LIFE

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

სოციალურ ქსელებს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და სხვა ქსელები დიდ როლს ასრულებენ სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. ხშირად მათზეადამოკიდებული რამდენად წარმატებული, ან წარუმატებელი იქნება ურთიერთობა.

საჭიროა სოციალური ქსელების გონივრულად მოხმარება იმისთვის, რომ მან ურთიერთობას არ ავნოს. ამიტომაც, შეყვარებულ წყვილებს ვთავაზობთ სოციალური ქსელებით სარგებლობის 10 მთავარ წესს, რომლებიც 2018 წლიდან მაინც უნდა გაითვალისწინოთ:

1. გახსოვდეთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე თქვენი „სმარტფონი“ და „ლეპ ტოპი“- წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გასცდეთ „სმარტფონის“ ზონას. პაემნის დროს მაინც უნდა შეეშვათ მას და საყვარელ ადამიანს ესაუბროთ.არ არის საჭირო „დაჩექინდეთ“, მაშინვე გამოაქვეყნოთ „მასთან“ ერთად გადაღებული ფოტო და ყველას გააგებინოთ სად და ვისთან ერთად ხართ. ისიამოვნეთ პაემნით. რა საჭიროა ყოველ ხუთ წუთში პოსტების წერა?!

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

2. ნუ გაიტეხავთ ძილს - როცა სასიყვარულო ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, გინდათ, რომ მთელი ღამით მას სწერდეთ მესიჯებს, მაგრამ იმისთვის, რომ არ დაარღვიოთ თქვენი ძილის გრაფიკი და მეორე დღეს სრულიად უსარგებლო არ გახდეთ, აუცილებელია დაასრულოთ დიალოგი და შეეშვათ ტელეფონს.

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

3. სანამ საყვარელი ადამიანის ფოტოს გამოაქვეყნებთ, აიღეთ ნებართვა - წყვილები ზოგჯერ ერთმანეთის ფოტოებს ისე აქვეყნებენ, რომ არ ეკითხებიან - მოსწონთ თუ არა ესა თუ ის ფოტო. ხშირად ამის გამო უთანხმოება ხდება. რამდენად კარგი ფოტოც უნდა იყოს, აუცილებლად ჰკითხეთ საყვარელ ადამიანს, მოსწონს თუ არა ის და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებამდე აიღეთ ნებართვა.

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

4. სჯობს, ყოფილები მეგობრებიდან წაშალოთ და არც მათ მიმდევრებად დარჩეთ - იმისთვის, რომ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა წარმატებული იყოს, კარგი იდეაა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოთ ყოფილთან. წაშალოთ მასთან ერთად გადაღებული ფოტოები.

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

5. თუ არ გსურთ ყოფილის წაშლა - მაშინ არავითარ შემთხვრევაში არ დაულაიქოთ ახალი ფოტოები, „სელფები“. ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ახალ ურთიერთობაზე. თუ ყოფილთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, მაშინ ისე უნდა მოიქცეთ,რომ ახალ პარტნიორსაც დაუმეგობროთ, რათა მას არ გაუჩნდეს თქვენი დაკარგვის შიში.

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

6. ნუ დაწერთ ქარაგმებით სავსე პოსტებს - სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ქარაგმული პოსტების წერით ყველა ხვდება, რომ საყვარელ ადამიანს გსურთ რაღაც უთხრათ. ამ მეთოდით ვერაფერს მიაღწევთ გარდა იმისა, რომ თქვენს პირად ცხოვრებას საჯაროს გახდით და ყველას შეატყობინებთ, რომ ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები გაქვთ.

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

7. სანამ „ფეისბუქში“ ურთიერთობის სტატუსს განაახლებთ, ჯერ იმსჯელეთ ამის შესახებ - არაფერია იმაზე საშინელი, როცა თქვენ წერთ, რომ ურთოერთობაში ხართ, საყვარელ ადამიანს მონიშნავთ და ის ამას არ იღებს. სანამ ურთიერთობის სტატუსს განაახლებთ, ისაუბრეთ, გაარკვიეთ ორივე თქვენგანს სურს თუ არა, რომ ამ ურთიერთობის შესახებ ყველამ გაიგოს და მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადადგით ეს ნაბიჯი.

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

8. ნუ იქნებით დეტექტივი - თუ ხედავთ, რომ თქვენი პარტნიორი ვიღაცას ესაუბრება და საკმაოდ ვრცელი დიალოგი აქვთ, მაშინვე პოლიციელად ნუ გადაიქცევით და ნუ დაიწყებთ ეჭვიანობას. შეგიძლიათ ყოველივეს შესახებ მოგვიანებით მშვიდადჰკითხოთ.

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

9. პირად საკითხებს საჯაროდ ნუ „დაპოსტავთ“ - თუ რაიმე პირადულ საკითხზე გსურთ საუბარი, საჯაროდ ნუ დაპოსტავთ, მისწერეთ პირად შეტყობინებებში.

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს

10. და ბოლოს, ნუ მისცემთ სოციალურ მედიას ნებას თქვენს ურთიერთობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს - მხოლოდ იმისთვის გამოიყენეთ, რომ ცხოვრებაში დამატებით ბედნიერება შემოიტანოს.

სოციალური ქსელით სარგებლობის 10 წესი, რომელიც 2018 წელს ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს



<a href="http://love.allwomenstalk.com">http://love.allwomenstalk.com</a>