LIFE

4 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი, რომელსაც ხვდებით სინამდვილეში დაქორწინებულია და გატყუებთ

4 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი, რომელსაც ხვდებით სინამდვილეში დაქორწინებულია და გატყუებთ

სასიყვარულო ურთიერთობა ყოველთვის ვარდისფერი არ არის და მას ბევრი სირთულე ახლავს. განსაკუთრებით კი მაშინ რთულდება ყველაფერი, როცა აღმოაჩენთ, რომ მამაკაცი, რომელიც შეგიყვარდათ, სინამდვილეში დაქორწინებულია და გატყუებთ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიყვარულს აქვს ძალა, რომელიც ადამიანს ართმევს უნარს რეალობა და ფაქტები აღიქვას ისე, როგორც სინამდვილეშია. მათი განმარტებით, თუ ყურადღებით იქნებით, შეძლებთ ურთიერთობის დასაწყისშივე შეამჩნიოთ სახიფათო ნიშნები და გამოიცნოთ მამაკაცი გატყუებთ თუ - არა.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მამაკაცი, რომელსაც ხვდებით, დაქორწინებულია და გატყუებთ. გთავაზობთ 4 მთავარ ნიშანს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოთ.

გაფრთხილება #1: ის არ გამატებთ სოციალურ ქსელში და ჩაკეტილი პროფილი აქვს. არ გაქვთ შესაძლებლობა სოციალური ქსელის საშუალებით მის შესახებ უფრო მეტი გაიგოთ. დიდი ალბათობით ასე იმიტომ იქცევა, რომ არ სურს შეიტყოთ მისი რეალური ცხოვრების შესახებ. არ ნახოთ მისი ფოტოები. თუ ჰკითხავთ, რატომ არ გამატებთ მეგობრებში, სავარაუდოდ მისი პასუხი იქნება, რომ ხშირად არ სარგებლობს, მაგრამ არ დაუჯეროთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ხშირად სარგებლობს „ფეისბუქით“ „ინსტაგრამით’, ან რომელიმე სოციალური ქსელით, თუ თქვენით მართლა დაინტერესებულია, პირველ რიგში სოციალურ ქსელში დაგამატებთ.

4 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი, რომელსაც ხვდებით სინამდვილეში დაქორწინებულია და გატყუებთ

გაფრთხილება #2: ის არასოდეს გეპატიჟებათ საკუთარ სახლში, თავისი მეგობრებისა და ნათესავების წრეში. ყოველთვის, როცა ერთად ხართ, ან თქვენს სახლში ატარებთ დროს, ან სადმე სრულიად მარტო. არ უჩნდება აზრი, რომ მეგობრები გაგაცნოთ. ეს ძალიან სახიფათო ნიშანია. დიდი ალბათობით, მას რაღაც მიზეზის გამო არ სურს მეგობრებთან გამოგაჩინოთ. ეს მიზეზი კი შესაძლოა ის იყოს, რომ ის დაქორწინებულია.

4 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი, რომელსაც ხვდებით სინამდვილეში დაქორწინებულია და გატყუებთ

გაფრთხილება #3: ღამით თქვენთან არასოდეს რჩება. თუ ყოველ ღამე სახლში მიდის, ვფიქრობთ, კითხვები უნდა გაგიჩნდეთ. სოციალურ ქსელში არ გამატებთ, მეგობრებსა და ახლობელებს არ გაცნობთ, ღამით თქვენთან არ რჩება - ამას რაღაც მიზეზი აუცილებლად ექნება. დაეჭვების მიზეზები ნამდვილად ბევრი გაქვთ.

4 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი, რომელსაც ხვდებით სინამდვილეში დაქორწინებულია და გატყუებთ

გაფრთხილება #4: სიტყვაძუნწია, საკუთარი თავის შესახებ არაფერს გიყვებათ, მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გაქვთ და ამავდროულად, ამჩნევთ, რომ ცდილობს, თქვენს კითხვებს თავი აარიდოს, ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები იცოდეთ მასზე. რა თქმა უნდა, ასე იმიტომ იქცევა, რომ რაღაც საიდუმლო აქვს.

4 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი, რომელსაც ხვდებით სინამდვილეში დაქორწინებულია და გატყუებთ

ურთიერთობების ექსპერტები და ფსიქოლოგები ყვებიან, რომ არაერთი ისტორია მოუსმენიათ იმის შესახებ, თუ როგორ დარჩნენ საყვარელი ადამიანსგან მოტყუებულები და საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში დაქორწინებულ მამაკაცებს ხვდებოდნენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანები ურთიერთობის დასაწყისში სიმართლეს თვალს არ უსწორებენ. არ სურთ დაინახონ გამაფრთხილებელი ნიშნები, ხოლო შემდეგ უკვე გვიანი აღმოჩნდება ხოლმე.

ამიტომ სჯობს, ურთიერთობის დასაწყისშივე ფრთხილად და ყურადღებით იყოთ. მატყუარა ადამიანის ამოსაცნობად გამაფრთხილებელი ნიშნები თქვენს ხელისგულზეა.



<a href="http://observer.com">http://observer.com</a>