მთავარი წესები, რომლებიც ტრენდულმა ქალებმა 2018 წელს უნდა გაითვალისწინონ
- 30.12.2017
თუ გსურთ, რომ 2018 წელს მოდურად გამოიყურებოდეთ, გარშემომყოფთა ყურადღება მიიპყროთ და სამოსისთვის ბევრი ფულიც არ დახარჯოთ, გთავაზობთ რამდენიმე წესს, რომლებიც მოდურმა ქალებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
1. ფული დახარჯეთ ჭკვიანურად - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფულის განკარგვის საკითხში ყურადღების გამოჩენა. ნუ დახარჯავთ ფულს იმ სამოსში, რომელიც არ გჭირდებათ, რომლის მსგავსიც გაქვთ. ნუ იყიდით მხოლოდ იმიტომ, რომ მაღაზიაში თვალი მოგჭრათ.
2. დატოვეთ კომფორტის ზონა - იპოვეთ გარდერობში ისეთი სამოსი, რომელიც ექსტრავაგანტულ და გამორჩეულ იერს მოგცემთ. ზოგჯერ მიიღეთ სარისკო მოდური გადაწყვეტილებები და ყველას აჩვენოთ თქვენი განსაკუთრებულობა. შექმენით ისეთი „ლუქი“, რომელშიც უფრო თავადაჯერებული, დამოუკიდებელი და შემოქმედებითი გამოჩნდებით, რომელიც თვალშისაცემს გახდის თქვენს ინდივიდუალიზმს.
3. დაახარისხეთ სამოსი - ახალი წლიდან ბევრი კუთხით განახლების პერიოდი იწყება. განახლება უნდა დაეტყოს თქვენს გარდერობსაც. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ გადაყაროთ ძველი სამოსი და ახლები შეიძინოთ. უბრალოდ გამოალაგეთ თქვენი სამოსი და დაახარისხეთ - რომელ სამოსს ჩაიცვამთ, რომელს აღარ ჩაიცვამთ, რომელს გააჩუქებთ.
4. ყურადღება მიაქციეთ ზომებს - დროა, კრიტიკული თვალით შეხედოთ თქვენს სამოსს. ყურადღებით შეარჩიეთ მისი ზომები და ჩაიცვით მხოლოდ ის სმოსი, რომელიც ნამდვილად თქვენი ზომისაა.
5. კომფორტს ნუ შესწირავთ სტილს - მხოლოდ ხანდახან არის დასაშვები, განსაკუთრებულ მომენტებში კომფორტის ზონის დატოვება და არაკომფორტული სამოსის ჩაცმა, თუმცა ძირითადად, რა თქმა უნდა კომფორტზე უარი არ უნდა თქვათ სამოსის გამო. მოირგეთ მოდური და კომფორტული სამოსი, რომელშიც თავს ბედნიერად იგრძნობთ.
6. სიფრთხილე გამოიჩინეთ ტრენდული სამოსის მიმართ - ყოველწლიურად სხვადასხვა სტილის სამოსი და აქსესუარი ხდება ტრენდული. მნიშვნელოვანია, გამოიმუშაოთ სტილის შეგრძნება და ჩაიცვათ თქვენი სტილის შესაბამისი სამოსი და არა ყველაფერი, რაც მოდაშია. თუ ტრენდული სამოსი თქვენს გემოვნებას შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩაიცვით ის.
7. არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ - იყიდეთ სამოსი იმის მიხედვით, რაც მოგწონთ და რაც გიხდებათ. შესაძლოა, რაც თქვენს მეგობარს უხდება, თქვენ სულაც არ გქონდეთ კარგად, სხვისი გემოვნებით ნუ შეიმოსებით.
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, მამაკაცები, ქალები, რჩევები
<a href="http://fashion.allwomenstalk.com">http://fashion.allwomenstalk.com</a>