეცემა.