ასაკის მატება და კანის დაბერება შეუქცევადი პროცესია, მაგრამ თავს თუ სწორად მოუვლით და სწორ ჩვევებს გამოიმუშავებთ, ეს პროცესი შეფერხდება, ხოლო ცუდი ჩვევებით კიდევ უფრო მეტად შეუწყობთ ხელს კანის სწრაფად დაბერებას.
გთავაზობთ 4 მთავარ ცუდ ჩვევას, რომლებიც დაბერების პროცესს ხელს უწყობენ:
1. სახით ძილი - თუ ძილის დროს სახით ბალიშს ედებით, ეს ძალიან ცუდი ჩვევაა განმარტავს დერმატოლოგი პურვიშა პატელი. მთელი სიმძიმე ამ დროს თქვენს სახეზე გადადის. ეს იწვევს თვალების შეშუპებას, კანი კარგავს კოლაგენს და ადვილად წარმოიქმნება ნაოჭები. იმისთვის, რომ დაბერების პროცესი არ დაჩქარდეს, დერმატოლოგის რჩევით სჯობს, ასეთ პოზაში ძილს გადაეჩვიოთ.
2. არ იბანთ სახეს - ეს არ არის იშვიათი. ქალები ხშირად ღამით სახეს არ იბანენ და მაკიაჟით იძინებენ, მეგრამ რეალურად ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ. დაძინებამდე სახის დაბანა აუცილებელია. ამით იშორებთ სახიდან მაკიაჟს და ჭუჭყს, რომელიც სახეზე მთელი დღის განმავლობაში გროვდება.
3. იყენებთ ძალიან ბევრ კანის მოვლის საშუალებებს - თუ ძალიან დიდი რაოდენობით სხვადასხვაგვარ კანის მოვლის საშუალებებს იყენებთ და არ ხართ დარწმუნებული თუ რომელი საშუალებაა თქვენი კანისთვის უკეთესი, ასეთი ქმედება დიდი ალბათობით საზიანო იქნება კანისთვის. კონკრეტული კანისთვის ყველანაირი პროდუქტის გამოყენება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მოძებნეთ თქვენი კანის შესაბამისი მოვლის საშუალება და მხოლოდ ის გამოიყენეთ.
4. არ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს - ჰიდრატაცია უმნიშვნელოვანესია კანის დაბერების პროცესის შესაფერხებლად. თუ ორგანიზმში არასაკმარისი წყალია, ამ შემთხვევაში, დაბერების პროცესი სწრაფდება. მარტივად ჩნდება ნაოჭები, ხოლო წყალი ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ის უფრო რბილი, ელასტიური ხდება და ნაოჭები მარტივად არ წარმოიქმნება.
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, ქალები, რჩევები, ლამაზი კანი, ნაოჭები
<a href="https://www.womenshealthmag.com">https://www.womenshealthmag.com</a>