1. საბაზო მაისურები
უნივერსალურია შავი, თეთრი, გრაფიტისფერი და ნაზი ვარდისფერი მოდელები ვულგარული ნახატებისა და წარწერების გარეშე. უპირატესობა მიანიჭეთ წელში გამოყვანილ ბამბის მაისურებს, რომლებსაც მაღალი მრგვალი ყელი და სახელოების ზომიერი სიგრძე აქვთ. იმისათვის რომ ხაზი გაუსვათ ფიგურის ღირსებებს, მაისური უკეთესია ჯინსებში ან ქვედაბოლოში ჩაიტანოთ.
2. განიერი შავი სვიტერი
განიერი სვიტერის შერჩევისას, დაიცავით ზომიერება, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ დიდ მოცურავე ღრუბელს დაემსგავსოთ. შავი ფერი უფრო მოხდენილს გაგხდით და დაფარავს ნაკლოვანებებს. ის ხომ მარადიული კლასიკაა. განიერი ზედატანი და ვიწრო ქვედაბოლო იდეალური შეხამებაა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
3. ხარისხიანი ჯინსები
ჯინსების არჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი ფიგურის პარამეტრები და არ გამოეკიდოთ მოდის ტენდენციებს. სილუეტს ხაზს გაუსვამს მაღალწელიანი შარვალი - ეს უნივერსალური ვარიანტია, რომელიც ქალურობას მოგანიჭებთ. ლამაზი და მოხდენილი ფეხებისთვის შესანიშნავი ვარიანტია ვიწრო ჯინსები. იმ ქალებს კი, რომლებიც ამაყობენ დიდი ფორმებით, სქელი კლასიკური ჯინსები მოუხდებათ.
4. პიჯაკი
წელში გამოყვანილი და ელეგანტური პიჯაკი იდეალურად შეცვლის მსუბუქ ქურთუკებს. მთავარი რეკომენდაციაა არჩევანი მუქ კლასიკურ ფერზე გააკეთოთ. შესანიშნავია - მუქი ლურჯი. მისი შეხამება შეგიძლიათ როგორც თეთრი ფერის მაისურთან, ასევე პრაქტიკულად ნებისმიერი ფერის ლამაზ ჯინსებთან.
5. აქსესუარები
მსუბუქი და ნაზი სამკაული ხაზს გაუსვამს თქვენს დახვეწილ გემოვნებას და არ დაამძიმებს სილუეტს. კარგად შერჩეული აქსესუარები არა მხოლოდ აახალგაზრდავებს, არამედ დამატებით ბრწყინვალებას განიჭებთ.
6. ბოტილიონები
ბოტილიონები მოდაში რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და პოპულარობაც ღირსეულად მოიპოვა. ნამდვილი ლედი ოდნავ მაღალ ვარიანტს ირჩევს, რათა კოჭის ბუნებრივ მოხაზულობას ხაზი გაუსვას. ბოტილიონებს პიკანტურობას აძლევს დეკორატიული ელემენტები: ელვა, თასმები, მძივები.
7. ფეხსაცმელი- თხელ, მაღალ ქუსლზე
არცერთ ფეხსაცმელს არ შეუძლია გახადოს ქალის ფეხი ისეთი დახვეწილი და მიმზიდველი, როგორც წაწვეტებულ ცხვირს და წვრილ ქუსლს. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ კარგი ხარისხის, მუქი ფერის ტყავს. ასეთი ფეხსაცმელი განსაკუთრებულად უხდება საღამოს კაბას, ელეგანტურობას მიანიჭებს ჯინსებს, შთაბეჭდილებას მოახდენს გარშემომყოფ ადამიანებზე.
თემები: ტრენდი, რჩევები, ჩაცმულობა, 2018 წლის ტენდენციები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია