მათ ხშირად საკმაოდ შორს უჭირავთ თავი
მათ, როგორც ჩვენ ყველას, ძალიან უნდათ, რომ ადამიანები უგებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვერ პოულობენ სათანადო სიტყვებს, რომ საკუთარ გრძნობები გამოხატონ. თევზები ძირითადად საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან. მოექეცით მათ სიყვარულითა და გაგებით, და ამით თქვენ მოიპოვებთ მათ პატივისცემას. გარე სამყარო მათ ხშირად აოცებთ, ამიტომ ეძებენ ისინი ხნას სიმშვიდესა და კრეატიულობაში.
თევზებს უყვართ გაექცნენ რეალობას ფანტაზიების სამყაროში
სამყარო ისეთი სიჩქარით მიდის წინ, რომ ხშირად თევზები ვერ ეწევიან, და ამიტომაც არიდებენ თავს სიძნელეებს ფანტაზიების სამყაროში. ეცადეთ გაიგოთ მისი ხასიათის ეს თვისება, და უფრო გაგიადვილდებათ მათთან ურთიერთობა.
მათ უნდათ დაუახლოვდნენ ადამიანებს, მაგრამ ეშინიათ, რომ ისინი გულს ატკენენ
თევზები, როგორც წესი, ზედმეტად კეთილები და მზრუნველები არიან, და ბევრი სარგებლობს ამით. ისინი ოცნებობენ რომანტიკაზე და ახლო ურთიერთობებზე, მაგრამ მათ უმეტესობას იმდენჯერ ატკინეს გული, რომ ადვილად ვერ იშორებენ შიშს, რომ კიდევ ერთხელ შეცდებიან. თუ შეძლებთ მის დარწმუნებას, რომ ნდობის ღირსი ხართ, ეს იდეალური საშუალებაა რომ მათთან ერთად იაროთ საინტერესო გზაზე.
მათი გული გახსნილია
თევზები მზად არიან გადაუშალონ გული იმას, ვინც, როგორც თავად თვლიან, ამის ღირსია. ისინი ყოველთვის ცდილობენ ადამიანებში მხოლოდ საუკეთესო დაინახონ. მაგრამ თუ ერთხელ დაკარგეს თქვენდამი გრძნობა, მათ შეუძლიათ გაპატიოთ, მაგრამ არასოდეს დაავიწყდებათ.
თევზებს ხშირად სჭირდებათ მარტო ყოფნა
გახსოვდეთ, რომ თევზები არანაკლებად საჭიროებენ მარტოობას, ვიდრე ურთიერთობებს, მხარდაჭერასა და სიყვარულს. ამიტომ იზრუნეთ იმაზე, რომ დაიცვან ჯანსაღი ბალანსი მარტოობასა და სოციალიზაციას შორის. პატივი ეცით მათ მოთხოვნილებას პერიოდულად დარჩნენ სიჩუმესა და სიმშვიდეში.
ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან
თევზებს მოსწონთ ახლო ურთიერთობები, განსაკუთებით რომანტიკული, მაგრამ ბუნებით ისინი მაინც მარტოსულები არიან. ყველაზე საუკეთესო პირადი ურთიერთობებითაც კი შეიძლება დაღალონ, და დროდადრო მათ განმარტოება სჭირდებათ, რათა აღადგინონ ძალა და დაფიქრდნენ, რას აფასებენ ყველაზე ძალიან ამ ურთიერთობებში.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>