ზოდიაქოს რომელი ნიშნის ადამიანები ღალატობენ საყვარელ ადამიანს - ახალი კვლევის შედეგი
- 20.01.2018
ასტროლოგები ავლენენ ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნებს, მაგრამ ამჯერად წარმოგიდგენთ არა ასტროლოგების დაკვირვების შედეგს, არამედ კვლევის შედეგს, რომელიც ქორწინების მიღმა ურთიერთობებისთვის განკუთვნილ საიტზე დაკვირვებას ეყრდნობა.
ახალი კვლევა ავლენს, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნების ადამიანები არიან მიდრეკილნი უფრო მეტად ღალატისკენ. კვლევის ავტორი ეშლი მედისონია. შედეგებს ბევრი ასტროლოგი არ ეთანხმება, თუმცა მას ფაქტები ამყარებენ.
ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ყველაზე მეტად მოღალატეები და ვისი ნდობა არ შეიძლება.
ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნების ხუთეული:
1. თხის რქა - ეს არის მიწის ნიშანი და ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ცნობილები არიან როგორც ამბიციურები, შრომისმოყვარეები და სამართლიანები. „თხის რქას სჭირდება სტაბილურობა ურთიერთობაში. ის თავს გრძნობს კომფორტულად და დაცულად, როცა იცის რა მოხდება მის ცხოვრებაში, არ მოსწონს მოულოდნელობები. არის ტრადიციული“, - ამბობს ასტროლოგი სიუზი კერი რაიტი.
სწორედ ამიტომ, ამგვარი შეფასების შემდეგ, ერთგვარი სიურპრიზია ის, რომ კვლევის თანახმად ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყველაზე მოღალატეები არიან. გაცნობის საიტზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები სჭარბობენ, ასევე ყველაზე სერიოზულ სასიყვარულო კავშირებსაც ქორწინების მიღმა სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ქმნიან.
2. მერწყული - მერწყული ცნობილია, როგორც ინდივიდუალური სული, რომლისთვისაც თავისუფლება ყველაზე ძვირფასია. ვერ იტანს შეზღუდვებს განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება. ამიტომ ის, რომ ქორწინების მიღმა ურთიერთობებისთვის შექმნილ საიტზე მერწყულები ჭარბობენ, დიდი სიურპრიზი არ არის.
3. თევზები - თევზები რომანტიკული და მეოცნებე ზოდიაქოს ნიშანია და გამოგონილ, ფანტასტიკურ სამყაროში ცხოვრობს. ქორწინების მიღმა ურთიერთობებისთვის განკუთვნილ საიტზე თევზები ჭარბობენ. სწორედ ამიტომ, კვლევის თანახმად, ღალატისკენ მიდრეკილ ადამიანებს შორის ისინი მესამე ადგილს იკავებენ.
4. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების აღნიშნულ სიაში მოხვედრა კიდევ ერთი სიურპრიზია. თხის რქების მსგავსად, კუროებზეც ასტროლოგები ამბობენ, რომ უყვართ ურთიერთობაში სტაბილურობა, ოჯახური ცხოვრება. ასევე ცნობილები არიან როგორც სამართლიანები და პარტნიორზე დამოკიდებულები. მაგრამ ფაქტია, რომ საიტზე დარეგისტრირებულთა შორის ისინი ჭარბობენ და ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნებს შორის მეოთხე ადგილს იკავებენ.
5. კირჩხიბი - კირჩხიბი ამთავრებს ტოპ ხუთეულს. კვლევის თანახმად, გარდა იმისა, რომ საიტზე ბევრი კირჩხიბია დარეგისტრირებული, ამასთანავე, ის ქმნის სერიოზულ სასიყვარულო კავშირებს ქორწინების მიღმა. ყველაზე მეტად კი, ეს სასიყვარულო კავშირები კირჩხიბს აქვს ტყუპებთან, მორიელებთან და თხის რქებთან.
თემები: ღალატი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.bustle.com/">https://www.bustle.com/</a>