ჩვენს ეპოქას შეიძლება პლასტიკური ქირურგიის ერაც ეწოდოს. ადამიანები გასალამაზებლად ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ოპერაციებს და ცდილობენ, სხეულის ესა, თუ ის ნაწილი გაილამაზონ.

ზოგიერთი მალავს, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ზოგიც გულწრფელად აღიარებს სილამაზის საიდუმლოს. ყველაზე მარტივი გზა იმის გასარკვევად ადამიანმა მართლაც გაიკეთა თუ არა ის, მისი ბავშვობის ფოტოების ნახვაა.

მოდით, გადავხედოთ პოპულარული ქალების ბავშვობის ფოტოებს და შევადაროთ მათი ვიზუალი ახლანდელს.

1. ირინა შეიკი - რუსი სუპერმოდელი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის, ბრედლი კუპერის გული დაიპყრო, არ ერიდება ბავშვობის ფოტოების გამოქვეყნებას. ის ასევე ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში დედისა და დის ფოტოებს და საზოგადოებას აჩვენებს, რომ მის ოჯახში ყველა ლამაზია.

2. მეგან მარკლი - 34 წლის ამერიკელი მსახიობი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მისი და ბრიტანეთის პრინც ჰარის ნიშნობის შესახებ გახდა ცნობილი. თუ მისი ბავშვობის ფოტოს შევხედავთ, მეგანი ნამდვილად საყვარელი ბავშვი ჩანს.

3. ჯიჯი ჰადიდი - როგორც ჯიჯის ბავშვობის ფოტოსა და ახლანდელი ფოტოს შედარება აჩვენებს, სუპერმოდელს გარეგნობაში არაფერი არ აქვს შეცვლილი.

4. ბელა ჰადიდი - ჯიჯი ჰადიდის უმცროს დაზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელზე, კონკრეტულად კი მის გარეგნობაზე, დებატები არ წყდება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მისი მომხიბვლელი ვიზუალი პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა, თუმცა მოდელის ფანები იმის დასამტკიცებლად, რომ ბელა ბუნებრივადაა ასეთი მომხიბვლელი, მისი ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებენ. რაც უნდა იყოს, ბელა ჰადიდს მრავალმილიონიანი კონტრაქტები აკავშირებს მოდის სხვადასხვა სახლებთან და კამათი მისი ვიზუალის გარშემო, მხოლოდ და მხოლოდ მისი პოპულარობის კიდევ უფრო გაზრდას უწყობს ხელს.

5. ბარ რაფაელი - ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილი შეყვარებულის, ბარ რაფაელის სილამაზის ბუნებრიობა ეჭვს არასოდეს იწვევდა. ებრაელი მოდელი ბავშვობიდან კამერების წინ პოზირებს.

6. ბეჰატი პრინსლუ - უბრალო ნამიბიელი გოგონა Victoria’s Secret-ის ანგელოზი და „the Maroon 5”-ის სოლისტის, ადამ ლევინის ცოლი გახდა. ბეჰატი ხშირად აქვეყნებს ბავშვობის დროინდელ ფოტოებს და თავადვე უსვამს ხოლმე ხაზს გარეგნობაში განსხვავებას.

7. ელსა ჰოსკი - შვედ სუპერმოდელს უნიკალური გარეგნობა აქვს, მაგრამ ის არ არის პლასტიკური ქირურგიის ჩარევის შედეგი.

8. ჟიზელ ბიუნდჰენი - ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. ბრაზილიელი ჟიზელი ცნობილი თავისი ძალიან გრძელი და ლამაზი ფეხების წყალობით გახდა. თუ მისი ბავშვობის ფოტოებს შევხედავთ, „ვიქტორიას ანგელოზის“ სილამაზე ნამდვილად ბუნებრივია.

9. კეიტ მოსი - მიუხედავად მოდელისთვის შეუფერებელი წონისა და უჩვეულო გარეგნობისა, ქეითი თავისი თაობის სიმბოლო გახდა. წარმატებულ კარიერაში კი მნიშვნელოვანი როლი მოსის ბუნებრივმა მომხიბვლელობამ ითამაშა.

10. შაკირა - კოლუმბიელი მომღერლის ამოცნობა ბავშვობის ფოტოზე ძალიან რთულია.

11. ლილი ოლდრიჯი - ვიქტორიას ანგელოზი გარდა სხეულის მომხიბვლელი ფორმებისა, ულამაზესი თვალებითაც გამოირჩევა. თუ მისი ბავშვობის ფოტოს შევხედავთ, ჩანს, რომ გარეგნობაში ბევრი არაფერი შეუცვლია.

12. ალესანდრა ამბროსიო - Victoria’s Secret-ის შეუცვლელი მოდელი, რომელიც გამოირჩევა ნატურალური და განსხვავებული სილამაზით.

13. მირანდა კერი - როგორც ჩანს, ავსტრალიელი მოდელის გარეგნობაში არაფერი შეცვლილა.

14. ქეით ბექინსეილი - მისი ვიზუალი ხშირად არის განხილვის საგანი და მიიჩნევენ, რომ მისი მომხიბვლელობა არაერთი პლასტიკური ოპერაციის შედეგია, თუმცა თავად მსგავს თავდასხმებს ყურადღებას არ აქცევს და წარმატებულ კარიერას აგრძელებს.

15. ქენდის სვეინპოული - ქენდისის გარეგნობა შესანიშნავი გენეტიკის შედეგია.

16. როსი ჰანთინგტონ-უაითლი - „ვიქტორიას“ კიდევ ერთი ანგელოზი და ჯეისონ სტეტჰემის მომხიბვლელი ცოლი, რომლის სილამაზეც ნამდვილად ნატურალურია.

17. კარლი კლოსი - მოდელი არ იყენებს პლასტიკურ ქირურგიას და წარმატებას ბუნებრივი გარეგნობით აღწევს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია.

18. კირსტენ დანსტი - მის ვიზუალში ბავშვობიდან არაფერი შეცვლილა.

19. კარა დელევინი - ბრიტანელ სუპერმოდელს არ ეშინია ცვლილებების. ის ინდივიუალიზმით გამოირჩევა.

20. დოუთსენ კრუსი - ჰოლანდიელი მოდელის მართლაც ანგელოზის მსგავს სახეს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მისი ბავშვობის ფოტოები კი ამტკიცებენ, რომ სუპერმოდელს გარეგნობაში არაფერი შეუცვლია.

21. ლივ ტაილერი - გოგონა, რომელსაც ნამდვილ ელფს უწოდებენ. ლივი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოებს.

22. სინდი კროუფორდი - ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი.

23. ჯენიფერ ლოპესი - მომღერალი და მსახიობი არ მალავს, რომ ის მომხიბვლელობისთვის, სხეულისა და სახის სილამაზის შესანარჩუნებლად დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა პლასტიკური ოპერაციების შესახებ არასოდეს საუბრობს.

24. ანჯელინა ჯოლი - ანჯელინას გულშემატკივრები და „ჰეითერები“ ყოველთვის პოულობენ არგუმენტებს თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად. ზოგი თვლის, რომ მისი სილამაზე პლასტიკური ოპერაციების შედეგია, ზოგიც კი მიიჩნევს, რომ ენჯი ბუნებრივადაა ასეთი მომხიბვლელი.