"ლუტეციას“ წინასაახალწლო, ჯადოსნური აქცია ESTEE LAUDER-ის ბრენდებზე
- 15.12.2017
წინასაახალწლო პერიოდი, წელიწადის ყველაზე მხიარული, ლამაზი და #ჯადოსნური დროა, სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც საყვარელ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუკეთოთ, "ლუტეცია" კი გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას ისეთ განსაკუთრებულ ბრენდებზე, როგორებიცაა: Estee Lauder, Tom Ford, Clinique, Michael Kors, DKNY, ZEGNA, 16 დეკემბერს შეგიძლიათ ამ არაჩვეულებრივი აქციით ისარგებლოთ და ყოველ შენაძენზე საჩუქრებიც მიიღოთ. ეს ის ბრენდებია, რომლებიც ლუტეციაში წარმოდგენილია ფართო არჩევანით და ნებისმიერი გემოვნების, სქესის, თუ ასაკის ადამიანების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. TREND.GE პარფიუმერულ ქსელ "ლუტეციასთან" ერთად, გირჩევთ 8 საუკეთესო საჩუქარს, რომელიც თქვენს თავს, ან საყვარელ ადამიანს უნდა გაუკეთოთ ახალ წელს.
1. ESTEE LAUDER-ის სუნამო - Modern Muse - თანამედროვე მუზა და ქალურობის ინოვაციური აღქმაა, რომლის სურნელიც უფრო დინამიკურ, უფრო დახვეწილ, უფრო ელეგანტურ და უფრო მიმზიდველს ხდის ქალბატონს.
2. Tom Ford-ი ახალ არომატი - Noir Anthracite - რომლის ინგრედიენტთა ერთობლიობას ძვირადღირებული შავი ხის ექტრაქტები, სანელებლები და არომატული ბერგამოტი წარმოადგენს. Tom ford-ის სუნამოები შეიძლება ითქვას არის უნისექსი, ამიტომაც ეს საჩუქარი შეგიძლიათ გაუკეთოთ, როგორც ქალბატონს, ისე მამაკაცს.
3. DKNY-ის სუნამო - Nectar Love, გული ისე სცემს როგორც არასდროს.ეს სუნამო სიყვარულის ნექტარს ატარებს და ყველა ადამიანისათვის განსაკუთრებულია.
4. Ermenegildo Zegna-ს UOMO - ძალიან თანამედროვე მამაკაცური არომატი. შექმნილია მაგნიტური, ქარიზმატული, ამბიციური და ელეგანტური მამაკაცისთვის.
5. Michael Kors-ის სუნამო Wonderlust, მიეცით თქვენს ყველა სურვილს ასრულების შანსი! Wonderlust თავგადასავლების სიყვარულია, მოგზაურობის ჰობია, აღმოჩენების სურვილია, ახალი რომანის დასაწყისია.
6. ESTEE LAUDER Double Wear Nude Cushion Stick Radiant Makeup - ნოვაციური პროდუქტი, ლეგენდარული ტონალური საცხის კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვერსია.ტონალური საცხი თავისივე სპონჟით. ანიჭებს კანს ერთგვაროვან ფერს, ჯანსაღ იერს და საუკეთესო ტონალობას. ამასთან ერთად, გააჩნია დამატენიანებელი ფუნქციაც. შესანიშნავი საჩუქარია ქალბატონებისთვის
7. Clinique სახის მოვლის საშუალებები: 3 წუთი - 3 საშუალება - სრულყოფილი კანისთვის. აგვარებს აკნეს, ჰიპერპიგმენტურ ლაქებს არის ჰიპოალერგიული და არ შეიცავს დანამატებს.
8. Estee lauder განსაკუთრებულ საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებებს სთავაზობს მომხმარებელს. და რაც მთავარია ყოველ შენაძენზე თქვენ გელით ბრენდის კომპლიმენტი, რომლითაც Estee lauder ყოველთვის გვანებივრებს.
შეხვდით ახალ წელს "ლუტეციასთან" ერთად, გაანებივრეთ საყვარელი ადამიანები განსაკუთრებული საჩუქრებით.
თემები: თმის მოვლა, სახის მოვლა, კანის მოვლა, თავის მოვლა სახლის პირობებში, თავის მოვლა, სტილი, მაკიაჟი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, რჩევები, ლამაზი კანი, ნაოჭები