რა ხიბლავს ქალში მამაკაცს ყველაზე მეტად? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩაატარეს კვლევა და შესაბამისი კითხვით მამაკაცებს მიმართეს. გთავაზობთ მათთვის ქალის ყველაზე მომხიბვლელ მახასიათებლებს, რომლებიც 26 მამაკაცის პასუხს ეყრდნობა.

1. მამაკაცი იხიბლება, როცა ხედავს, რომ ქალი მისით დაინტერესებულია - როცა ქალს აინტერესებს მისი ცხოვრება, მისი მოსაზრებები და შეხედულებები.

2. როცა ქალს აქვს შესანიშნავი ოჯახი - როგორც აღმოჩნდა, კაცისთვის მნიშვნელოვანია ქალის ოჯახი. ის, თუ როგორი ძმა, და და მშობლები ჰყავს მას.

3. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელიც ამჩნევს მცირე დეტალებსაც კი.

4. ქალით, რომლის გვერდითაც თავს ნებისმიერ დროს კარგად გრძნობს.

5. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელიც სხვების მიმართ კეთილგანწყობილია.

6. იხიბლება ქალით, რომელმაც იცის როგორ უნდა წავიდეს კომპრომისზე.

7. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელიც იღებს მას ისეთს, როგორიც არის და არ ცდილობს მის შეცვლას.

8. ის იხიბლება ქალით, რომელმაც იცის როგორ დაუდგეს გვერდით, როგორ გაუწიოს დახმარება.

9. მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც მას ხშირად ეხება.

10. ქალი, რომელიც დაინტერესებულია, რომ უფრო მეტი ისწავლოს, განვითარდეს.

11. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელმაც იცის რა სურს ცხოვრებაში.

12. ქალით, რომელმაც იცის თავისი უარყოფითი მხარეები.

13. ქალით, რომელსაც შეუძლია ის გააცინოს.

14. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელსაც შეუძლია დაინახოს და აღიაროს საკუთარი შეცდომა.

15. მამაკაცებს მოსწონთ კეთილი ქალები.

16. მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც არ ართულებს ურთიერთობას.

17. ის იხიბლება ქალით, რომელსაც შეუძლია მკაფიოდ და ნათლად თქვას საკუთარი სურვილების შესახებ და არ ელოდება, როდის მიუხვდებიან მას იმას, რაც გულში გაივლო.

18. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელიც მიირთმევს გემრიელად და არ ითვლის კალორიებს.

19. ქალით, რომელსაც შეუძლია, ის ბედნიერად აქციოს.

20. ქალით, რომელიც მის გვერდით არაფრის კეთების დროსაც კი, თავს კომფორტულად გრძნობს.

21. ქალით, რომლისგანაც მოდის სექსის ინიციატივა.

22. მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც მას ცხოვრებას უმარტივებს.

23. ქალი, რომელიც მის გარშემო ტრიალებს და ხელს უწყობს წარმატების მიღწევაში.

24. მამაკაცი იხიბლება სტაბილური და გაწონასწორებული ქალით.

25. ქალით, რომელიც მის ცხოვრებას უკეთესს ხდის.

26. ქალით, რომელზეც თვლის, რომ მისი ზურგი იქნება და საყრდენი იქნება.