LIFE

5 უჩვეულო ექსპერიმენტი საკუთარ ცხოვრებაზე, რომლის შესახებ ინტერნეტით გავიგეთ

5 უჩვეულო ექსპერიმენტი საკუთარ ცხოვრებაზე, რომლის შესახებ ინტერნეტით გავიგეთ

1. გოგონა 3 წელი დადიოდა სამსახურში ერთი და იგივე ტანსაცმელით

5 უჩვეულო ექსპერიმენტი საკუთარ ცხოვრებაზე, რომლის შესახებ ინტერნეტით გავიგეთ

ექსპერიმენტის არსი: ერთხელ, კარადასთან გაუთავებელი ფიქრით დაღლილი მატილდა კალმა, ბლუზებისა და შარვლების რამდენიმე კომპლექტი იყიდა. მომდევნო 3 წელი სამსახურში მხოლოდ ამ „უნიფორმით“ დადიოდა.

შედეგი: მკვეთრი ფერის სამოსი მატილდამ უქმე დღეებისთვის შემოინახა. ექსპერიმენტმა მისცა საშუალება შეემცირებინა ყოველდღიური სამზადისის დრო, მან ხომ ყოველთვის იცის, რა ჩაიცვას.

2. ახალგაზრდა მამაკაცი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ კარტოფილით იკვებებოდა

5 უჩვეულო ექსპერიმენტი საკუთარ ცხოვრებაზე, რომლის შესახებ ინტერნეტით გავიგეთ

ექსპერიმენტის არსი: ენდრიუ ტეილორი მთელი წელი იკვებებოდა მხოლოდ კარტოფილით.

შედეგი: ენდრიუმ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რა მოუვა ადამიანის სხეულს, თუ ის მხოლოდ კარტოფილით იკვებება. შეხედეთ, ამ მამაკაცმა შეძლო 53 კგ-ის დაკლება და მშვენივრად გამოიყურება! მაგრამ ეს ექსტრემალური დიეტა ყველას არ უხდება.

3. ბავშვობა გაჯეტების გარეშე

5 უჩვეულო ექსპერიმენტი საკუთარ ცხოვრებაზე, რომლის შესახებ ინტერნეტით გავიგეთ

ექსპერიმენტის არსი: მრავალშვილიანი დედა და ფოტოგრაფი ნიკი ბუნი ახალ ზელანდიაში ფერმაში ცხოვრობს. მან გადაწყვიტა, რომ ოთხი შვილი ტელევიზორისა და გაჯეტების გარეშე, ბუნებასთან ჰარმონიაში გაეზარდა. ოჯახი უკვე 7 წელია ამ კონცეფციას მისდევს.

შედეგი: ნიკის ოჯახი საკუთარ გამოცდილებაზე დარწმუნდა, რომ ბედნიერებისთვის ბავშვებს სჭირდებათ არა გაჯეტები, არამედ სიყვარული და ცოტა თავისუფლება. ისინი მშვენივრად იზრდებიან პლანშეტებისა და სმარტფონების გარეშე.

4. 20 წელი ფულის გარეშე

5 უჩვეულო ექსპერიმენტი საკუთარ ცხოვრებაზე, რომლის შესახებ ინტერნეტით გავიგეთ

ექსპერიმენტის არსი: ჰაიდემარი შვერმერმა უარი თქვა ნაქირავებ ბინაზე, გააჩუქა თითქმის ყველა თავისი ნივთი და დაიწყო დიდი ექსპერიმენტი - ეცხოვრა ერთი წელი ფულის გარეშე. საკვების და ღამის გასათევის სანაცვლოდ ის ადამიანებს ოჯახის საქმის კეთებაში ეხმარებოდა. დადიოდა ფეხით, ნივთებიდან კი მას მხოლოდ ერთი ჩემოდანი დარჩა ყველაზე საჭირო ნივთებით.

შედეგი: ჰაიდემარიმ იცხოვრა ფულის გარეშე 20 წელი. საკუთარი ცხოვრებით მან დაამტკიცა, რომ ფული მთავარი რამ არ არის ცხოვრებაში.

5. ერთი წელი ინტერნეტის გარეშე

5 უჩვეულო ექსპერიმენტი საკუთარ ცხოვრებაზე, რომლის შესახებ ინტერნეტით გავიგეთ

ექსპერიმენტის არსი: ჟურნალისტმა პოლ მილერმა უარი თქვა სოციალურ ქსელებზე, მობილურ ნივთებსა და ელექტრონულ ფოსტაზეც. ის 12 წლიდან იყო ინტერნეტის მომხმარებელი და გადაწყვიტა გაეგო, როგორია ცხოვრება ბრაუზერის მიღმა.

შედეგი: მან დაიწყო საკუთარი რომანის წერა, დაიკლო 5 კგ და ისწავლა უკეთესად კონცენტრირება. ექსპერიმენტის დამთავრების შემდეგ პოლმა დაიწყო ინტერნეტის უფრო შეგნებული მოხმარება. სოციალური ქსელი ხომ - მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც ჭკუით უნდა მართო.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>