ჰოროსკოპი

2018 წელი და ნუმეროლოგია - რა გელოდებათ და როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

2018 წელი და ნუმეროლოგია - რა გელოდებათ და როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

უძველესი დროიდან ადამიანები რიცხვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ნუმეროლოგია არის ის მეცნიერება, რომელიც გვეხმარება რიცხვებზე დაყრდნობით გავიუმჯობესოთ ცხოვრება ბევრი ასპექტით.

რიცხვები გვეხმარება ვკონცენტრირდეთ ჩვენს ძალაზე, ვიცოდეთ საკუთარი სისუსტე და დავინახოთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება გვთავაზობს.

2018 წლის მთავარი რიცხვია 11, რომელსაც ვიღებთ ამგვარი გამოთვლით - 2018 = 2+0+1+8=11. მიღებული რიცხვი კიდევ დავშალოთ: 1+1=2. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს ყველაზე დიდი ძალის მქონე რიცხვია 11, ხოლო მას მოსდევს ციფრი - 2.

სწორედ ამ რიცხვებს დაუკავშირდება 2018 წელს ადამიანების ცხოვრებაში მთავარი წარმატებები.

ნუმეროლოგიაში ყველაზე ბედნიერ და წარმატების მომტანს უწოდებენ იმ რიცხვს, რომელიც ერთი და იგივე ციფრებისგან შედგება. მაგ: 11, 22, 33 და ა.შ. ამბობენ, რომ ასეთ რიცხვებს განსაკუთრებული ენერგია და ძალა აქვთ.

2018 წელი და ნუმეროლოგია - რა გელოდებათ და როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

2018 წლის მთავარი რიცხვი კი, სწორედ ასეთია - 11. აქ 2-ჯერ მეორდება ციფრი 1. 1 ნუმეროლოგებს მამაკაცური ენერგიის მატარებლად მიაჩნიათ, ხოლო ის, რომ 1 ორჯერ მეორდება, ამას ქალური ენერგიის შემცველად მიიჩნევენ. 11 ეს არის ქალისა და მამაკაცის ენერგიების შერწყმა, რომელიც რიცხვს კიდევ უფრო მაგიურს და ძლიერს ხდის.

2018 წელი ნუმეროლოგიური მიხედვით მშვიდობის მომტანი იქნება, დაიკლებს აგრესიის დონე და ცხოვრება ყველა ასპექტში მშვიდ კალაპოტში წარიმართება. იწყება ახალი ერა, ადამიანები უფრო ტოლერანტულები, შემწყნარებლები და მიმტევებლები გახდებიან, ისინი წარმატებით ითანამშრომლებენ ერთმანეთთან. მოსალოდნელია ცვლილებები და განვითარების უფრო მაღალ საფახურზე გადასვლა ტექნოლოგიური და სამედიცინო მიღწევების თვალსაზრისით.

2018 წლის ნუმეროლოგია და თანაცხოვრება:

ადამიანები უფრო მეტად დადებითად იქნებიან ერთმანეთისადმი განწყობილები, უფრო მეტი სიახლოვე და კავშირი იქნება მათ შორის და თანაცხოვრება არ გაუჭირდებათ. უფრო მეტად დააფასებენ მშვიდობასა და თავისუფლებას.

ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში შემოვა, ექნება ორი მხარე, ქალური და მამაკაცური მახასიათებლები, მათ შორის სიყვარულსაც. ეს ნიშნავს, რომ შეძლებთ სასიყვარულო ურთიერთობაში იყოთ ქალის მსგავსად მომთმენი, შეძლოთ მოსმენა, იყოთ მგრძნობიარეები და მამაკაცის მსგავსად უფრო თამამები, სწრაფად მოისურვოთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა.

2018 წლის ნუმეროლოგია გულისა და გონების შესახებ:

2018 წელს გადაწყვეტილებებს კონკრეტულად გულზე, ან კონკრეტულად გონებაზე დაყრდნობით კი არ მიიღებთ, არამედ ორივე მათგანის კარნახით, კომბინირებულად. მხოლოდ გულის კარნახს თუ მიჰყვებით, ან მხოლოდ გონებას თუ დაუჯერებთ, აუცილებლად იგრძნობთ დისკომფორტს.

2018 წელი და ნუმეროლოგია - რა გელოდებათ და როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ?

ამავდროულად გულისა და გონების ურთიერთშეთანხემბით მიღებული გადაწყვეტილებები იქნება ყველაზე მეტად წარმატების მომტანი.



<a href="http://secretserendipity.com/">http://secretserendipity.com/</a>