LIFE

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

მოგზაურობის მოყვარულებს სხვადასხვა ტურისტული სააგენტოები სამოგზაუროდ პოპულარულ და მიმზიდველ ადგილებს სთავაზობენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მაგრამ არის ისეთი ადგილებიც, რომლებიც დავიწყებულია. თუმცა მათი ნახვა თავგადასავლების მოყვარული უშიშარი ტურისტებისთვის, ვფიქრობთ, ყველაზე საიტერესო იქნება.

გთავაზობთ ყველაზე იდუმალ და საიდუმლოებით მოცულ ადგილებს დედამიწაზე. ზოგიერთი მათგანის სანახავად წასვლა ნამდვილად სახიფათოა:

1. კოფუნსი, იაპონია - ეს არის ხელოვნური კუნძულები, სადაც იაპონიის უძველესი საიმპერატორო ოჯახის წევრების საფლავებია. ამ ადგილს მხოლოდ არქეოლოგები სტუმრობენ, საიმპერატორო სასამართლოს ნებართვით. 

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

2. ჩრდილოეთ სენტინელი, კუნძული ინდოეთში - ამ ადგილას სენტინელის ტომი ცხოვრობს. ტომის წარმომადგენლები არც ისე კეთილგანწყობილები არიან ტურისტების მიმართ. ტურისტმა აქ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნოს. ინდოეთის ხელისუფლება კი აქ სტუმრობას კრძალავს. 

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

3. „ზონა 51“, აშშ - შეერთებულ შტატებში ეს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ადგილია. ცნობილია, რომ ეს არის აშშ-ის საჰაერო სამხედრო ბაზა, სადაც ახალ თვითმფრინავებს ტესტავენ. ის არც ერთ რუკაზე არ არის აღნიშნული. წლების განმავლობაში ყველაზე დიდ საიდუმლოებს შორის ერთ-ერთი სწორედ „ზონა 51“ იყო. მისი არსებობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეოცე საუკუნის მიწურულს დაადასტურეს. ეს ადგილი ნევადას უდაბნოში მდებარეობს. 

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

4. წმინდა მარიას ტაძარი ზიონში, ეთიოპია - ეს ეთიოპელებისთვის უწმინდესი საგანძურია, რომელსაც ადგილობრივების თქმით არაერთი სასწაული უკავშირდება. არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც წვდომა აქვს რელიგიურ საგანძურთან, თუმცა მას აკრძალული აქვს ტაძრის დატოვება და ადამიანებთან კომუნიკაცია.

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

5. Kaho’olawe, აშშ - ეს არის კუნძული, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რელიგიური რიტუალები იმართებოდა, ხოლო შემდეგ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ტრენინგისთვის განკუთვნილი ბაზა იყო. ახლა კუნძულს ეს დანიშნულება აღარ აქვს და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. ერთადერთი გზა კუნძულზე მოსახვედრად მოხალისეთა ჯგუფში ჩაწერაა. მოხალისეები აქ ადგილობრივი გარემოს გასაუმჯობესებლად მიდიან.

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

6. კოშკი ლონდონში, დიდი ბრიტანეთი - კოშკში ადრე განთავსებყლი იყო რესტორანი, რომელიც მას შემდეგ დაიხურა, რაც აქ აფეთქება მოხდა. თუმცა ადამიანებს მაინც აქვთ შესაძლებლობა იქ ასვლის და ლონდონის ულამაზესი ხედების დანახვის.

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

7. Ise Grand Shrine, იაპონია - აქ განთავსებულია აკლდამების კომპლექსი, სადაც მხოლოდ იაპონელ დიდებულები, იმპერატორის ოჯახის წევრები და სასულიერო პირები განისვენებენ.

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

8. ვაროშა, მოჩვენებები ქალაქი, კვიპროსი - ეს ადგილი ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ზონად მიიჩნეოდა, თუმცა 1974 წელს, მას შემდეგ რაც მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა, ყველაფერი შეიცვალა. ქალაქი თურქეთის არმიის შეჭრის შემდეგ დაცარიელდა. ახლა ის ბუფერული ზონის ნაწილია, რომელსაც თურქეთის ჯარი აკონტროლებს.

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

9. სეიბლის კუნძული, კანადა - ამ ქვიაშიან კუნძულზე სულ 30 ადამიანი ცხოვრობს. ის საკმაოდ საშიში ადგილია. სეიბლი მოძრავი კუნძულია და ამინდი აქ მუდამ სახიფათო გარემოს ქმნის. ამ ულამაზეს კუნძულს რომ ეწვიოთ კანადის მთავრობას წერილობით უნდა მიმართოთ და დამაჯერებლად უნდა განმარტოთ მოგზაურობის აუცილებლობა. ამ კუნძულს ზოგიერთი დაწყევლილ, ზოგიც ეშმაკის კუნძულს უწოდებს. კუნძულის სიახლოვეს არაერთი გემი ჩაიძირა.

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

10. ე.წ. ბირთვული ბუნკერი, სტოკჰოლმი, სტოკჰოლმი - ეს შენობა ცივი ომის დროს ააშენეს. ის იყო ბირთვული ბუნკერი, რომელიც ახლა ულტრათანამედროვე ოფისად გარდაქმნეს. შენობაში ახლა ინტერნეტპროვაიდერი კომპანიაა. გარდა ამისა, ეს არის ყველაზე დაცული ადგილი, სადაც უამრავი საიდუმლო ინფორმაცია ინახება.

10 ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე მოგზაურობის მოყვარულებისთვის



<a href="http://welikeworld.com">http://welikeworld.com</a>