სტილი

Nyden - ახალი ბრენდი H&M-სგან

Nyden - ახალი ბრენდი H&M-სგან

შვედური კომპანია H&M წარმოგიდგენთ ახალ ბრენდს, რომლის სახელიც იქნება Nyden.

სიტყვა Nyden ორი შვედური სიტყვის კომბინაციაა, რომელთა მნიშვნელობაც ასეთია: „ახალი“ და „ის“. 

ბრენდი ორიენტირებული იქნება 90-იანი წლების თაობისთვის სამოსის შექმნაზე.

Nyden-ს ოსკარ ოლსონი უხელმძღვანელებს. ოლსონი H&M-ში 2013 წლიდან მუშაობს და ინოვაციურ მიდგომებს იყენებს. მისი გუნდი გაყიდვების გასაზრდელად იყენებს სოციოლოგიას და ბაზრის კვლევას. გუნდი იკვლევს იმას, თუ რას ყიდულობენ ადამიანები მთელი წლის განმავლობაში, შესაბამისად Nyden-ი სწორედ ამ კვლევებზე დაყრდნობით შექმნის პროდუქტს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრენდი ორიენტირებული იქნება შექმნას 90-იანი წლების თაობის ადამიანებისთვის სამოსი.

ოსკარ ოლსონი ამბობს, რომ Nyden-ი არ მიჰყვება ტრენდებს და არ ცნობს ტრადიციულ ე.წ. მოდის კალენდარს. პროდუქტი თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობით გამოვა, ხოლო სამოსის ფასი დამოკიდებული იქნება თავად პროდუქტზე.

BO-1 Instagram Post



<a href="http://www.elleuk.com">http://www.elleuk.com</a>