ზოგიერთი პატარა ძალიან მოუსვენარია და მარტივად შედის კომუნიკაციაში, ლაპარაკობს ისე, როგორც შეუძლია, მაგრამ ზოგი ძალიან წყნარი, ჩუმია და საკუთარ სამყაროში ცხოვრობს.
მეტყველების სწავლა უმნიშვნელოვანესია. როცა ბავშვი პირველ სიტყვას ამბობს, მშობელი ამ დროს ძალიან ბედნიერია და ეს აღზრდის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე ამაღლვებელი მომენტია.
კვლევის თანახმად, როცა ბავშვი 2 წლის ხდება მან უნდა იცოდეს გარკვეული სიტყვები.
მკვლევარების თქმით, არის 25 სიტყვა, რომელიც ყველაზე ზარმაცმა ბავშვმაც კი უნდა იცოდეს, საშუალოდ კი, ამ ასაკის ბავშვი 75-დან 225 სიტყვამდე უნდა იცოდეს და ამ სიტყვების გამოყენებით პატარა ფრაზებს უნდა ამბობდეს.
ვნახოთ, რომელია ის 25 სიტყვა, რომელიც 2 წლის ბავშვის ლექსიკონში უნდა იყოს:
1. წავიდა
2. ბავშვი
3. ბურთი
4. ბანანი
5. დაბანა
6. ნახვამდის, ან კარგად
7. წიგნი
8. მანქანა
9. კატა
10. ჭამა
11. მამა
12. ძაღლი
13. თვალი
14. ქუდი
15. გამარჯობა
16. ცხელი
17. წვენი
18. რძე
19. დედა
20. მეტი, ან კიდევ
21. არა
22. ცხვირი
23. თავი
24. მადლობა
25. დიახ
ექიმი ლესლი რესკორლა ამბობს, რომ თუ ამ ასაკის შვილი გყავთ და ის არ ამბობს ყველა ჩამოთვლილ სიტყვას, ეს არ ნიშნავს რომ უნდა იდარდოთ, ვინაიდან ზოგიერთი ბავშვი ლაპარაკს 4-5 წლიდან იწყებს.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბედნიერი ბავშვი, ბავშვები
<a href="https://www.yahoo.com">https://www.yahoo.com</a>