9 ფსიქოლოგიური ხრიკი, იმისათვის რომ საზოგადოება დადებითად განაწყოთ
- 15.12.2017
1. ინდივიდუალური იმიჯი
უფრო სწორად, თქვენ გჭირდებათ გარეგნობაში განუმეორებელი დეტალი, და საუბარი სულაც არ არის აქ სილამაზეზე. პარადოქსია, მაგრამ უნიკალურობა შეიძლება გამოიხატოს ისეთ დეტალებში, რომელიც თავად ძალიან არ მოგწონთ. ნებისმიერი თქვენი მკვეთრად გამოხატული დეტალი, იქნება ეს სიარული, მიმიკა, ინტონაცია, ურთიერთობის სტილი ან ჩაცმულობა, დაუვიწყარს გაგხდით.
2. უნდა გქონდეთ დიდი ოცნება
ამბიციები, მიზნები, სწრაფვა რაიმე შეცვალოთ ამ სამყაროში. ბრძოლა რაღაცისთვის. ადამიანი ოცნების გარეშე ხომ წიგნია იდეის გარეშე. რისთვის უნდა წაიკითხო ასეთი წიგნი?
3. იყავით დარწმუნებულები საკუთარ თავში
თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები, გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი რომ გასაგებად მიიტანოთ საკუთარი იდეები სხვა ადამიანებამდე. საკუთარი თავის რწმენა იგრძნობა არა მხოლოდ ქცევაში, არამედ მეტყველებაშიც. მოერიდეთ ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა „ვფიქრობ, იქნებ, შეიძლება“.
4. დაივიწყეთ წუწუნი
დაფიქრდით: შეძლებდით აღფრთოვანებას იმ ადამიანით, რომელიც მუდმივად წუწუნებს? რა თქმა უნდა, არა. მაშინაც კი, როცა პრობლემები გაქვთ, დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, რა განიჭებთ სიამოვნებას და ასევე მიანიჭებს თქვენს მსმენელს.
5. გამოიყენეთ ჟესტების ენა
ეცადეთ ხშირად გაიღიმოთ, უყუროთ მოსაუბრეს თვალებში და მოერიდოთ შებოჭილ პოზებს. და საერთოდ, როცა საზოგადოებაში ჩნდებით, იგრძენით თავი წითელ ხალიჩაზე მოსიარულე ვარსკვლავად.
6. გახდით შესანიშნავი მთხრობელი
ბევრი თვლის, რომ საინტერესო მოყოლის უნარი - ნიჭია. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. უმეტეს შემთხვევებში ეს ჩვევაა, რომლის სწავლაც შეიძლება. უბრალოდ ისაუბრეთ თავდაჯერებულად, გამოიყენეთ იუმორი, განსაკუთრებით თვითირონია - უნარი გაიცინო საკუთარ თავზე. იყავით ემოციურები და პოზიტიურები, მოყევით საკუთარი პირადი ისტორიები.
7. ნუ არიდებთ თვალებს
ადამიანთან საუბრისას ყოველთვის მას თვალებში უყურეთ. ხანდახან ერთ გამჭოლ მზერას შეუძლია ათას სიტყვაზე მეტი თქვას: კონტაქტი თვალებით იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ უსმენთ მოსაუბრეს, გესმით მისი და იღებთ მას როგორც პიროვნებას.
8. გქონდეთ მოსმენის უნარი
თუ ყურადღებით უსმენთ სხვა ადამიანს, ინტერესდებით მისი ცხოვრებით, ის საკუთარ თავს საჭიროდ გრძნობს და რაღაც დონეზე განსაკუთრებულადაც.
9. გამოიყენეთ სარკის ეფექტი
სარკის ეფექტი - ეს მარტივი ხერხია ადამიანის მიმიკის, ინტონაციისა და ჟესტების გამეორებით განაწყო ის საკუთარი თავის მიმართ. ეს ყოველთვის მუშაობს, რადგან ხერხი დაფუძნებულია ადამიანის ნარცისიზმის ბუნებაზე: მოსაუბრე შეუცნობლად გრძნობს, რომ თქვენ და ის ერთ ტალღაზე ხართ.
თემები: რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, წარმატება, რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია