LIFE

რაშია ბედნიერების საიდუმლო 50 წლის შემდეგ

რაშია ბედნიერების საიდუმლო 50 წლის შემდეგ

ასაკის მატება, როგორც ქალებზე ისე მამაკაცებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. სიბერის შიში ხშირად ადამიანებს დეპრესიაში აგდებთ და ახალგაზრდობის დასაბრუნებლად ბევრ შეცდომებს უშვებენ. როგორ უნდა იცხოვროთ ისე რომ შეინარჩუნოთ საუკეთესო განწყობა, ამაში ჩვენი რჩევები დაგეხარებათ.

მთავარი პრინციპია - არ იცხოვროთ 50 წლის ასაკში იმ ცხოვრების წესით, როგორც ამას 30 წლის ან 40 წლის ასაკში აკეთებდით.

მიეცით საკუთარ თავს საშუალება რომ გააგრძელოთ განვითარება. 50 წლის შემდეგაც შეიძლება დარჩეთ ახალგაზრდად, მაგრამ ამისათვის ჯერ უნდა აღიაროთ, რომ 50 წლის ხართ და შეწყვიტოთ წარსულზე საუბარი.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ 15 წლის, გაიხსენეთ, ამ ასაკში ხომ არ ცხოვრობდით ისე, როგორც 5 წლის ბავშვი, ან 40 წლის ქალი? - ბუნებრივია 50 წლის ასაკში თქვენი წლების შესაბამისად უნდა იცხოვროთ. მიიღეთ უფრო მეტი სიამოვნება ცხოვრებისგან ვიდრე ადრე, მაგრამ ამას მხოლოდ განვითარების საშუალებით მიაღწევთ.

დაიწყეთ ახალი რაღაცების სწავლა. ენის, ხელსაქმის ან თუნდაც პროფესიით. შეგიძლიათ ჰობი, რომელიც ახალგაზრდობაში ვერ გამოიყენეთ ახლა აქციოთ შემოსავლის წყაროდ. ეს ეხება, ხატვას, ქსოვას, ქარგვას და სხვა უამრავ საშუალებას რომელიც ადამიანებს ხანდახან დაბალი შემოსავლის გამო მეორად საქმედ მიაჩნიათ.

50 წლის შემდეგ სიხარული და სიამოვნება ცხოვრებიდან მაშინ ჩნდება თუ დაივიწყებთ წარსულს და და მისცემთ საშუალებას საკუთარ თავს გააგრძელოთ ცხოვრება. შეიცვალოთ გარეგნულად, გახდეთ სხვანაირი - ეს სიახლე კი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება.



<a href="http://theageofhappiness.com">http://theageofhappiness.com</a>