LIFE

რა მოხდება თუ კაცები მიიღებენ კონტრაცეპტივს?

რა მოხდება თუ კაცები მიიღებენ კონტრაცეპტივს?

ედინბურგის უნივერსიტეტში მამაკაცებისთვის განკუთვნილი კონტრაცეპტივები გამოცადეს, თუმცა ინოვაციური კვლევა დროზე ადრე შეწყდა, რადგანაც ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცებმა, „ხასიათის აშლილობის“, აკნესა და სხვა მიზეზების გამო, კონტრაცეპტივების მიღება შეწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ, როგორც წესი, ყველა ეს სიმპტომი ქალის მენსტრუალური ციკლის თანამდევი მოვლენაა. 

უშუალოდ კონტრაცეპციის კუთხით, შემთხვევების 96%-ში, კვლევამ დადებითი შედეგები გამოავლინა, თუმცა მამაკაცები ნეგატიურ გვერდით მოვლენებს უჩიოდნენ. კვლევის პრინციპი ასეთი იყო: მონაწილეებს კვირაში ერთხელ პროესტროგენისა და სინთეტიკური ტესტოსტერონის შემცველი პრეპარატის ინექციები უკეთდებოდათ, რაც სპერმის ჩახშობას უზრუნველყოფდა.

რა მოხდება თუ კაცები მიიღებენ კონტრაცეპტივს?

კვლევაში მონაწილე 20 მამაკაციდან მხოლოდ 6-მა შეწყვიტა მონაწილეობა ხასიათის გაუარესების გამო, დანარჩენები კი შემდეგ პრობლემებს უჩიოდნენ: აკნეს, პირველი ინექციის დროს პანიკას ან ტკივილს, გახშირებულ გულისცემას, მომატებულ სისხლის წნევასა და ერექციულ დისფუნქციას; 20-დან 8 მამაკაცმა კი კვლევა ერთზე მეტი გვერდითი მოვლენის გამო დატოვა – მათ შორის ერთი ყველა შემთხვევაში ხასიათის გაუარესება იყო.

საბოლოო ჯამში, 56 კვირის განმავლობაში 266 მამაკაცი გამოიკვლიეს და ამ პერიოდში პარტნიორის ორსულობა მხოლოდ 4 შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც, მკვლევარების აზრით, საკმაოდ ეფექტური შედეგი იყო. კვლევის თანაავტორმა, პროფესორმა ფესტინმა განაცხადა, რომ შედეგებით კმაყოფილია და სრულიად შესაძლებელია, ქალი არასასურველი ორსულობისგან პარტნიორმა მამაკაცმაც დაიცვას. „ჩვენმა კვლევამ დაადასტურა, რომ სხვადასხვა დროს ჩატარებული მცირემასშტაბიანი მცდელობები მართლაც ეფექტური აღმოჩნდა“.

რა მოხდება თუ კაცები მიიღებენ კონტრაცეპტივს?

 მოკლედ, 20 გამონაკლისის გარდა, კვლევის მონაწილე ყველა მამაკაცმა, რაც გამოკვლეულთა საერთო რაოდენობის 75%-ია, განაცხადა, რომ ამ კონტრაცეპტივის მიღებას კვლევის დასრულების შემდეგაც სიამოვნებით გააგრძელებდა. თუმცა, ქალების სიხარული ნაადრევია: მკვლევარები აცხადებენ, რომ დამატებითი შესწავლა სჭირდებათ, სანამ პრეპარატს ოფიციალურად დაარეგისტრირებენ და მომხმარებლამდე მიიტანენ. პროფესორ ფესტინის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინექციები შედეგიანი აღმოჩნდა, პრეპარატში შემავალი ჰორმონების კომბინაცია დამატებით გამოკვლევას მოითხოვს, „ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას შორის არსებული ბალანსი“ რომ დაიცვან.



წყარო:&nbsp;<a href="http://people.com/bodies/male-birth-control-study-ends-mood-swings/?xid=socialflow_facebook_peoplemag">www.people.com</a>