კურორტი გუდაური ყოველწლიურად უფრო მიმზიდველი ხდება, როგორც ადგილობრივი დამსვენებლისთვის, ასევე ტურისტებისთვის, ინტერესი იზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესის, თხილამურებზე სრიალის და შვებულების ან შაბათ-კვირის მთაში დასვენების მიმართ, ხოლო სამთო-სათხილამურო სამოსი და აქსესუარები უკვე დიდი ხანია ცალკე ხაზად ჩამოყალიბდა.

დასვენების გარდა კურორტებზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გასართობი ღონისძიებები. ახალი, საშობაო ტრენდის დამკვიდრება ამჯერად დეველოპერულმა კომპანია “რედ-კომ” დაიწყო: 6 იანვარს უფასო, გრანდიოზული წინასაშობაო ღონისძიება გამართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ნინო ქათამაძემ და ჯგუფმა „ინსაით“, „კახაბერი და ხანუმები“. კონცერტის დაფინანსება კომპანია „რედ-კომ“ მთლიანად თავის თავზე აიღო და გუდაურის დამსვენებელს შესაძლებლობა მიეცა, სრულიად უფასოდ დასწრებოდა შესანიშნავ კონცერტს შობის ღამეს. ღონისძიება ერთგვარი პრეზენტაცია იყო იმ 5-წლიანი შრომის შედეგების, რომელიც „რედ-კომ“ გასწია და ახალი გუდაური მულტიფუნქციურ სივრცედ აქცია, სადაც საცხოვრებლად იდეალური პირობებია შექმნილი. „რედ-კოს“ კომპლექსში უკვე დაგხვდებათ საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი - New Gudauri Suites, სამორინე Gudauri Casino, სპა კომპლექსი - ღია და დახურული საცურაო აუზებით, მასაჟის ოთახი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორნები - „მითლოუფი“ და „საფერავი“, ბარი და საბილიარდო - ICE BAR, პაბი - INSIDERS, მყუდრო დადახვეწილი ლაუნჯ ბარი - Cherry Pick და რაც ყველაზე საინტერესოა მაღაზია BESPLENDID - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის BOGNER-ის ახალი ზამთრის კოლექციით, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა და საქართველოში ერთადერთი ფილიალია.

„რედ-კო“ გუდაურში კიდევ არაერთ აქტივობას გეგმავს, გეგმავს იმისთვის, რომ გუდაური თანაბრად მიმზიდველი იყოს ყველა სეზონზე.