LIFE

როგორ გახდეთ წარმატებული ადამიანი - ცვლილებები, რომელიც საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ

როგორ გახდეთ წარმატებული ადამიანი - ცვლილებები, რომელიც საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ

დიდი მიღწევებით რომ იცხოვროთ, ბოლომდე უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების

როგორ გახდეთ წარმატებული ადამიანი - ცვლილებები, რომელიც საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ

სამყაროში ერთ ადამიანსაც ვერ იპოვით, რომელიც თავდაჯერებული არ არის და უკიდურესად წარმატებულია. მსგავსი რამ არ ხდება. სტივ ჯობსი, მარტინ ლუთერ კინგი, მაიკლ ჯორდანი, ელონ მასქი და მარკ ქიუბანი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ წარმატებული ინდივიდებისა, რომლებმაც ყველაფერს თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის რწმენის ხარჯზე მიაღწიეს. თუმცა, მათ მიღწევებზე საუბარს ამ სტატიაში არ ვაპირებ. თქვენს ყურადღების მივაქცევ იმ ფაქტს, რომ ყოველი მარცხის შემდეგ ისინი ფეხზე დგებოდნენ, არ ნებდებოდნენ და დააგროვეს გამოცდილება, რომლითაც მიაღწიეს იმ მიზანს, რაზეც ოცნებობდნენ.

თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის რწმენის წყალობით, მათ შეძლეს, არ დანებებულიყვნენ მაშინ, როცა უზარმაზარ წარუმატებლობას განიცდიდნენ და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მათ იმდენად სწამდათ, რომ შეეძლოთ, შეექმნათ რაღაც დიდი, რომ არ ანიჭებდნენ მნიშვნელობას იმას, რამდენჯერ არ გამოუვიდათ რაღაც. შედეგად კი სწორედ იმ მიზანთან აღმოჩნდნენ, რაც დასაწყისში დაისახეს. ბიზნესმენები და მეწარმეები, სხვადასხვა მიზეზების გამო, განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან დანაკარგებსა და მარცხს.

იცოდეთ, მიზნამდე აუცილებლად მიხვალთ. ეს შესაძლოა, მაშინვე არ მოხდეს, მაგრამ უნდა გჯეროდეთ, რომ აუცილებლად მოხდება. ამან არ უნდა გაგანაწყენოთ და არც ხელი არ უნდა შეგიშალოთ, რადგან ცხოვრებაა ასეთი. მაგრამ, როცა ეს მოხდება, როცა თქვენს ჩანაფიქრს განახორციელებთ, თქვენი რწმენაც გაძლიერდება და ვერანაირი მარცხი და წარუმატებლობა ვეღარ შეძლებს, ხელი შეგიშალოთ. „გწამდეს საკუთარი თავის“ – ასე ჰქვია ცხოვრებისეულ თამაშს.

გთავაზობთ რჩევებს ყოველდღიური ქცევების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ, გაიღრმაოთ საკუთარი თავის რწმენა და დაივიწყოთ თვითდაწესებული შეზღუდვები.

როგორ გახდეთ წარმატებული ადამიანი - ცვლილებები, რომელიც საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ

გაიხსენე საკუთარი წარმატებები

როგორ გახდეთ წარმატებული ადამიანი - ცვლილებები, რომელიც საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ

სამწუხაროდ, ადამიანებს, ნაცვლად იმისა, რომ გვახსოვდეს საკუთარი წარმატებები და ვხედავდეთ დადებითს, რაც კი აქამდე მომხდარა, გვჩვევია ყურადღების გამახვილება უარყოფითზე და ჩვენს დანაკარგებსა და განუხორციელებელ ამბებზე ფიქრი.

იქონიეთ მადლიერების ჟურნალი, სადაც ყოველი დღის დასასრულს მინიშნებებს გააკეთებთ. ეს შეიძლება იყოს დღეს, გასულ კვირას, გასულ თვეს, ან სულაც შარშან მომხდარი კარგი ამბავი. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მიეჩვიოთ ყოველი წარმატების აღნიშვნას. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი მხიარულებას მოგგვრით, შეგახსენებთ კიდეც, რომ უამრავი შესანიშნავი რამ გაგიკეთებიათ და რომ კიდევ უფრო კარგისა და დიდის გაკეთების უნარი გაქვთ; რომ მომავალი თქვენს ხელთაა!

წარმატება დიდია თუ პატარა, ყურადღებას ნუ მიაქცევთ – აუცილებლად გახსოვდეთ ის!

როგორ გახდეთ წარმატებული ადამიანი - ცვლილებები, რომელიც საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ

ესაუბრე საკუთარ თავს, როგორც ჩემპიონს/პირველხარისხოვანს

როგორც ბესტსელერების ავტორი, ჯონ გორდონი ამბობს, „იმაზე მეტი ესაუბრე საკუთარ თავს, ვიდრე უსმენ მას“. ერთი კვირის განმავლობაში, იმის ნაცვლად, რომ უსმინოთ საკუთარ თავს მსხვერპლის პოზიციიდან, სცადეთ, ესაუბროთ მას, როგორც ჩემპიონსა და გამარჯვებულს. შედეგით ნამდვილად გაკვირვებული დარჩებით. მართალია, შესაძლოა, უცნაურად გეჩვენებათ საკუთარ თავთან საუბარი, მაგრამ ღირს თუ არა ამ უცნაურობების კეთება, მხოლოდ მას შემდეგ გაიგებთ, როცა ცდით.

პოზიტიურად ფიქრი და ამ ფიქრთა გაძლიერება ერთია, მაგრამ საუბარი საკუთარ თავთან, როგორც ჩემპიონთან, მყისიერად გარდაქმნის თქვენი ფიქრის პროცესს. როდესაც ჩვევად გექცევათ საკუთარ თავთან საუბარი, მთელი დღის განმავლობაში შეეწინააღმდეგებით უარყოფით ფიქრებს.

როგორ გახდეთ წარმატებული ადამიანი - ცვლილებები, რომელიც საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ

ძალასა და რწმენასთან ერთად, იმეორეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „მე საუკეთესო ვარ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ!“ „არ არსებობს რაიმე, რის გაკეთებაც არ შემიძლია, როცა ბოლომდე ვენდობი საკუთარ თავს!“ „არაფერია ჩვეულებრივი ჩემში და ჩემს შესახებ, მე ჩემპიონი ვარ!“

თუ საკუთარი თავისას საკმარისად არ ირწმუნებთ, მაშინ თითქმის არ არსებობს შანსი იმისა, რომ სხვამ დაიჯეროს თქვენი შესაძლებლობები. თუ რიგითი თანამშრომელი ხართ, ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენი უფროსი ბოლომდე მოგენდობათ. მით უმეტეს, როცა თავადაც გეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში. ხოლო თუკი ბიზნესმენი ან მეწარმე ბრძანდებით, მაშინ ნუ დაელოდებით ინვესტორის ნდობას, სანამ საკუთარი თავისგან არ იგრძნობთ ამას.

ადამიანებს, ყველა გაგებით, შეუძლიათ სამყაროს შეცვლა იმ წარმოუდგენელი ძალის წყალობით, რომელსაც საკუთარი თავის რწმენა ჰქვია!

როგორ გახდეთ წარმატებული ადამიანი - ცვლილებები, რომელიც საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ



წყარო:&nbsp;<a href="https://www.entrepreneur.com/article/246720">www.entrepreneur.com</a>