LIFE

აირჩიეთ თვალი - მიიღეთ განსაკუთრებული გზავნილი სამყაროსგან და გაიგეთ, რა გელოდებათ 2018 წელს

აირჩიეთ თვალი - მიიღეთ განსაკუთრებული გზავნილი სამყაროსგან და გაიგეთ, რა გელოდებათ 2018 წელს

დააკვირდით ფოტოს და განსაზღვრეთ, რომელი თვალი გიზიდავთ ყველაზე მეტად. ახლა კი, მოძებნეთ შესაბამისი პასუხი სამყაროსგან და გაიგეთ, რა გელოდებათ 2018 წელს:

აირჩიეთ თვალი - მიიღეთ განსაკუთრებული გზავნილი სამყაროსგან და გაიგეთ, რა გელოდებათ 2018 წელს

1. თუ პირველი თვალი აირჩიეთ - სამყარო გიგზავნით მესიჯს, რომ 2018 წელს მიიღოთ სარისკო გადაწყვეტილებები. სწორედ ამის შემდეგ მოგეცემათ უფრო მეტი შესაძლებლობა. უნდა გამოიჩინოთ უფრო მეტი კომუნიკაბელურობა და ასევე ყურადღება, მზრუნველობა ადამიანების მიმართ.

2. თუ მეორე თვალი აირჩიეთ - სამყარო გიგზავნით შეტყობინებას, რომ უფრო ყურადღებიანები იყოთ და შეძლოთ დეტალების შემჩნევა. სწორედ მცირე დეტალებში იმალება თქვენი წარმატების საიდუმლო.

3. მესამე თვალის არჩევის შემთხვევაში - თავი დაანებეთ წარსულზე დარდს. კონცენტრირება მომავალზე მოახდინეთ. შეადგინეთ გეგმა, მიჰყევით მას და წარმატება არ დააყოვნებს.

4. თუ მეოთხე თვალი აირჩიეთ - სამყარო გიგზავნით შეტყობინებას, რომ ცხოვრებას ცოტა მარტივად შეხედოთ და მოვლენები არ დაამძიმოთ. ამ გზით სიმშვიდის მოპოვებას შეძლებთ. სიმშვიდე კი დაგემხარებათ, რომ უფრო მეტად კონცენტრირდეთ იმ საქმეებზე, რომლებიც რეალურად თქვენს ცხოვრებას სიხარულით აავსებს. 

5. თუ მეხუთე თვალი აირჩიეთ - სამყაროს სურს გითხრათ, რომ ახალი წლიდან უფრო შემწყნარებლები იყოთ და დაივიწყოთ ხისტი და უხეში ხასიათი, ადამიანებს ლმობიერად და კეთილგანწყობით მოექცეთ. დიდი შანსია, რომ სწორედ ისეთი ადამიანი შემოგთავაზებთ წარმატების მომტან საქმეს, რომელსაც აქამდე ცუდად ექცეოდით.

6. თუ მეექვსე თვალი აირჩიეთ - განსაკუთრებით გააქტიურდება ინტუიციის გრძნობა, ამიტომაც ყოველთვის, ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდეთ. 2018 წელს ის სასიკეთო გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ.

7. თუ მეშვიდე თვალი აირჩიეთ - უფრო მეტი ენერგიულობა გამოიჩინეთ. ძალიან ახლოსაა ის დროს, როცა გუნდის ლიდერად, მმართველად დაგასახელებენ. ამიტომაც არ მოეშვათ, მუდამ მოძრაობაში იყავით.

8. მერვე თვალის არჩევის შემთხვევაში - სამყარო გიგზავნით მესიჯს, რომ შეიცვალოთ ინტერესის, სამსახურის სფერო. რაიმე თქვენთვის უჩვეულო საქმით დაკავდით. დიდი შანსია, რომ სწორედ თქვენთვის უჩვეულო საქმის კეთებამ მოგიტანოთ წარმატება. 2018 წელს გარშემომყოფთა სასიამოვნოდ გაოცებას შეძლებთ.

9. თუ მეცხრე თვალი აირჩიეთ - სამყაროს თქვენთვის იმის თქმა სურს, რომ 2018 წელს რაც შეიძლება მეტი იმოგზაუროთ, განიტვირთოთ, ცხოვრებით დატკბეთ და ბევრი თავგადასავალი შეაგროვოთ. დიდი შანსია, რომ მოგზაურობის დროს საინტერესო სამსახურებრივი წინადადება შემოგთავაზონ.



<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>