ჰოროსკოპი

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ვერძი

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: თქვენ უნდა გაგესხვავებინათ ერთმანეთისგან ის, თუ რა გსურთ სამყაროსგან და რა სურს სამყაროს თქვენგან. ეს წელი საკუთარი თავის პოვნის წელი იყო, ის გამოწვევებით და უამრავი კითხვით გახლდათ სავსე. თქვენ ეძებდით სულის საზრდოს.

2017: ამ პერიოდში გქონდათ მოლოდინი, რომ ცხოვრებაში უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებდით. ეს იყო რადიკალური ცვლილებების წელი.

2018: ახალი წლიდან დანამდვილებით უნდა განსაზღვროთ თუ რა გსურთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს, თუმცა ეცადეთ, რომ უფრო ნათლად დაინახოთ მოვლენები და გაანალიზოთ. შედეგად კითხვებზე პასუხს მარტივად იპოვნით. ყურადღება თანაბრად გადაანაწილეთ საქმესა და სასიყვარულო ურთიერთობაზე.

2. კურო

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: ეს წელი თქვენი იმჯის ცვლილების წელი იყო. ადამიანებმა, მეგობრებმა თქვენზე შთაბეჭდილება შეიცვალეს. მათთვის უფრო ავტორიტეტულები გახდით. მიუხედავად ბევრი კუთხით მიღწეული წარმატებისა, 2016-მა წელმა ბევრი გასაკეთებელი საქმე დაგიტოვათ.

2017: ისწავლეთ საზღვრების დაწესება. ცხოვრებამ 2017 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გასწავლათ - „არას“ თქმა.

2018: ეს არის თქვენი ცხოვრების დალაგების და დამშვიდების წელი. მას შემდეგ, რაც ამდენი თვის განმავლობაში გაურკვევლობა და მოუწესრიგებელი ცხოვრება გტანჯავდათ, თქვენ ყველაფრის მოწესრიგების გზებს იპოვნით. თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი ეტაპი იწყება. საქმიან და პირად ურთიერთობებში დიდი წარმატება გელოდებათ.

3. ტყუპები

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: ამ პერიოდში თქვენ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობები მოაწესრიგეთ და ეს ურთიერთობები გარკვეული წესებით განსაზღვრეთ. ამავდროულად, ფოკუსირებული იყავით საკუთარ თავზე, უფრო მეტის შეძენასა და თვითგანვითარებაზე.

2017: სავარაუდოდ, ბოლოსდაბოლოს გაარკვიეთ ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და გაწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი მათთან, ვინც დამღუპველად მოქმედებდა თქვენზე.

2018: ახალი წლიდან უნდა ელოდოთ საოცნებო წინადადებას, საოცნებო პროექტში ჩართვას. მთავარია, რომ არ გაგიჭირდეთ კომფორტის ზონის დატოვება. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ. შესაძლოა, წლის მეორე ნახევარში შინაგანი დისკომფორტი იგრძნოთ, იგრძნოთ, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ. გააცნობიერეთ, რომ დიდ მწვერვალებს დროის მცირე მონაკვეთში ვერ დაიპყრობთ. ამისთვის დრო და მოთმინების გამოჩენაა საჭირო.

4. კირჩხიბი

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: ეს წელი თქვენთვის სიურპრიზებით იყო სავსე. ძალიან ბევრი რამ მოულოდნელად მოხდა თქვენს ცხოვრებაში. ამ პერიოდში მიხვდით, თუ რისი გაკეთება გსურთ რეალურად.

2017: ეს წელი მიზნისკენ სწრაფვის წელი იყო. თქვენ დიდი ალბათობით დაუღალავად იშრომეთ დასახული მიზნის მისაღწევად. წავიდა ის დღეები, როცა მხოლოდ ოცნებობდით, ახლა იცით რომ ოცნებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე ვერ აისრულებთ. ეს საკუთარი თავის გამოწვევის წელი იყო.

2018: ახალი წლიდან ნამდვილ სიყვარულს ელოდებით. არ აქვს მნიშვნელობა მარტოხელა ხართ, თუ ვინმესთან ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებთ, ეს იქნება წელი, როცა სიყვარული თქვენს ცხოვრებაში მთავარ ადგილს დაიკავებს. თქვენთვის პრიორიტეტი მხოლოდ და მხოლოდ სასიყვარულო კავშირის დამყარება, ან მისი განმტკიცება იქნება. კონცენტრირება მოახდინეთ საქმეზე რომელიც გიყვართ, ადამიანებზე, რომლებიც გიყვართ. გაეცით რაც შეიძლება მეტი სიყვარული.

5. ლომი:

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: ეს იყო გეგმების შედგენის, მიზნების დასახვის წელი. საუკეთესო პერიოდი არ იყო თქვენს ცხოვრებაში თუმცა კარგი ისაა, რომ სწორედ 2016 წელს ჩაუყარეთ სამომავლო საქმეს საფუძველი.

2017: ეს წელი ისევ საკუთარი თავის ძიებაში გაატარეთ. 2017-მა წელმა საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერებულობა შეგმატათ და ბევრი ახალი გამოცდილება შეგძინათ.

2018: კარგი იქნება თუ დაგეგმავთ მოგზაურობას. ისეთ ადგილას წასვლას, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. ეს წელი დიდ გამოცდას ჩაგიტარებთ. აუცილებლად დააწესეთ საზღვრები ადამიანებთან, ყველას ნუ შემოუშვებთ თქვენს ცხოვრებაში და პრობლემების გადასაჭრელად მარტივი გზები ეძებეთ.

6. ქალწული

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: ამ პერიოდში თქვენ შეძელით ერთგული ადამიანების დანახვა და ნეგატიურების თავიდან მოშორება. პრობლემებს პირისპირ შეეჯახეთ.

2017: სავარაუდოდ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყეთ, ან რაღაც ძალიან საინტერესო თავგადასავალი გადაგხდათ, რომლის წყალობითაც თქვენი კარიერა, ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა. 2017-მა წელმა რისკის გაწევა გასწავლათ.

2018: ახალი წლიდან უფრო მეტად თავდაჯერებული უნდა იყოთ და მყარი, შეუვალი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. დაიჯერეთ საკუთარი თავის და უფრო გაბედულად იმოქმედეთ. მიიღეთ სარისკო გადაწყვეტილებები.

7. სასწორი

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: ამ პერიოდში არ მიგიღიათ რადიკალური გადაწყვეტილებები. ეს იყო სიმშვიდისა და დაბალანსებული ცხოვრების ეტაპი.

2017: გასულ წელს ბევრი რამ გააკეთეთ ცხოვრების მთავარი მიზნის მისაღწევად. თუმცა საწადელს დიდი ალბათობით ვერ მიაღწიეთ.

2018: ახალი წლიდან თქვენი გასული წლის ქმედებები შედეგს გამოიღებს და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ ურთიერთობებს და ფინანსებს. არ გამოიჩინოთ მფლანგველობა.

8. მორიელი

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: ეს იყო წელი, როცა თქვენ საკუთარი თავი, საკუთარი ძალის ირწმუნეთ და თქვენი გადაწყვეტილებების მართებულობის დაიჯერეთ.

2017: ცოტა სირთულეები შეგხვდათ. თქვენი ნამდვილი სახე გამოავლინეთ. გიჭირდათ ემოციების კონტროლი. საკმაოდ რთული წელი გქონდათ.

2018: თქვენ ცხოვრების ახალი ეტაპი უნდა დაიწყოთ, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან. მოსალოდნელია, რომ სწორედ ახლა დაიწყებთ ცხოვრების მთავარი მიზნისთვის ბრძოლას და ოცნებისკენ სწრაფვას. ურთიერთობები, სამსახური, გამოწვევები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.

9. მშვილდოსანი

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: ამ წელს მტკივნეულ წარუმატებლობას პირველად შეეჯახეთ და თქვენთვის ძალიან რთული ეტაპი დაიწყო. ცხოვრებაში ბევრი რამ ისე განვითარდა, როგორც არ ელოდით და თქვენი ძალისხმევითაც ვერაფერი შეძელით.

2017: თქვენ ფარ-ხმალი არ დაგიყრიათ, პოზიტივი შეინარჩუნეთ და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა არ შეგიწყვეტიათ.

2018: ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი დგება. ბოლოსდაბოლოს დაგტოვებთ ყოველგვარი ნეგატივი და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. მოსალოდნელია უკეთესი სამსახურის დაწყება, ან დაწინაურება. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამთ აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება. ცხოვრება მწვანე შუქს გინთებთ.

10. თხის რქა

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: ამ პერიოდში ისწავლეთ, როგორ უნდა აუწყოთ ფეხი ცხოვრებას ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. მარტივი იყო ადამიანებთან კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის წყალობით კარიერაში წარმატებას მიაღწიეთ.

2017: ამ პერიოდში თქვენთვის ბევრი კარი დახურული იყო, ბევრ სირთულეს შეეჯახეთ.

2018: როგორც ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, ეს იქნება ყველაზე რთული წელი, თუმცა მთავარია, არ მოეშვათ, დეპრესიაში არ ჩავარდეთ და ადამიანებთან კომუნიკაცია არ შეწყვიტოთ და ზოგჯერ მისცეთ მეგობრებს საშუალება პრობლემები თქვენ მაგივრად მოაგვარონ. ეს ნამდვილად გადაგარჩენთ.

11. მერწყული

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: ამ წელს მოთმინების უნარი გამოიმუშავეთ. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ ცხოვრება მდორედ მიედინებოდა და თქვენც მას მიჰყვებოდით.

2017: ცხოვრების ამ პერიოდში ადამიანების ნდობა ისწავლეთ. კოლაბორაცია ბიზნესის კუთხით წარმატებული აღმოჩნდა. საკუთარ თავში ახალი ენერგია იპოვნეთ.

2018: ახალი წლიდან უფრო მეტად უნდა ისწავლოთ ადამიანებთან ურთიერთობა და დაიჯეროთ რომ ეს ურთიერთიბები, სხვებთან ერთად გაკეთებული საქმე წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა ხელმძღვანელის პოზიციაზე აღმოჩნდეთ. კარიერული თვალსაზრისით წარმატება გელოდებათ და თქვენი ფინანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

12. თევზები

როგორი იყო 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და რას უნდა ელოდოთ ახალი წლიდან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2016: დროის ამ მონაკვეთში თქვენი წარსულით იყავით შეპყრობილი და მხოლოდ წარსულზე ფიქრში ატარებდით დროს. ამ პერიოდში თქვენმა წარსულის ტრავმებმა შეგახსენეს თავი.

2017: ცხოვრებაში ახალი ვნების, ცხოვრების ახალი აზრის პოვნა შეძელით და ახალი შემართებით დაიწყეთ საქმის კეთება. თავიდან აღმოაჩინეთ, რა გიყვართ სინამდვილეში და რისი გაკეთება გსურთ. შეამჩნიეთ, რომ წარსულში არასწორ ნაბიჯებს დგამდით და მიხვდით, რომ ყველაფრის გამოსწორება გვიანი არ არის.

2018: დგება პერიოდი, როცა უნდა შეცვალოთ ცხოვრება სასიკეთოდ. თქვენი წარსულში გადადგმული ნაბიჯები კარიერისა თუ სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით სწორედ ახალი წლიდან გამოიღებს შედეგს. რაც შეიძლება მეტი უნდა იაქტიუროთ, უშიშრად იმოქმედოთ და გადადგათ ქმედითი ნაბიჯები. თქვენს ყველა მოქმედებას მხოლოდ პოზიტიური შედეგი მოჰყვება.



<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>