1. მერწყული

მერწყულები არ არიან დაპროგრამირებულები ჩავარდნებზე. ისინი პრინციპულად არ მისდევენ უმრავლესობას. აბსოლუტური დამოუკიდებლობა მოტივირებულს ხდით მათ ორიგინალური იდეების შექმნაზე, რომლებთანაც არავის შეუძლია მეტოქეობის გაწევა.

მერწყულებს აზროვნების საკმაოდ გამჭრიახი და არაშაბლონური სტილი აქვთ, ამიტომ, თუ ამ ნიშნის წარმომადგენლების წინაშე რთული ამოცანაა, მას შეუძლია მოაგვაროს ის ყველაზე მოულოდნელი და არასტანდარტული ხერხით. მერწყულების შემართებას აუცილებლად მოაქვს მათთვის წარმატება, და ისინი მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ უნარს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები შეიძლება გახდნენ გამოჩენილი პოლიტიკოსები, მოაზროვნეები და ორატორები.

2. მორიელი

ამ ნიშნის ადამიანებს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ, ვინაიდან მათი გულჩათხრობილი ბუნება მალავს გარე სამყაროსგან მათ ჭეშმარიტ ნიჭსა და უნარს. ისინი ისეთი რაღაცეებით არიან გატაცებულები, რისიც უტყუარად სჯერათ, და თუმცა ხანდახან ირაციონალური გადაწყვეტილებების მიღება სჩვევიათ, მაგრამ დროულად ხვდებიან შეცდომას და სწორ გზას უბრუნდებიან.

მორიელები მომხიბვლელები და ქარიზმატიულები არიან, და ეს ეხმარებათ იყვნენ მაგალითი საკუთარი მეგობრებისთვის. ეს ნიშანი ძალიან გამჭრიახია და იცის საკუთარი ძლიერი მხარეებისა და ნაკლოვანებების შესახებ. გარდა მისა, ყველა მორიელი ამაყია და გააჩნიათ განსაკუთრებული უნარი დამალონ საკუთარი ტკივილი და გრძნობები.

3. ტყუპები

ყველა ტყუპი უმაღლეს დონეზე ფლობს კომუნიკაციურ უნარს: მათგან გამოდიან შეუდარებელი ორატორები და ბრძენი წინასწარმეტყველები. მათ ძირითადად აღიქვამენ როგორც გონებამახვილსა და მხიარულ ადამიანებს, ამიტომ ისინი სასურველები არიან ნებისმიერ საზოგადოებაში და ნებისმიერ წრეში.

ინტელექტის არეში ტყუპებთან დომინირებს ლოგიკა. ისინი სწრაფად სწავლობენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ, და მაშინვე იწყებენ საკუთარი ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში. ტყუპები ძლიერები არიან ნებისმიერ სფეროში: ახალი ენების შესწავლიდან გლობალური პრობლემების გადაჭრამდე.