LIFE

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

ბედნიერება ადამიანების ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმით მოდის. დედამიწაზე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და კითხვაზე, რა არის ბედნიერება, ერთ და ნათელ პასუხს ვერასოდეს მიიღებთ.

ვიღაცისთვის შეიძლება მეგობრების წრეში გართობა იყოს ბედნიერება, ვიღაცისთვის მოგზაურობა, შვილები, ზოგს მცირე დეტალებით შეუძლია იყოს ბედნიერი, ბედნიერების მიზეზი რეალურად ძალიან ბევრი რამ შეიძლება გახდეს.

გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს, სადაც ადამიანები სწორედ ბედნიერებას ეძებენ და მათი ნახვა თქვენც ბედნიერების გზას გიჩვენებთ.

1. The Way /„გზა“ - ამ სათავგადასავლო ფილმით ბევრ ახალს გაიგებთ და ისწავლით. ფილმი მოგვითხრობს კალიფორნიელი მამაკაცის ამბავს, რომელიც გადაწყვეტს, რომ თავისი გარდაცვლილი შვილის გზა გაიაროს. მთავარი გმირი ძლიერი პიროვნებაა. ის მიზნად ისახავს, რომ თავისი გარდაცვლილი შვილის ოცნება რეალობად აქციოს და მისი გზა თავად გაიაროს. 

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

2. In July/”ივლისში“ - ფილმი მოგვითხრობს ფიზიკის მასწავლებელ დენიელზე, რომელსაც თურქი მოცეკვავე შეუყვარდება და ის უბრალოდ მიჰყვება თავისი გულის თქმას და საყვარელ ადამიანთან სტამბოლში ჩადის. გზად მას უამრავი უჩვეულო ამბავი გადახდება, მაგრამ მას სჯერა, რომ სწორი გზით მიდის. სპონტანური მოგზაურობის მოყვარულები ამ ფილმით ნამდვილად ისიამოვნებთ. 

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

3. Life as a House/“ცხოვრება, როგორც სახლი“ - ზოგჯერ გვინდა ბევრი რამ შევცვალოთ ცხოვრებაში, მაგრამ ამის დრო არ გვაქვს.სწორედ ასე ემართება 45 წლის არქიტექტორ ჯორჯს, რომელიც იგებს, რომ მისი დღეები დათვლილია, მაგრამ ძალიან ბევრი ოცნება აქვს. გარდა ოცნებების ასრულებისა, მან მცირე დროში შეცდომების გამოსწორებაც უნდა მოასწროს.

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

4. Midnight in Paris/”შუაღამე პარიზში“ - ფილმი, საიდანაც ემოციების ზღვა მოდის, ძველი ეპოქის პარიზში გვაბრუნებს და გვაჭერებს, რომ ყველაზე გიჟური ოცნებებიც კი შეიძლება ერთ დღეს ასრულდეს.

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

5. The Fisher King/”მეფე მეთევზე“ - ფილმი გაჩვენებთ, რომ ცხოვრება ყოველთვის გაძლევთ შანსს. ის დაგარწმუნებთ, რომ ბოთლი ნამდვილად ინახავს დიდ საიდუმლოს და სამყაროში უამრავი შთამბეჭდავი რამაა, რომელთა წაკითხვაც, გაშიფვრაც უნდა შეგეძლოთ. 

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

6. The Hundred-Foot Journey/”სანელებლები და ვნებები“ - ფილმი ინდოელი ემოგრანტების ოჯახზე მოგვითხრობს, რომლებიც გადაწყვეტენ პროვანსის რაიონში აღმოსავლური სამზარეულოთი მდიდარი რესტორანი გახსნან. პრობლემა ისაა, რომ მათი რესტორნის წინ პოპულარული ფრანგული რესტორანია. ეს ფილმი ნამდვილად შესანიშავ განწყობაზე დაგაყენებთ და ბედნიერების გზებს გიჩვენებთ. 

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

7. Life Is a Miracle/“ცხოვრება, როგორც სასწაული“ - ეს ფილმი ნამდვილი მასწავლებელია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ბედნიერება იპოვნოს. ფილმი მოგვითხრობს ლუკას შესახებ, რომელიც ოცნებობს ბალკანეთი დანარჩენ სამყაროსთან გვირაბით დააკავშიროს. ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე, მის წინ ბევრი წინააღმდეგობაა. 

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

8. The Boat That Rocked - ეს არის მუსიკალური კომედია, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ფილმი მოგვითხრობს როკ ჯგუფზე, მათ ქარიზმატულ წევრებზე, რომლებმაც საზოგადოებას ალტერნატიული მუსიკა შეაყვარეს.

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

9. Short Cuts/ “მოკლე მონტაჟი“ - ეს ფილოსოფიური და ირონიით გაჯერებული ფილმი მოგვითხრობს ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც ბედნიერებას ეძებენ, მაგრამ როცა ბედნიერება მათთან ახლოსაა, ამას ვერ ამჩნევენ.

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ

10. Eddie the Eagle/”ედი მეტსახელად არწივი“ - ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ აღწევს წარმატებას მუდამ ხელმოცარული ადამიანი და როგორ ხდება მამაკაცი სახელად „ედი“ მეტსახელად „არწივი“. თუ გინდათ დაიტვირთოთ დადებითი ემოციებით, იხალისოთ იუმორით, ან უბრალოდ ნახოთ ჰიუ ჯეკმანის შესანიშნავი შესრულება, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა.

10 ფილმი, რომლებიც ბედნიერების გზას გიჩვენებთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>