LIFE

6 ხერხი როგორ დააღწიოთ თავი გამოუვალ მდგომარეობას

6 ხერხი როგორ დააღწიოთ თავი გამოუვალ მდგომარეობას

1. შეაჩერეთ საკუთარ თავთან ნეგატიური დიალოგი

პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოთ ნეგატიური დიალოგი საკუთარ თავთან და დაუსვათ მხოლოდ შემდეგი კითხვები:

- რომელი ფაქტებია ჩემთვის მისაწვდომი?

- ფაქტებს ვეყრდნობი თუ საკუთარ ინტერპრეტაციებს?

- შესაძლოა, მე ვაკეთებ ნაჩქარევ ნეგატიურ დასკვნებს?

- როგორ გავიგო, სწორია თუ არა ჩემი აზრები?

- შესაძლებელია თუ არა სხვა შეხედულება ამ სიტუაციაზე?

- მდგომარეობა ნამდვილად ასეთი საშინელია, როგორც მეჩვენება?

- მეხმარება თუ არა ასეთი მსჯელობა მიზნების მიღწევაში?

2. არ დაკარგოთ პერსპექტივა

6 ხერხი როგორ დააღწიოთ თავი გამოუვალ მდგომარეობას

ჩვენ ხშირად ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც თვალწინ გვაქვს დაგვავიწყდება ყველაფერი წარსულის დადებით გამოცდილებაზე. გახსოვდეთ საკუთარი ცხოვრების რთული პერიოდები და შეეკითხეთ საკუთარ თავს:

- რა შეიძლება მოხდეს უარეს შემთხვევაში? შესაძლებელია თუ არა ეს?

- უკეთეს შემთხვევაში?

- უფრო დიდი ალბათობით რა მოხდება?

- რა მნიშვნელობა ექნება ამას ხუთი წლის შემდეგ?

- შესაძლოა, ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ პრობლემას?

3. ისწავლეთ საკუთარ რეაქციებზე

თითოეულ მომენტში ჩვენ შეგვიძლია სრულიად ვაკონტროლოთ საკუთარი რეაქცია ნებისმიერ გამაღიზიანებელზე, და დღეს ფსიქოლოგიამ იცის 5 ხერხი გააუმჯობესოს კონტროლი რეაქციაზე რთულ სიტუაციაში:

- დაფიქრდით, როგორი ადამიანი გინდათ, რომ გახდეთ

- დაფიქრდით საკუთარი რეაქციების მნიშვნელობასა და წარმოშობაზე

- თვალი ადევნეთ საკუთარი მოქმედებების შედეგებს

- წარმოიდგინეთ საუკეთესო პასუხი

- ისწავლეთ მოეპყროთ საკუთარ თავს თანაგრძნობით

4. ისწავლეთ საწინააღმდეგო მხარის რეაქციებზე

ჰარვარდის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ემპათიის გამოყენებას უთანხმოების დროს დიდი მნიშვნელობა გააჩნია კონფლიქტის მოგვარებისას და წარმოადგენს გადამწყვეტ წინაპირობას მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებისთვის.

5. შეაფასეთ სიტუაცია უცხო თვალით

6 ხერხი როგორ დააღწიოთ თავი გამოუვალ მდგომარეობას

თუ მეთვალყურე ხართ, ესე იგი, შეგიძლიათ გამოხვიდეთ სიტუაციიდან და ემოციების გარეშე ყურადღება მიაქციოთ საკუთარ რეაქციას. ამ დროს უკეთ შეიცნობთ საკუთარ თავს და შეძლებთ გამოყოთ საკუთარი პიროვნება სიტუაციისგან.

6. ეძებეთ დახმარება გარედან

ნებისმიერ სიტუაციაში, როცა საკუთარი გამოცდილება საკმარისი არ არის, ეძებეთ ჭკვიანი ადამიანი რჩევისთვის. დაახშეთ საკუთარი ეგო და ითხოვეთ კრიტიკული შეხედულება და კონსტრუქციული უკუ-კავშირი სხვისგან და თავად დაეხმარეთ სხვებს ისწავლონ თქვენს გამოცდილებაზე.



<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>