ჰოროსკოპი

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის ცხოვრებაში 2018 წელს ბევრი სასიამოვნო რამ მოხდება. იანვარში ისიგრძნობს დიდ მოტივაციასა და ენერგიას. თებერვალი და აპრილი ვერძებისთვის სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით იქნება ყველაზე ბედნიერი და წარმატებული. მარტი არის თვე როცა, ვერძმა თავისი იდეები აუცილებლად უნდა გააცნოს სხვებს, ხოლო დეკემბერში მოიმკის შრომის შედეგს და სწორედ ამ თვეში ასრულდება მისი ოცნებები.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2. კურო - მარტამდე კუროების ცხოვრება მდორედ მიედინება და განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმცა მარტში ის იგრძნობს ენერგიის მოზღვავებას. ისინი იქნებიან ცვლილებებისკენ მომართულნი და უფრო თავდაჯერებულები. აპრილში კუროს სასიყვარულო ურთიერთობაში ელის წარმატება. მთავარია, გახსნილი იყოს და გრძნობები თამამად გამოხატოს. მთავარი წარმატება კი როგორც სასიყვარულო ურთიერთობების, ასევე კარიერის თვალსაზრისით, მას ივნისში ელოდება. განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არის ეს თვე ხელსაყრელი.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

3. ტყუპები - 2018 წლის აპრილში მარსი ტყუპებშია, სწორედ ამიტომ, აპრილში მოსალოდნელია რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მოზღვავებულ ენერგიას იგრძნობენ. ამ ენერგიის წყალობით ბედნიერებისა და წარმატების კარი გაიხსნებადა ამას უკვე მაისში იგრძნობთ. ივლისში წადით საოცნებო ადგილას სამოგზაუროდ და ეს მოგზაურობა რომანტიკულ პარტნიორს გაპოვნინებთ.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

4. კირჩხიბი - თებერვალი და ივლისი არის ის თვეები, როცა ცხოვრების მოწესრიგებას შეძლებთ. ამ პერიოდში უნდა მიჰყვეთ თქვენი გულის კარნახს და ნახავთ, რომ ნამდვილ ბედნიერებას იპოვნით. თუმცა ყველაზე დიდი ბედნიერება ივლისში გელით. ამ პერიოდში წარმატებული იქნება სასიყვარულო ურთიერთობა და თქვენი ცხოვრება ბედნიერებით აივსება.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

5. ლომი - ივლისსა და აგვისტოში აუცილებლად უნდა წავიდეს ლომი სამოგზაუროდ. ამ პერიოდში იზრდება მათი მოტივაცია, პიროვნულადაც მოსალოდნელია ცვლილება, მოსალოდნელია შეხედულებების გადაფასება, იზრდება ლომის მოტივაცია და მიზნისკენ სწრაფვის სურვილი. აგვისტოში ლომის გული სიყვარულით აივსება და სასიყვარულო ურთიერთობაში ამ დროს წარმატების იმაზე მეტი შანსი ექნება, ვიდრე ოდესმე.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

6. ქალწული - 2018 წელს ქალწულისთვის ყველაზე ბედნიერი თვე სექტემბერი იქნება. ამ თვეში ის შეძლებს დაასრულოს ყველა დაწყებული საქმე, გადაჭრას პრობლემები და გათავისუფლდეს სტრესისგან. იპოვის კითხვებზე პასუხს, რომლებსაც ამდენს ხანს ეძებდა. უფრო მეტიც, სექტემბერში ქალწულის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხებენ. მთავარია, უფრო მეტი სითამამე გამოიჩინონ და ბედნიერება არ დააყოვნებს.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

7. სასწორი - სასწორისთვის 2018 წელს ყველაზე ბედნიერი თვე თებერვალი იქნება. ამ თვეში სასწორმა უნდა დატოვოს კომფორტის ზონა და უნდა გასწიოს რისკი. აუცილებლად წარმატება გელით და თუ ასე არ მოხდა, მეორე შანსი ივნისში მოგეცემათ. ოქტომბერში რომანტიკული ურთიერთობის გამყარება, ან ახალი სიყვარულის პოვნაა მოსალოდნელი.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

8. მორიელი - მაისში ბედნიერების მომტანი პლანეტა იუპიტერი მორიელშია და ამიტომაც ცხოვრების ყველა მიმართულებით 2018 წლის მაისში მორიელებსბედნიერება და წარმატება ელით. ოქტომბერში იგრძნობენ მოზღვავებულ ენერგიას და ექნებათ კომუნიკაციის უკეთესი უნარი. ნოემბერი კი, სასიყვარული ურთიერთობაში ჰპირდებათ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს დიდ წარმატებას.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

9. მშვილდოსანი - ზოგადად, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს შესანიშნავი წელი ელოდებათ. იანვარში ისინი მიიღებენ ისეთ ახალ წინადადებას, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის. მიეცემათ შანსი სამყარო შეიცნონ და ახალი აღმოჩენები გააკეთონ. 2018 წლის ნოემბერში კიდევ ერთ საინტერესო და წარმატების მომტან წინადადებას უნდა ელოდონ. დეკემბერში კი, ვენერა მშვილდოსანში შედის, ეს კი ნიშნავს, რომ სწორედ ამ თვეში სასიყვარულო ურთიერთობა ექნებათ ყველაზე მეტად წარმატებული.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

10. თხის რქა - იანვარში ბოლოსდაბოლოს თხის რქა მიხვდება რა სურს სინამდვილეში, რისთვის იბრძვის. ეს კი დაეხმარება მას, რომ მოვლენები უფრო ფართო ხედით დაინახოს და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. ყველაზე წარმატებული თვე კარიერული თვალსაზრისით მარტი იქნება და კიდევ ერთი წარმატება მას უკვე წლის მიწურულს, დეკემბერში ელოდება.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

11. მერწყული - თებერვალში მერწყული გააანალიზებს თუ რა კარგი იდეები აქვს რეალურად და მოსლოდნელია, რომ მის ყველაზე გიჟურ და უცნაურ იდეებსაც კი სხვები მოიწონებენ. ეს მერწყულს უფრო თავდაჯერებულს გახდის და საკუთარი თავის რწმენას შემატებს. ივლისში ის თავისი შრომის შედეგს ნახავს და დიდი ბედნიერება და წარმატება ელოდება კარიერის კუთხით. გაიზრდება მისი შემოსავალი.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

12. თევზები - იანვარში მოსალოდნელია, რომ მის ცხოვრებაში ძველი სიყვარული დაბრუნდება და თევზებიც სიყვარულის სახელით მისთვის ყველაფერს გააკეთებს. თებერვალში ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენენ და შეიძლება ამის გამო სამსახურიც კი შეიცვალონ და თავიანთი ნიჭი მთელ სამყაროს უჩვენონ. განსაკუთრებით ბედნიერი თევზებისთვის 2018 წლის ბოლო იქნება. დეკემბერში ისინი დასახულ მიზანს მიაღწევენ და ოცნებას აისრულებენ.

რომელი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით



<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>