ფრანგი ქალის კვების 6 წესი - რაშია რეალურად ფრანგული გრაციოზულობის საიდუმლო?
- 04.01.2018
გრაციოზული, ელეგანტური, თხელი და მომხიბვლელი - ეს ფრანგი ქალის მახასიათებლებია. ადამიანები თვლიან რომ ყოველივე ვარჯიშით მიიღწევა, თუმცა ფრანგები ასე არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ფრანგი ქალის მსგავსად გამოიყურებოდეთ, მხოლოდ სპორტდარბაზში სიარული არ კმარა.
ფრანგ ქალებს განსაკუთრებული კვების სტილი აქვთ. ისინი არანაირ საჭმელს არ იკრძალავენ, არც განსაკუთრებულ დიეტას იცავენ, თუმცა, რა თქმა უნდა, უპირატესობას ჯანსაღ პროდუქტს ანიჭებენ.
გთავაზობთ წესებს, რომლითაც ფრანგი ქალები კვების დროს ხელმძღვანელობენ.
1. მისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი - ფრანგი ქალი ირჩევს ხარისხიან და ჯანსაღ პროდუქტს და რაოდენობას ხარისხს ამჯობინებს. შავ შოკოლადზე ფრაგი ქალებიც გიჟდებიან, თუმცა ისინი დიდი ყურადღებით აკვირდებიან მის შემადგენლობას, ინგედიენტებს. ისინი პროდუქტის ყიდვის დროს აუცილებლად ყიდულობენ ახალ და ჯანსაღ პროდუქტს.
2. ფრანგმა ქალმა იცის, რომ კრეტიულობა, შემოქმედებითი უნარი მხოლოდ მსახიობს არ სჭირდება - ისინი ძალიან დიდ კრეატიულობას იჩენენ საჭმლის მომზადების დროს და არ მიჰყვებიან ტრადიციულ რეცეპტებს. მათ შეუძლიათ შექმნან საოცარი კომბინაცია სხვადასხვა ბოსტნეულით.
3. ფრანგი ქალი ნელა მიირთმევს და ლუკმებს შორის პაუზებს აკეთებს - ნელა მირთმევა სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის კარგად მუშაობისთვის, ამასთანავე, ჭამის ასეთი მანერა ქალს უფრო მომხიბვლელს ხდის. ის აძლევს ქალს საშუალებას,რომ სუფრასთან თანამოსაუბრეს უფრო ყურადღებით მოუსმინოს.
4. ფრანგი ქალი არ მიირთმევს არც ძალიან მარილიანს და არც შაქრის მაღალი შემცველობის საკვებს - ის მიირთმევს დაბალანსებულ საჭმელს, ზომიერად მარილით და ზომიერად შაქრით. ფრანგმა ქალმა იცის, თუ რამდენად საზიანოა ორგანიზმისთვის ორივე მათგანი. ასევე, არ მიირთმევს ძალიან ცხარე საჭმელებს.
5. ის მსუბუქად საუზმობს - საუზმეს ფრანგი ქალი იწყებს სახლში მომზადებული ჯემისა და ტოსტის მირთმევით, რომელთან ერთადაც სვამს ფინჯან ყავას, ან შავ ჩაის. მისი ლანჩი კი, როგორც წესი, ომლეტია.
6. როცა მას ძალიან შია, შიმშილის გრძნობის მოსაკლავად ყველაფერს არ ჭამს - ამ შემთხვევაშიც იჩენს წინდახედულებას და მხოლოდ ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს. შიმშილის მოსაკლავად ის კრეკერებსა და ჩიფსებს არ შეჭამს.
თემები: რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები, ქალების არჩევანი, ფრანგი
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია