LIFE

ადამიანების 8 კატეგორია, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ

ადამიანების 8 კატეგორია, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ

ახალი წელი ადამიანებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს ბევრი მიმართულებით. ჩვენ განსხვავებულად ვუყურებთ ცხოვრებას, ბევრ რამეს გადავაფასებთ ხოლმე. ახალი წელი ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავუშვათ ნეგატიური ადამიანები, რომლებიც ცუდისკენ გვექაჩებიან და წარუმატებლობისკენ გვიბიძგებენ.

არ აქვს მნიშვნელობა ავინ არიან ისინი - თანამშრომლები, მეგობრები, თუ ოჯახის წევრები, დააწესეთ საზღვრები მათთან, ვინც ცუდ გავლენას ახდენს თქვენზე და თქვენს ცხოვრებაზე, ან საერთოდ გაწყვიტეთ კავშირი. ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მაგრამ თუ გსურთ, რომ ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება გქონდეთ, აუცილებლად ასე უნდა მოიქცეთ.

გთავაზობთ ადაიანების 8 ტიპს, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ.

1. ადამიანი, რომელიც ნეგატივით გავსებთ - დავუშვათ წარმატებას მიაღწიერთ, რაიმე გიხარიათ, ის მაინც ნეგატივით გავსებთ, უარყოფითად გაფასებთ, თქვენს არც ერთ ნაბიჯს არ იწონებს, მუდამ გაკრიტიკებთ, ამით კი, განწყობას გიფუჭებთ, ცხოვრების ხალისს გიკარგავთ. სჯობს, ასეთი ადამიანებისგან შორს დაიჭიროთ თავი. 

ადამიანების 8 კატეგორია, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ

2. ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ართულებენ - ეს ადამიანები ცდილობენ ისე მოიქცენენ, რომ საკუთარ თავში დაეჭვდეთ, თქვენს გადაწყვეტილებებში ეჭვი შეგეპაროთ. მათი ქმედებების გამო წარმოიდგენთ, რომ გადაუჭრელი პრობლემების წინაშე დგახართ.

ადამიანების 8 კატეგორია, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ

3. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თქვენს გამოყენებაზე ფიქრობენ - ის ცდილობს გამოგიყენოთ, გამოიყენოს თქვენი ენერგია, რესურსები საკუთარი თავისთვის. ხოლო მისგან არაფერს იღებთ. შესაძლოა თვლით, რომ სანაცვლოდ არაფერი გჭირდებათ, მაგრამ გვერწმუნეთ, ადამიანი, რომელიც მხოლოდ თქვენს გამოყენებაზე ფიქრობს, დამღუპველად მოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე. ისინი ხშირად თავიანთი შარმით, ან თბილი სიტყვებით იგებენ თქვენს გულს, მაგრამ ცხოვრებაში მხოლოდ სიტყვები საკმარისი არაა.

ადამიანების 8 კატეგორია, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ

4. უმოქმედო, უფუნქციო ოჯახის წევრები - თუ თქვენი საყვარელი ადამიანი აბსოლუტურად უმოქმედოა და მხოლოდ თქვენგან მოელის ყველაფერს, მხარს არაფერში გიჭერთ, მაგრამ ამავდროულად, თქვენზეა მოჯაჭვული და ნაბიჯს ვერ დგამს თქვენ გარეშე, სჯობს დაფიქრდეთ ამ ურთიერთობაზე.

მარტივად რომ ვთქვათ, ის გიყენებთ, თქვენით ცხოვრობს, თავად არაფრის გაკეთება არ სურს, სრულიად უფუნქციოა. ფსიქოთერაპევტი ტინა ტესინა გირჩევთ, რომ მისი ამგვარი ქმედებების გამართლებას, სჯობს გადახედოთ ამ ურთიერთობას. დაფიქრდით, რამდენ ფულს აძლევთ მას, რამდენ ენერგიას ხარჯავთ მის გამო. ნუ შეგაწუხებთ დანაშაულის გრძნობა. საკუთარ თავზე და საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრეთ. ასეთი პარტნიორი თქვენს ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ ართულებს.

ადამიანების 8 კატეგორია, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ

5. მეგობარი, რომელიც ცხოვრებას გირთულებთ - ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მეგობრობა ცხოვრების ბოლომდე გასტანს, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში არიან ისეთი მეგობრები, რომლებიც შეიცვალნენ, აღარ არიან ისეთები, როგორებიც ადრე იყვნენ, მათი ქმედებები ცხოვრებას გვირთულებს, თუმცა ჩვენ გვეძნელება მათი გაშვება. მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი და დაბალანსებული და თუ ასე არაა, სჯობს ასეთ მეგობრობაზე უარი თქვათ.

ადამიანების 8 კატეგორია, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ

6. ადამიანი, რომელიც ხშირად გახსენებთ სულ მცირე საქმესაც კი, რომელსაც ის თქვენთვის აკეთებს - ის ცდილობს ქულები დაიწეროს. სიკეთეს მხოლოდ იმიტომ გიკეთებთ, რომ თქვენგან გაცილებით მეტს ელის და თავის გაკეთებულ საქმეს ხშირად გახსენებთ.

ადამიანების 8 კატეგორია, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ

7. კრიტიკოსი - არც ერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი და კრიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მივიღოთ, როცა ის ჯანსაღია. არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად გვაკრიტიკებენ მაშინაც კი, როცა ამის მიზეზი არ აქვთ. უარი თქვით მათთან ურთიერთობაზე.

ადამიანების 8 კატეგორია, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ

8. „შხამიანი“ პარტნიორი - სასიყვარულო ურთიერთობის დასრულება მარტივი არ არის, მაგრამ იმ ადამიანის თავიდან მოშორება, რომელიც ცხოვრებას გიწამლავთ, ერთადერთი სწორი და ჯანსაღი გადაწყვეტილებაა. მომწამვლელ ურთიერთიორთობაში იგულისხმება ურთიერთობა, სადაც ძალადობაა, თქვენი საყვარელი ადამიანი ალკოჰოლზეა დამოკიდებული, ან მოიხმარს ნარკოტიკებს, გატყუებთ, გღალატობთ, შემდეგ ბოდიშებს იხდის, გპირდებათ, რომ გამოსწორდება, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში არაფერს ცვლის. რატომ უნდა გაირთულოთ ცხოვრება?! სჯობს დაასრულოთ ყველაფერი და მშვიდად იცხოვროთ.

ადამიანების 8 კატეგორია, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა გაეკაროთ



<a href="https://www.huffingtonpost.com">https://www.huffingtonpost.com</a>