ჯანმრთელობა

ალერგიის გამომწვევი 5 მიზეზი ახალის წლის დღეებში

ალერგიის გამომწვევი 5 მიზეზი ახალის წლის დღეებში

წინასაახალწლოდ, შესაძლოა რამდენიმე სახის ალერგიამ შემოგიტიოთ, TREND.GE და „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი“ გთავაზობთ ექიმ ნინო ლომიძის რჩევებს.

1. ბუნებრივი და ხელოვნური საახალწლო ნაძვის ხე

ნაძვის ხის მორთვის შემდეგ, თუ აღმოაჩენთ, რომ მუდმივად გაცემინებთ, გაქვთ სურდო, თვალები გიცრემლიანდებათ და გახველებთ, მიზეზი შესაძლოა სწორედ თქვენი საახალწლო ნაძვის ხე იყოს.

ბუნებრივი ნაძვის ხე სახლში დადგმამდე იზრდება გარეთ ტენიან ადგილას, სადაც არასასურველი სოკოს (ობის) სპორები ძალიან მარტივად მრავლდება. სახლში შემოტანისთანავე სოკოს სპორები ვრცელდება ჰაერში და ალერგიას იწვევს, განსაკუთრებით ალერგიულ პაციენტში.

რაც შეეხება ხელოვნურ ნაძვის ხეებს, მასზე წლის მანძილზე გროვდება ჭუჭყი და მტვერი. ნაძვის ხის მორთვის პროცესში გამოყოფილმა მტვრის ტკიპებმა კი შესაძლოა ალერგიული სიმპტომები გამოიწვიოს.

ალერგოლოგის რჩევა: საუკეთესო პრაქტიკა ალერგენების ზემოქმედების შესამცირებლად არის ნაძვის ხისა და მისი ტოტების სველი წესით კარგად გაწმენდა, სანამ შემოიტანთ სახლში. გაწმენდილი ხის კარგად გაშრობას დაელოდეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი სოკოს სპორების გავრცელება. რაც შეეხება ხელოვნურ ხეებს, მასზე დაგროვებული ჭუჭყის და მტვრის შესამცირებლად, დღესასწაულის შემდეგ ის უნდა გაიწმინდოს და შეინახოთ გრილ, მშრალ და სუფთა ადგილას, უსაფრთხოდ შეფუთული.


ალერგიის გამომწვევი 5 მიზეზი ახალის წლის დღეებში

2. დეკორაციები და სურნელოვანი ნივთები

წლის განმავლობაში შენახულ ნაძვის ხის სათამაშოს, განათებასა თუ სადღესასწაულო გაფორმებაზე გროვდება მტვერი და ობის ელემენტები. ნივთების ამოღების შემთხვევაში მაშინვე იწყება ცხვირ-ცემინება, ხველა, თვალების ქავილი.

სურნელოვანმა სანთლებმა, შუშხანამ, ქიმიურმა საჰაერო სპრეიმ, რომლებიც თქვენს სახლში სასიამოვნო სურნელს აყენებს ალერგიულ ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირისა და ყელის გაღიზიანება. ასევე სიფრთხილეა საჭირო როდესაც ასხამთ ხელოვნურ თოვლს. ამ სპრეის ჩასუნთქვამ შეიძლება გააღიზიანოს თქვენი ფილტვები და გამოიწვევს ბრონქოსპაზმის განვითარება.

ალერგოლოგის რჩევა: საფუძვლიანად გაწმინდეთ თითოეული დეკორაცია, დღესასწაულის დასრულების შემდეგ ნივთები შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერებში, მშრალ ადგილას. სანთლები უმჯობესია დამზადებული იყოს ცვილისგან, რომელსაც ნაკლებად მძაფრი სუნი აქვს.


ალერგიის გამომწვევი 5 მიზეზი ახალის წლის დღეებში

3. საახალწლო საკვები

თუ თქვენ საკვების მიმართ გაქვთ ალერგია, დღესასწაულები განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა ალერგიული რეაქციებისთვის, რადგან სხვადსახვა სახეობის საკვების არჩევანი გაქვთ. ყველაზე გავრცელებული საკვები ალერგენები არის რძე, კვერცხი, სოიო, თევზი, ზღვის პროდუქტი, არაქისი, თხილი და ხორბალი. ასევე ხშირად ალერგიულ რეაქციებს იწვევს თაფლი, შოკოლადი, ტკბილეული, გაზიანი თუ ალკოჰოლური სასმელები. საახალწლო სუფრის კერძები კი ხშირად, ზემოთჩამოთვლილი პროდუქტებით არის გაჯერებული. ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ისინი ალერგიის მაპროვოცირებელი ფაქტორები შესაძლებელია გახდნენ.

ალერგოლოგის რჩევა: მნიშვნელოვანია იკითხოთ, რომელი კერძი რა ინგრედიენტებისგან შედგება. მოერიდეთ ალერგიული საკვების უზომო, გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თან გქონდეთ ანტიალერგიული პრეპარატები და ინჰალატორი იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ასთმა.


ალერგიის გამომწვევი 5 მიზეზი ახალის წლის დღეებში

4.მიზეზი: ალკოჰოლური სასმელები

ნუ დაგავიწყდებათ რას სვამთ სადღეგრელოს დროს. ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა ალერგიული რეაქცია ღვინოში არსებულმა სულფიტებმა გამოიწვიოს.

ასევე გასათვაიწინებელია, რომ ზოგიერთი მაღალი ხარისხის ლუდი თხილს შეიცავს. რძე კი ნაღებსა და თეთრი შოკოლადის ლიქიორებში გამოიყენება. კვერცხის ცილა კი შესაძლოა გამოიყენეონ სპეციალურ სასმელებში ქაფის დასამატებლად.

ალერგოლოგის რჩევა: შეცვალეთ ღვინო სულფიტებისგან თავისუფალი მაღალი ხარისხის ნატურალური ღვინით, ასევე აირჩიეთ ლუდი სადაც არ შედის თხილი, თუ თხილზე გაქვს ალერგია. იმ შემთხვევაში თუ ალერგია გაქვთ რძეზე მოერიდეთ რძის შემცვლელ ლიქიორებს.

ალერგიის გამომწვევი 5 მიზეზი ახალის წლის დღეებში

5. მიზეზი: საახალწლო მცენარე - პოინსეტია

ულამაზესი სადღესასწაულო მცენარე პოინსეტია შესაძლებელია ალერგიული რეაქციის გამომწვევი გახდეს, რადგან ის შეიცავს ისეთ ცილოვან ნივთიერებებს, რომელიც ლატექსის შემადგენლობაშია. ლატექსის შემცველი ნივთებია: ლეიკოპლასტირი, ქირურგიული ხელთათმანები, რეზინის ბუშტები და ა.შ. ასე რომ ამ მცენარისგან თავი შორს დაიჭირეთ თუ კი ლატექსზე გაქვთ ალერგია. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა ის ნაწილი, რომლებიც ლატექსზე ალერგიულია, ასევე ალერგიულები არიან პოინსეტიაზე.

ალერგოლოგის რჩევა: თუ თქვენ ალერგია გაქვთ ლატექსზე, გაიტანეთ ეს სიმბოლური მცენარე გარეთ, რადგან უბრალო შეხებამ შესაძლოა გამოიწვიოს არა მარტო გამონაყარი, არამედ მსტვინავი ხიხინი და ასთმის გამწვავება.


ალერგიის გამომწვევი 5 მიზეზი ახალის წლის დღეებში

მის: 2/6 ლუბლიანას ქუჩა, თბილისი

ტელ: 0322 52 05 33