LIFE

როგორ უნდა მოიქცეთ 2018 წელს იმისთვის, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოთ

როგორ უნდა მოიქცეთ 2018 წელს იმისთვის, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოთ

ყოველ ახალ წელს თან ახლავს ახალი მოლოდინები და ახალი გეგმები. . მაგალითად, ვიღებთ წონაში დაკლების, უფრო მეტი ვარჯიშის, სამსახურში წარმატების მიღწევის და რა თქმა უნდა, ფულის შენახვის გადაწყვეტილებას.

ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ყულაბაში უნდა შეინახოთ ფული. აქ ნახავთ ფულის ხარჯვის ისეთ წესებს, რომლებიც რეალურად ბარაქას მოგიტანთ და შეძლებთ, რომ 2018 წელს ფული არასოდეს გამოგელიოთ.

1. იყიდეთ მხოლოდ ისეთი ნივთები, რომლებსაც გამოიყენებთ - რა თქმა უნდა შესანიშნავია, როცა ახალ ნივთებს, ახალ სმარტფონს, კომპიუტერს და ა.შ. ყიდულობთ, მაგრამ ასე არ უნდა მოიქცეთ მაშინ, თუ თქვენი ძველი კომპიუტერი და სმარტფონი კარგად მუშაობს და ყველა ფუნქციას ასრულებს.

როგორ უნდა მოიქცეთ 2018 წელს იმისთვის, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოთ

ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყიდულობენ ისეთ ნივთებს, რომლებიც სრულებით არ სჭირდებათ. იყიდეთ მხოლოდ ისეთი ნივთები, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ და ნამდვილად გამოიყენებთ, არ გადაყაროთ ფული უსარგებლოდ.

2. გაყიდეთ ის ნივთები, რომლებიც ვარგისია, მაგრამ აღარ იყენებთ - წლის განმავლობაში მოიშორეთ ის ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ. შეგიძლიათ, გაყიდოთ. თქვენთვის უსარგებლო ნივთების გაყიდვით საკმაოდ ბევრი თანხის შოვნას შეძლებთ. გაყიდვებისთვის შესანიშნავია ონლაინ პლატფორმის გამოყენება. სხვადასხვა გაყიდვების საიტებზე განათავსეთ პროდუქტი და მიიღეთ დამატებით შემოსავალი. 

როგორ უნდა მოიქცეთ 2018 წელს იმისთვის, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოთ

3. ყოველთვის წადით თვის დასაწყისში საკვების საყიდლად და მოიმარაგეთ პროდუქტი - ამით დაზოგავთ დროს და ფულს. გაცილებით უფრო მეტი თანხა იხარჯება თუ ყოველ დღე ყიდულობთ საჭმელს. ერთად ყიდვა და მომარაგება უფრო კომფორტულია. ამით ფულსაც დაზოგავთ და დროსაც გაუფრთხილდებით. 

როგორ უნდა მოიქცეთ 2018 წელს იმისთვის, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოთ

4. გამოიყენეთ გადახდების დროს ნაღდი ფული, როცა შესაძლებელია - გადახდის დროს ბარათის გამოყენება მოსახერხებელია, მაგრამ ალბათ ყველასთვის ნაცნობია, რომ ამ დროს გვიჭირს თანხის კონტროლი და ვერ ვაცნობიერებთ რეალურად როგორ ვიცარიელებთ ჯიბეებს, ამიტომაც როცა შესაძლებელია, ნაღდი ფულით გადაიხადეთ.

როგორ უნდა მოიქცეთ 2018 წელს იმისთვის, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოთ

5. ყოველთვის უპირატესობა მიანიჭეთ პირველადი და აუცილებელი მოხმარების საგნების და პროდუქტის შეძენას - ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ ფული დაზოგოთ, სასურსათო მაღაზიაში ჭკვიანურად ფულის დახარჯვაა. იყიდეთ სარეცხი საშუალებები, ყველი, მარცვლეული, ყავა. იყიდეთ არაბრენდირებული პროდუქტი. ნახავთ, რომ ასე გაცილებით მეტ თანხას დაზოგავთ.

როგორ უნდა მოიქცეთ 2018 წელს იმისთვის, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოთ

6. აუცილებლად ყურადღებით იყავით ტანსაცმლის ყიდვის დროს - ნუ იყიდით ყველაფერს, რაც მაღაზიის ვიტრინიდან თვალს მოგჭრით. ასეთ დროს უმეტესედაც ისეთ სამოსს ვყიდულობთ ხოლმე, რომლებსაც არასოდეს ჩავიცვამთ და შესაბამისად, გამოდის, რომ ფული ტყუილად გადავყარეთ.

როგორ უნდა მოიქცეთ 2018 წელს იმისთვის, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოთ



<a href="http://www.wisebread.com">http://www.wisebread.com</a>