ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ თქვენი საყვარელი ფილმების პერსონაჟები პირველ და უკანასკნელ წლებში
- 24.01.2018
თორი - განსხვავება 7 წელი
პირველ ფილმში „თორის“ შესახებ, რომელიც 2011 წელს გამოვიდა, გრძელთმიანი და დაკუნთული ლამაზი მსახიობი კრის ჰემსვორტი, 28 წლის იყო. მაგრამ ფილმში „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“, რომელიც ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა, მსახიობი უკვე 34 წლისაა და ძალიან განსხვავდება გარეგნობით თავისი პირველი გმირისგან.
მაიკლ კორლეონე - განსხვავება 18 წელი
ქარიზმატული ალ პაჩინო ერთნაირად შესანიშნავია 32 წლის ასაკში, როდესაც 1972 წელს ეკრანზე „ნათლიმამა“ გამოვიდა და 50 წლის ასაკში, როდესაც 1990 წელს უკანასკნელ ფილმი გამოვიდა „ნათლიმამას“ შესახებ.
ჯონ დორიანი - განსხვავება 9 წელი
ზაკ ბრაფი 2001 წელს სერიალ „კლინიკის“ პირველ სეზონში 26 წლის ასაკში გადაიღეს. 2010 წელს ფილმის მე-9 სეზონის გამოსვლისას, მას 35 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ სერიალის ახალი სეზონები აღარ იქნება.
შელი ჯონსონი - განსხვავება 27 წელი
47 წლის მშვენიერი მედჰენ ამიკი, როგორც ჩანს, უფრო ლამაზი გახდა „ტვინ პიქსის“ მე-3 სეზონში, რომელიც ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა. პირველი სეზონის დროს (1990 წელს) ის 20 წლის იყო.
შავი ქვრივი - განსხვავება 8 წელი
იდუმალი და მშვენიერი სკარლეტ იოჰანსონი პირველად ნატაშა რომანოვას როლში 2010 წელს „რკინის კაცი-2“-ში გამოჩნდა. 26 წლის მსახიობი ძალიან შეუყვარდათ კომიქსების მოყვარულებს. წელს სკარლეტის მონაწილეობით გაქირავებაში გამოვა ფილმი „შურისმაძიებლები - უსასრულობის ომი“.
დენი ოუშენი და რასტი რაიანი - განსხვავება 6 წელი
ჯორჯ კლუნისა და ბრედ პიტის განუყრელმა დუეტმა როგორც 2001 წელს ფილმში „ოუშენის 11 მეგობარი“ „გაისროლა“, ასევე არ შეცვლილა 2007 წელს, როდესაც უკანასკნელი ფილმი „ოუშენის 13 მეგობარი“ გამოვიდა.
თემები: ფილმი, რჩევები, ფილმები, ჰოლივუდი, ჰოლივუდის ფილმები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>