1. სტევია
აბსოლუტური ლიდერია დაბალი კალორიულობის მხრივ. სტევია შაქარზე 25-ჯერ უფრო ტკბილია, ამიტომ ის მცირე რაოდენობით უნდა დაამატოთ. სად დაამატოთ? - ყველგან ჩვეულებრივი შაქრის მაგივრად. მისი შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ, სადაც დიაბეტური პროდუქტები იყიდება.
2. თუთის სიროფი
სამკურნალო თვისებების გამო აღმოსავლეთში თუთას „კენკრის მეფეს“ უწოდებენ. სიროფი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და დესერტს უჩვეულო გემოს ანიჭებს. მისი დამატება სასურველია სასმელებსა და დესერტებში. შეძენა შეგიძლიათ ჯანსაღი კვების მაღაზიებში, ასევე ინტერნეტ-მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში.
3. ფინიკი
ფინიკი არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ კარგად ანაყრებს. თურმე ის ასევე შეიძლება გამოიყენოთ შაქრის მაგივრად. რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩაიში ვერ დაამატებთ, მაგრამ თავისუფლად შეიძლება გამოიყენოთ ნუგბარის მაგივრად. ან შეიძინოთ ფინიკის სიროფი და დაამატოთ ნებისმიერ დესერტში. მისი შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ.
4. სახამელიანი ბადაგი
სქელი და ტკბილი სახამელიანი ბადაგი მდიდარია მინერალებით და B-ჯგუფის ვიტამინებით. გემოთი ძალიან ჰგავს შაქარს. ის ყველაზე ძალიან უხდება დესერტებს. მისი შეძენა საკონდიტრო მაღაზიებსა და ინტერნეტ-მაღაზიებშია შესაძლებელი.
5. აგავას სიროფი
აგავას სიროფი, მართალია კალორიულია, მაგრამ შაქარზე ბევრად უფრო ტკბილია. და, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა მასში შემავალი კალციუმის, კალიუმისა და რკინის გამო. მისი დამატება შეგიძლიათ სასმელებსა და კოქტეილებში. ის ისეთი სქელი არ არის, როგორც თაფლი, და მშვენივრად იხსნება წყალში. შეიძინეთ ჯანსაღი კვების მაღაზიებში, ინტერნეტ-მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში.
6. ქოქოსის შაქარი
ქოქოსის, ან პალმის შაქარი, მაღალი კალორიულობის მიუხედავად, ძალიან სასარგებლოა და ორგანიზმი მას უკეთ ითვისებს. გარდა ამისა, ის ძალიან გემრიელია. დაამატეთ ყველგან ჩვეულებრივი შაქრის ნაცვლად. შეძენა ჯანსაღი კვების მაღაზიებში, ინტერნეტ-მაღაზიებსა, სუპერმარკეტებში შეგიძლიათ.
თემები: სწორი კვება, შაქარი, წყალი, კვება, დილა
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია