8 ძველი ნივთი ოჯახიდან, რომლებიც დღეს ძალიან ძვირი ღირს - დაიწყეთ სახლში განძის ძიება
- 08.01.2018
ადამიანს ხშირად ეჭვიც კი არ აქვს, რომ ძველ უსარგებლო ნივთებს შორის შეიძლება ისეთ რამეს ინახავდეს, რაც ძალიან ბევრ ფულს აშოვნინებს. გარდა ამისა, აზრზე არ არიან, სად წაიღონ ეს ყველაფერი.
ამერიკელი მეცნიერი და ანტიკვარიატის ექსპერტი ლორი ვერდერამი, რომელსაც საკუთარი შოუც კი აქვს ცნობილ ტელეარხზე History Chanel, განმარტავს რას აქვს დღეს მაღალი ფასი ძველი ნივთებიდან და რა მოუხერხოთ მათ. მაგალითად, ის გვირჩევს მოვძებნოთ სახლში ეს ნივთები და ვცადოთ მათი გაყიდვა პოპულარულ ინტერნეტ-აუქციონზე eBay. შედეგმა შეიძლება ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბოს. ასე რომ დაიწყეთ სახლში განძის ძიება.
1. ბროლი
ბოჰემური, ფრანგული - რომელიც გინდათ. ის, რაც ბევრ ჩვენთაგანს საბჭოური ეპოქის დავიწყებურ ფუფუნებად ეჩვენებათ, დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება დასავლეთ ევროპაში.
2. ჭურჭელი Pyrex-ის ძველი კოლექციები
ცეცხლგამძლე შუშის ჭურჭელი Pyrex-ი გამაოგნებელი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე მოდის მიმდევარეებისა და სასოწარკვეთილ დიასახლისებში. მაგრამ ნამდვილი ჰიპსტერებისთვისა და კულინარიის მოყვარულებისთვის უფრო დიდ ფასეულობას წარმოადგენს 20 და მეტი ხნის დაძველებული ქვაბები.
3. სუნამოს ძველი ფლაკონები
იდეალური იქნება ბროლის, გახეხილი თავსახურით. სწორედ ასეთებს ეძებენ აუქციონზე კოლექციონერები და ინტერიერის დიზაინერები.
4. ნაძვის ხის სათამაშოები
არ დაიჯერებთ, მაგრამ ნაძვის ხის ძველი სათამაშოები, საბჭოური ეპოქისაც კი - უბრალოდ ბედნიერებაა კოლექციონერებისთვის. დასანანია, რომ ადვილად მტვრევადობის გამო ცოტა ვინმეს თუ შემორჩა ისინი.
5. ორცხობილას ფორმები
რაც უფრო ძველია - მით უკეთესი. გარდა ამისა, თუ ისინი დაკავშირებულია რომელიმე დღესასწაულთან ან ისტორიულ მოვლენასთან - მაშინ მთლად განძეულობა გაქვთ სახლში.
6. დაწნული ავეჯი
მყიდველისთვის გაგზავნა რთული იქნება, მაგრამ ეს ამად ღირს.
7. ლითოგრაფია
დასავლეთში მე-20 საუკუნის დასაწყისის პოპულარული სურათები და ფართოდ ხელმისაწვდომი სერიიდან Currier and Ives ჯერ კიდევ კიდია უამრავი სახლის კედლებზე. აუქციონებზე კი მათი ღირებულება 100 000 დოლარს აღწევს.
8. კერამიკული ფიგურები
სირთულე იმაშია, რომ მათი ჭეშმარიტი ღირებულება შეიძლება მხოლოდ პროფესიონალებმა შეაფასონ. მაგრამ თუ გერგოთ ბედნიერება და შემოინახეთ იშვიათი ფიგურა, მასში სოლიდურ თანხას მიიღებთ.
თემები: ნივთები, რჩევები, საბჭოთა კავშირი.
<a href="http://www.novate.ru">http://www.novate.ru</a>