ჰოროსკოპი

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

ასტროლოგი ანაბელ გათი გვაძლევს რჩევებს, რაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება, როგორ უნდა მოვიქცეთ 2018 წელს, რა საქმეებით უნდა დავკავდეთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გვქონდეს.

1. ვერძი - საერთოდ, ვერძები ძალიან სპონტანურები არიან. არ შეუძლიათ რაიმის დაგეგმვა. ეს არც 2018 წელს შეიცვლება ასტროლოგი გირჩევთ, რომ მომდევნო წელს დაისახოთ მარტივი მიზნები, რომელთა მიღწევასაც დროის ხანმოკლე მონაკვეთში შეძლებთ. მიზანი, რომლის მისაღწევადაც დიდი დრო დაგჭირდებათ, თქვენთვის რთულად მისაღწევი იქნება. კვირის დასაწყისში აუცილებლად შეადგინეთ ხოლმე გასაკეთებელი საქმეების სია და იმოქმედეთ ამ სიის მიხედვით. ეცადეთ, დაივიწყოთ სპონტანურად მოქმედება. წარმატება გელოდებათ, თუ გადაწყვეტთს, რომ საჯარო ფიგურა გახდეთ.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

2. ლომი - კონცენტრირება უნდა მოახდინოთ ყოველდღიურ რუტინაზე, უნდა იზრუნოთ აუცილებლად ჯანმრთელობაზე. წინასწარ დაგეგმოთ, შეადგინოთ სამოქედო გეგმა. მოსალოდნელია, რომ სტრესულ გარემოში მოგიწევთ ყოფნა, ამიტომაც, ყველაზე მნიშვნელოვანია იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, გაუფრთხილდეთ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგექმნათ. ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე და წარმატება არ დააყოვნებს.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

3. მშვილდოსანი - უნდა გამოავლინოთ თქვენი პრაგმატული მხარე და ჭკვიანურად განკარგოთ ბიუჯეტი. აუცილებლად უნდა იყოთ საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობილები და ასევე დადებითი ემოციები გასცეთ სხვა ადამიანების მიმართაც. ასტროლოგი გირჩევთ, რომ დროა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა - რეალურად რაში ვხარჯავ დროს, ფულს და ენერგიას. ვდებ კი მე ყველა ამ რესურსს ჩემთვის სასიკეთო საქმეში? თუ პასუხი არის არა, დროა ცხოვრება შეცვალოთ, სიახლეები შეიტანოთ.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

4. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებმა კონცენტრირება უნდა მოახდინონ რაღაც ახლის სწავლაზე. დაიწყეთ ფულის დაზოგვა და ეს ფული აუცილებლად მოგზაურობისთვის გამოიყენეთ. ასტროლოგი გირჩევთ, რომ დროა დატოვოთ კომფორტის ზონა და ახალი ადგილები ნახოთ, ახალი მეგობრები შეიძინოთ. ეს ბედნიერებას მოგიტანთ. ასევე ყურადღება გაამახვილეთ იმ საქმის დასრულებაზე რომელიც 2017 წელს დაიწყეთ.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

5. ქალწული - თქვენ წარმატების მისაღწევად უფრო მეტი მხიარულება გჭირდებათ. უფრო მარტივად შეხედეთ ცხოვრებას და დაივიწყეთ პერფექციონიზმი. ასტროლოგი გირჩევთ, რომ დათანხმდეთ ახალ წინადადებებს. ის აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას. უფრო მეტი სიხარული და ბედნიერება შეიტანეთ ცხოვრებაში.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

6. თხის რქა - საერთოდ თხის რქისთვის ყველაზე რთული წელი მოდის. ასტროლოგი გირჩევთ, რომ ცოტა ხნით მოსწყდეთ სამსახურს და გამონახოთ დროს საყვარელი ადამიანისთვის. უფრო მეტად ენდეთ ადამიანებს. დაივიწყეთ ავტორიტეტი, სიმკაცრე, წესები, სტანდარტები და მოუსმინეთ გულის ხმას, აჰყევით შინაგან სურვილებს.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

7. ტყუპები - აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება პრობლემების მოგვარებაზე. მარტივი პრობლემაც კი არ უგულებელყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდეთ. აკონტროლეთ ემოციები და გადაიხადეთ ვალები. კარგი იქნება, თუ რაიმე საქმეს წამოიწყებთ ვინმესთან ერთად. 2018 წელს დაწყებული ბიზნეს პარტნიორობა წარმატების მომტანი იქნება. გახდით გუნდური მოთამაშე. სამსახურში გუნდურად მუშაობის შედეგად დიდ წარმატებას მიაღწევთ.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

8. სასწორი - 2018 წელი კარგი პერიოდია პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე კარგი წელია უძრავი ქონების შესაძენად. თუ დიდი ხანია სახლის ყიდვა გსურთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს საქმე 2018 წელს მოაგვაროთ. ეცადეთ ნაკლებად გამოავლინოთ აგრესიულობა.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

9. მერწყული - თქვენ დასვენება გჭირდებათ. 2018 წელი თქვენთვის განტვირთვის, დარდისა და პრობლემების დავიწყების წელი უნდა იყოს. უნდა გამოიმუშაოთ ისეთი ჩვევები, რომლებიც თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება. იზრუნეთ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

10. კირჩხიბი - დროა კონცენტრირება მოახდინოთ სასიყვარულო ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ახლა დგება პერიოდი, როცა კონცენტრირება ზოგადად ურთიერთობებზე, ადამიანებთან კომუნიკაციაზე უნდა მოახდინოთ და ამ კუთხით სიბრძნე გამოიჩინოთ. უნდა განასხვავოთ ადამიანები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ თქვენზე იმ ადამიანებისგან, რომლებსაც უარყოფოთი გავლენა აქვთ და ნეგატივისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. რაც მთავარია, ურთიერთობაში უნდა გამოიჩინოთ პატიოსნება.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

11. მორიელი - კირჩხიბების მსგავსად, მთავარი რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, ურთიერთობები და ადამიანებთან კომუნიკაციაა. კომუნიკაცია დაგეხმარებათ ახალი ნაცნობების შეძენაში და ახალი წარმატებული საქმის დაწყებაში. მთავარია, გამოიჩინოთ სიმშვიდე და ურთიერთობებეში პატიოსნება დაცხოვრებაში ყველაფერი თავისით დალაგდება.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

12. თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს საუკეთესო წელი ელოდებათ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ისინი ჩართულნი არიან რაიმე პოლიტიკურ აქტივობაში. თევზების გულწრფელობა, თანაგრძნობის უნარი, კეთილი გული მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება. გამოიჩინეთ რაც შეიძლება მეტი ლოიალურობა და შემწყნარებლობა.

როგორ უნდა იმოქმედოთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?



<a href="https://broadly.vice.com">https://broadly.vice.com</a>