სასწორი - ასტროლოგები ამბობენ, რომ სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ყველაზე საყვარლები და სპეტაკები, სუფთა სულის მქონე ადამიანები არიან, თან იმდენად, რომ ღმერთი ზოგჯერ აზრს მათ ეკითხება. მოკლედ რომ ვთქვათ, სასწორები ნამდვილი ანგელოზები არიან.
კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები დიდსულოვნებით გამოირჩევიან. შეუძლიათ სხვისი დარდისა და ტკივილის გაზიარება, გულთან ახლოს მიტანა. მათ შეუძლიათ ადამიანები განსაცდელისგან საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნან. თუმცა ამავდროულად,ზოგჯერ იტაცებთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა სიმდიდრე, მომხვეჭელობა და ყოველივე, შესაძლოა, ეშმაკებით იყოს სავსე.
მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ძალიან უყვართ ცხოვრება. პოზიტივით სავსენი არიან და მათ სახეზე მუდამ ღიმილია. ყოველთვის მხიარულები არიან და აქვთ უნარი, გარშემომყოფებიც გაამხიარულონ. სიმართლის თქმა ყველა სიტუაციაში მათი საუკეთესო თვისებაა. არ შეუძლიათ გაჩერდნენ იქ, სადაც სხვები იტყუებიან. მშვილდოსანს შეუძლია ანგელოზი იყოს, მაგრამ თუ დასჭირდება, აუცილებლად გადაიქცევა საზარელ ეშმაკად.
თევზები - ამ ადამიანებს საკუთარი მორალი, საკუთარი წესები აქვთ, რომლებსაც მკაცრად იცავენ. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები არიან კეთილები და შემწყნარებლები. თევზები ბრაზდებიან მაშინ, როცა ხედავენ რომ უკან არ უბრუნდებათ გაცემული სიკეთე, თუმცა სწრაფადვე აცნობიერებენ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და არ შეიძლება ძვირფასი დრო „ჰეითერებზე“ დარდში დახარჯონ. ამ ადამიანებში ეშმაკის თვისებებს ანგელოზის ნატურა ამარცხებს.
მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მზრუნველები, სამართლიანები და პატიოსნები არიან. ისინი მუდამ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ სხვებისთვის. მათ მოსწონთ ბედნიერების მოტანა სხვა ადამიანებისთვის. ერთადერთი, რაც მათ სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს უშლით წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობებია.
ლომი - ლომს თავის მძვინვარე მხარესთან დადებითი თვისებებიც აქვს. ლომში ანგელოზს ეშმაკი სჭარბობს. არავის ვურჩევთ ლომის მიერ დაწესებული საზღვრების დარღვევას.
ტყუპები - მათ ერთ მხარზე ანგელოზი ჰყავთ, ხოლო მეორე მხარზე ეშმაკი. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებში კარგისა და ცუდის აბსოლუტური თანაფარდობაა. მათი ორი ბუნება ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამე, როგორც ზამთარი და ზაფხული. ამ ადამიანებში ბნელისა და ნათელი მხარის მუდმივი ბრძოლაა.
ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები შემწყნარებლები, თბილები და ჭკვიანები არიან. მათ შეუძლიათ მოთმენა, მაგრამ თუ ზედმეტი მოგივიდათ, ის თავის ეშმაკის ბუნებას გამოავლენს და თქვენს დაუძინებელ მტრად გადაიქცევა. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გავნოთ.
მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები შურისმაძიებლები არიან. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში კეთილები, მიმტევებლები გამოჩდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია და რეალურად სასტიკები არიან.
ვერძი - მათ ახასიათებთ ალკოჰოლისკენ მიდრეკილება, მოსწონთ ადამიანებით მანიპულირება, მათთვის ტყუილის თქმა პრობლემას არ წარმოადგენს, დამახასიათებელია ასევე ღალატი, თავს კარგად გრძნობენ, როცა სექსუალურ პარტნიორებს ხშირად იცვლიან, ამიტომაც ვერძებს ანგელოზთა კატეგორიას ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ. მათი დადებითი მხარე იუმორის შესანიშნავი უნარია, რის გამოც ადამიანები ზოგჯერ მის ცუდ თვისებებს ივიწყებენ.
თხის რქა - ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ეშმაკი თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებშია. ისინი მანიპულირებენ ადამიანებით. არასოდეს არ არიან კმაყოფილები იმით, რაც აქვთ. წარმატების მისაღწევად ადამიანებს იყენებენ და ბევრ ტყუილს ამბობენ.
თემები: წყვილი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://www.perfectedition.win">http://www.perfectedition.win</a>