როგორი მაკიაჟი უნდა გქონდეთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? – 2018 წლის სილამაზის ჰოროსკოპი
- 26.12.2017
1. თხის რქა - განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ წამწამების სილამაზეს. კარგი იქნება თუ დაიგრძელებთ. ის თქვენს ვიზუალს უფრო თვალშისაცემს გახდის და მომხიბვლელობას შეგმატებთ. დროა, ადამიანები გარეგნობით მოხიბლოთ და ზოგადად, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ ვიზუალზე ზრუნვას.
2. მერწყული - კარგი იქნება, თუ ექსპერიმენტებს მიმართავთ და ცოტა უჩვეულოდ თუ წაისვამთ თვალის „ლაინერს“. წარმოიდგინეთ, რომ სუპერმოდელი ხართ. თვალის მაკიაჟს უფრო მეტი სიმკვეთრე შემატეთ.
3. თევზები - კარგი იქნება თუ ფერად მაკიაჟზე შეაჩერებთ არჩევანს. ატარეთ მუქი ლურჯი ჩრდილები. ტუჩსაცხზე უარი თქვით. ასე თვალები უფრო თვალშისაცემი გახდება.
4. ვერძი - 2018 წელს ვარდისფერი ფერუმარილი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ეს თქვენს ვიზუალს უფრო თბილს გახდის. თვალის ჩრდილიც ასევე ფერუმარილის მსგავსად ღია ვარდისფერი უნდა იყოს.
5. კურო - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილებს და ფრჩხილის ლაქით ისინი გეომეტრიული ფიგურებით მოიხატეთ. თქვენ იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებსაც შეუძლიათ პატარა დეტალებით მიიღონ სიამოვნება. სწორედ ეს ერთი შეხედვით მცირე დეტალი - ფრჩხილის მოხატვა, გახდისთქვენს ვიზუალს უფრო მომხიბვლელს.
6. ტყუპები - კრეატიული ადამიანი ხართ. გიყვართ სარისკო გადაწყვეტილებების მიღება და ექსპერიმენტებზე უარს არ ამბობთ. ამიტომაც, 2018 წლისთვისაც კარგი გადაწყვეტილება იქნება, თუ მაკიაჟის გაკეთების კუთხით, ექსპერიმენტს მიმართავთ. შეაჩერეთ არჩევანი მკვეთრი ფერის მწვანე ჩრდილებზე. ზოგადად მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთეთ.
7. კირჩხიბი - 2018 წელს ოქროსფერი „ჰაილაითერით“ გადაახალისეთ მაკიაჟი. თქვენ ყველა წვეულებაზე იბრწყინებთ და თვალშისაცემი იქნებით.
8. ლომი - წელს სისადავეზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. უპირატესობა ღია ფერის მაკიაჟს მიანიჭეთ.წაისვით თეთრი ჰაილაითერი და ღია ფერის ჩრდილები. ხაზი გაუსვით თქვენს ბუნებრივ სილამაზეს.
9. ქალწული - თქვენ ის ზოდიაქოს ნიშანი ხართ, რომელმაც პირველმა უნდა სცადოს 2018 წელს მაკიაჟის ახალი ტენდენციები საკუთარ თავზე და ინოვაციური მაკიაჟი მოსინჯოს. წაისვით თვალზე ძალიან მკვეთრი ჩრდილი და ტუჩზე შედარებით ღია ფერის ტუჩსაცხი. ეს თქვენს გარეგნობას ეპატაჟურობას შემატებს.
10. სასწორი - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახის კანის მოვლას. შეიძინეთ სახის კანისთვის განკუთვნილი სპეციალური მასაჟორი, რომლითაც დაიმუშავებთ მას. უმჯობესია, რომ არჩევანი ახალი წლიდან ბუნებრივობაზე შეაჩეროთ და საერთოდ უარი თქვათ მაკიაჟზე.
11. მორიელი - განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ვარცხნილობას. კარგი იქნება, თუ თმას მოკლედ შეიჭრით და რომელიმე მოკლე სტილის ვარცხნილობაზე შეაჩერებთ არჩევანს. რაც შეეხება მაკიაჟს, აქ არ არის საჭირო დიდი ცვლილებები - გლამურული და დახვეწილი მაკიაჟი წელსაც თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
12. მშვილდოსანი - არავის აქვს ისეთი ხედვა, როგორიც თქვენ - მშვილდოსნებო. თქვენ გჭირდებათ რაიმე განსხვავებული და ყველასგან გამორჩეული. შემატეთ მაკიაჟს რაიმე კრისტალური ელემენტები. მაგალითად თვალთან დაიმაგრეთ კრისტალები ისე, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი. ამით თქვენს ვიზუალს დაუვიწყარს გახდით და ახალ ტრენდსაც დაამკვიდრებთ.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://hellogiggles.com">https://hellogiggles.com</a>