ჯანმრთელობა

თუ შავი ყავა გიყვართ, ფსიქოპათიისა და სადიზმისკენ გაქვთ მიდრეკილება - ახალი კვლევის შედეგი

თუ შავი ყავა გიყვართ, ფსიქოპათიისა და სადიზმისკენ გაქვთ მიდრეკილება - ახალი კვლევის შედეგი

გიყვართ თუ არა ყავა და როგორი ყავა გიყვართ, ეს თქვენი პირადი არჩევანი და გემოვნების საკითხია. თუ უპირატესობას შავ ყავას ანიჭებთ, ახალი კვლევის თანახმად, ფსიქოპათიური მიდრეკილებები გაქვთ.

კვლევა ავსტრიაში, ინსბრუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ საჭმელი, ან სასმელი მძაფრი და მომწარო გემოთი, აქვთ ფსიქოპათიური მიდრეკილებები და ასევე, მიდრეკილები არიან სადიზმისკენ.

კვლევაში ჩართული იყო 953 ადამიანი და მისი შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Appetite.

თუ შავი ყავა გიყვართ, ფსიქოპათიისა და სადიზმისკენ გაქვთ მიდრეკილება - ახალი კვლევის შედეგი

მკვლევარებმა, კრისტინა საჯიოღლუმ და ტობიას გრეითმეიერმა დეტალურად შეისწავლეს კვლევაში ჩართული ადამიანების საყვარელი საჭმელები და არომატები, ასევე შეისწავლეს მათი პერსონალური მახასიათებლები - იყვნენ თუ არა ნარცისიზმისკენ მიდრეკილები, ფსიქოპათიისკენ და ასევე მაკიაველიანიზმისკენ. შეისწავლეს პიროვნული ფაქტორები - ექსტრავერტულობა, დათანხმების უნარი, ფაქტების მიღების უნარი, გახსნილობა, კეთილსინდისიერება, ნევროზული მდგომარეობა.

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ურჩევნიათ მომწარო გემოს სასმელი, ან საჭმელი მაგ: შავი ყავა, ლუდი, ბოლოკი, ნიახური არიან ღვარძლიანები და აქვთ ფსიქოპათიური მიდრეკილებები. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანები სიამოვნებას იღებენ ყოველდღიურად სხვისი ტკივილის ყურებით.

მეორე მხრივ, კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ტკბილი და სასიამოვნო არომატის საჭმელები არიან უფრო კეთილები, სასიამოვნო პიროვნული თვისებებით და მათთვის უფრო მარტივია ადამიანებთან ურთიერთობა, კავშირების დამყარება, არ ახასიათებთ შური.

თუ შავი ყავა გიყვართ, ფსიქოპათიისა და სადიზმისკენ გაქვთ მიდრეკილება - ახალი კვლევის შედეგი

მიუხედავად კვლევის შედეგისა, უნდა ვთქვათ, რომ დილით შავი ყავის მირთმევა შაქრისა და რძის გარეშე მსოფლიოში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შავი ყავა ადამიანისთვის სასარგებლოა. ის აუმჯობესებს მეხსიერებას, ტვინს ეხმარება უკეთ მუშაობაში და გმატებთ ენერგიას. ასევე სასარგებლოა ღვიძლისთვის და წონაში დაკლების კუთხით, ამცირებს სიმსივნისა და დიაბეტის რისკს.



<a href="https://ia.meaww.com">https://ia.meaww.com</a>