ბერნარდ ფიტცუოლტერის 2018 წლის ჰოროსკოპის სრული ვერსია -რა გელოდებათ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს
- 05.01.2018
ვერძი
ეს წელი ყველა მხრივ ღირშესანიშნავი იქნება. სამსახურშიც და პირად ცხივრებაშიც ცვლილებები გელით. წელს ორ გზას შორის გახლეჩა მოგიწევთ - ცხოვრების, რომლისკენაც მიისწრაფვით, და იმის, რაც უკან გრჩებათ. საითაც არ უნდა წახვიდეთ, გექნებათ გაუთვალისწინებელი სიძნელეები, მოგიწევთ მეტი დროისა და ძალის დახარჯვა, ვიდრე გეგონათ. იანვარ-თებერვალში (შემდეგ ივლის-აგვისტოში) პირადულშიც მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი. მართალია, თვლით, რომ წინ მიიწევთ, მაგრამ წარსულთან საბოლოო გაწყვეტა ვერ ხერხდება.
კურო
მთავარ სამოძრაო ძალა თქვენთვის დიდი ცვლილებების პლანეტა ურანი გახდება, რომელიც თქვენს ნიშანში მაისის თვეში შევა. თუ აქამდე ვერ ახერხებდით საკუთარი ამბიციების რეალიზებას, შესაძლებლობებისა და დროის პოვნას, უახლოეს წლებში ურანი მოგცემთ ამ შანსს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დაბრკოლებები, რომელიც მას ახლდა, მიგიყვანთ იმ მდგომაროებამდე, რომ რარაცები შეცვალოთ. ფინანსური კუთხით ყველაზე იღბლიანი იქნება მაისი, აი, ივლისსა და დეკემბერში კი ძალიან ფხიზლად უნდა იყოთ.
ტყუპები
წელს თქვენს ჰოროსკოპში თავს იუპიტერი დაიმკვიდრებს, რომელიც შთაგაგონებთ და მხარში ამოგიდგებათ. მოდის ის ძალა, რომელსაც ასე ელოდით, და მისი იმედი შეიძლება გქონდეთ მომდევნო 9 თვის განმავლობაში. პირადული საქმეები ცხოვრების სხვა სფეროების შესაძლებლობების სიუხვის გამო, შესაძლებელია უკანა პლანზე გადაწიოთ. კარიერული კუთხით სერიოზული მოვლენები მოსალოდნელია იანვარსა და დეკემბერში. გარდა ამისა, ივლისი მოგცემთ საშუალებას გააუმჯობესოთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა.
კირჩხიბი
2018 წელი გაგაოცებთ და გაგახარებთ: ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გაგიჩნდებათ არჩევანი და შესაძლებლობა დააწყოთ პრიორიტეტები, გამოყოთ მთავარი სხვა რაღაცებისგან, რომლებმაც შეიძლება დაიცადოს. საქმე ნელ-ნელა ჩადგება ნორმალურ, ყოველდღიურ კალაპოტში და ზაფხულის ბოლოს ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემათ. პირად ცხოვრებაში ეს წელი დილემის წინაშე დაგაყენებთ. ერთის მხრივ, თუ ურთიერთობაში ხართ, შეიძლება მის გასერიოზულებაზე დაფიქრდეთ. თუ ჯერ კიდევ თავისუფალი ხართ, ამ წელს შეუძლია პერსპექტიული მეწყვილე შემოგთავაზოთ.
ლომი
ეს წელი - სწორედ ის არის, რასაც ასე ელოდით! თქვენ შესანიშნავად უმკლავდებით მიმდინარე ამოცანებს - იმდენად, რომ ისინი უკვე აღარ წარმოადგენენ არავითარ სიძნელეს. საჭიროა დაკავდეთ რაიმე ახალით, რაც ასევე წარმატებას მოგიტანთ. ბოლო წლებში, პირად ცხოვრებაში არსებული სიძნელეები ხელს გიშლიდათ ბევრ რამეში. ახლა ყველა დაბრკოლება გაქრება. ფინანსური კუთხით ყველაზე სასიკეთო იქნება თებერვალი, ივლისი და სექტემბერი. ივნისის შუა რიცხვებში გამოიჩინეთ სიფრთხილე, მაგრამ დანარჩენ თვეებში ყველაფერი სტაბილურად გექნებათ.
ქალწული
წლის დასაწყისში წარსულისკენ გახედვა მოგიწევთ. შესაძლებელია, დაბრუნდეთ ძველ სამსახურში ან სახლში - სადაც კარგად გრძნობდით თავს, და იმედი გაქვთ ბედნიერება გეწვევათ. მაგრამ, მალე მიხვდებით, რომ „წარსული“ ისეთი არ ღმოჩნდება, როგორიც ადრე იყო. ერთადერთი გამოსავალი, როგორც ჩანს, მომავალშია. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი ადრე თუ გვიან უკეთესობისკენ მობრუნდება. პირად ფრონტზე წლის მთავარი მოვლენა - ახალი ფიგურის გამოჩენაა. თქვენ არ მოგიწევთ დროის დაკარგვა ძებნაზე - ეს ადამიანი თვითონ გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში: ახალი კოლეგა, მეზობელი, ნაცნობის-ნაცნობი.
სასწორი
ამ წელს ცვლილებები სასიყვარულო სფეროში სხვა სფეროებშიც შეცვლის ბევრ რამეს. იანვარში მიხვდებით, რომ ძველი საქმე მოგბეზრდათ, და უნდა მოძებნოთ რაიმე ხერხი დაამთავროთ. თებერვალში სიხარულით გააბამთ ახალ რომანს, და წლის პირველი ნახევარი ეიფორიაში გადის. ზაფხულთან ერთად დადგება ახალი ეტაპი. სწრაფი ცვლილებების ხანა უკან რჩება, და ცხოვრება უფრო სტაბილურ კალაპოტში გადადის. კარიერა წელს ფეხდაფეხ დასდევს მოვლენებს პირადულ ფრონტზე, თუმცა ახალ თანამდებობაზე, რომელიც ივლისში გელოდებათ, შეიძლება ყველაზე სტაბილური აღმოჩნდეს.
მორიელი
2018 წელი თქვენთვის ათწლეულის საუკეთესო წელი გახდება. იუპიტერი (პირველად 2006 წლიდან) იმყოფება მორიელის ნიშანში და გაგრძელდება ნოემბრამდე. იუპიტერი ითვლება იღბალის განსახიერებად, ამიტომ ხშირად რისკავს. დიახ, თქვენ მზად ხართ, თუ მოგეცემათ შანსი გარისკოთ, მაგრამ ყოველთვის უნდა გქონდეთ მზად სათადარიგო გეგმა. და მაინც, ამ წელს იუპიტერი დაჟინებით მოითხოვს: ნუ გამოიჩენთ სიფრთხილეს, დაიწყეთ ახალი პროექტები, სადაც შეიძლება დიდი მოგება ნახოთ ან ყველაფერი დაკარგოთ. იუპიტერის გავლენა პირად ცხოვრებაშიც იგრძნობა. რომანტიკულ ურთიერთობებში დისტანციას ინარჩუნებთ და ვერ ბედავთ გაგრძელებას. იმოქმედეთ, ეს შანსი არ უნდა დაკარგოთ!
მშვილდოსანი
როგორც იქნა, გათავისუფლდით სატურნის სამწლიანი ბატონობისგან. რას გააკეთებდით ახლა? ამ წლის ბოლოს თქვენი მფარველი პლანეტა იუპიტერი მშვილდოსნის ნიშანში შევა, სადაც 2019 წელს გაჩერდება. ძალიან დიდია ცდუნება უბრალოდ დაელოდო მის მოსვლას. მეორეს მხრივ, შეიძლება დაკავდე მომავლის გეგმების დამუშავებით. ან მოკიდო ხელი საქმეს, რომელიც ძალიან მოგწონდა, მაგრამ დრო არ გქონდა. პირადულში შეიმჩნევა გაურკვევლობა. წლის პირველ ნახევარში სერიოზულად დაფიქრდებით ცვლილებებზე, მაგრამ წლის ბოლოს თქვენს შორის ლტოლვა გაძლიერდება.
თხის რქა
როგორც იქნა, თქვენი მბრძანებელი, სატურნი, პირველად ამ ასწლეულში დაბრუნდა საკუთარ ნიშანში. სწორედ ამას ელოდით! ახლა აღარ დაგჭირდებათ მთელი ძალის ჩადება ისეთ პროექტებში, რომლებიც ბოლო წუთს იცვლებოდა. ახლა აღარ მოგიწევთ იმასთან შეგუება, რომ დამსახურებული ჯილდო ვინმე სხვას ერგება. თქვენს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს! პირად ცხოვრებაშიც ასევე სერიოზული მიღწევები გელოდებათ. ზაფხულში შეიძლება თქვენი სტატუსიც შეიცვალოს, ეს მაშინ თუ აქამდე არ ყოფილხართ ურთიერთობებში. ვინც დაწყვილებულია, იგრძნობენ, როგორ მყარდება მათი კავშირი.
მერწყული
ყველაზე დიდი ცვლილებებითქვენთვის მზისა და მთვარის დაბნელებებს მოაქვთ, რომლებიც წელს თქვენი ნიშნის სასიყვარულო ასპექტს ემთხვევა. დაბნელებები გიხსნიან ახალ შესაძლებლობებს, ხანდახან კი სწორი მიმართულებებისკენ გიბიძგებენ. მიდგომებისა და შეხედულებების ცვლილებებთან ერთად, შეიცვლება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობებიც. ხშირად ეს პროცესი მსუბუქად და უმტკივნეულოდ გაივლის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც. ფინანსური კუთხით ეს წელი ღირშესანიშნავია განსაკუთრებით თუ ხარჯვა გიყვართ.
თევზები
უახლოესი ორი წელი თქვენთვის ყველაზე იღბლიანი იქნება. წინა წლების წარუმატებლობების მიზეზი თქვენს ნიშანში სატურნის არსებობა წარმოადგენდა. მაგრამ წელს სატურნი გტოვებთ, და აღარ ეფარება თქვენს წინაშე გახსნილ პერსპექტივებს. პირად ცხოვრებაშიც მოსალოდნელია საგრძნობი გამოცოცხლება. ზაფხულში სასიყვარულო სექტორში მოხდება მზის დაბნელება, რაც ახალი რომანის დასაწყისია. ფინანსური კუთხით ყველაზე მიმზიდველი იქნება მარტი, მაგრამ ზაფხულშიც გელოდებათ პრემია, თუმცა მისთვის ცოტა ბრძოლა მოგიწევთ.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="https://www.elle.ru">https://www.elle.ru</a>