ვარსკვლავები, რომლებმაც როლის გამო წონაში მოიმატეს და პირიქით - ძალიან დაიკლეს
- 01.02.2018
1. რენე ზელვეგერი
იმისათვის, რომ ყველასათვის საყვარელი ბრიჯიტ ჯონსი ეთამაშა, მსახიობ რენე ზელვეგერს ბევრჯერ მოუწია წონაში მომატება და დაკლება. მთლიანობაში, მან 14 კილოგრამი მოიმატა წონაში, რაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა.
2. შარლიზ ტერონი
შარლიზ ტერონსაც მოუწია გასუქება, რათა სერიოზული მკვლელის უფრო რეალური სახე შეექმნა ფილმში „მონსტრი“. ზედმეტი 15 კილოგრამი, ჩასმული ყბა, გაპარსული წარბები და გრიმი - აი, ასე გამოიყურებოდა მანიაკი ქალი.
3. ნატალი პორტმანი
ისედაც გამხდარ ნატალი პორტმანს, ფილმში „შავი გედი“ თამაშისთვის, 9 კგ-ის დაკლება მოუწია. ასეთი შედეგის მიღწევა არც ისეთი იოლი იყო: ის დღეში 5-8 საათის განმავლობაში ვარჯიშობდა და თითქმის არაფერს ჭამდა.
4. ჯესიკა ჩესტეინი
იმისათვის რომ 60-იანი წლების ფუმფულა ფორმების მქონე დიასახლისი ეთამაშა, ჯესიკა ჩესტეინმა დროებით დაივიწყა საკუთარი წონა. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან ჯესიკა ვეგეტარიანელია და ბურგერებითა და სხვა მავნე საკვებით სასურველ წონას დროულად ვერ მოიმატებდა. მაგრამ გამოსავალი ადვილად იპოვა. მსახიობი - ყუთებით ყიდულობდა სოიოს ნაყინს, აცხელებდა მიკროტალღურ ღუმელში და სვამდა.
5. ტომ ჰენკსი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია - ტომ ჰენკსი, რომელმაც ლეგენდარული ფილმისთვის „გარიყული“, წონაში 25 კგ დაიკლო. მსახიობს 4 თვის განმავლობაში მოუწია მკაცრი დიეტის დაცვამ მოუწია. „ეს ძალიან მტანჯველი იყო“ - მოგვიანებით იხსენებდა ტომი.
6. რობერტ დე ნირო
საკუთარ წონასთან ექსპერიმენტებს ატარებდა რობერტ დე ნიროც. ფილმისთვის „ ცოფიანი ხარი“, ლეგენდარული მოკრივის ლამოტას ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა და თავად მისი როლი განასახიერა. მაგრამ მალე მოუწია სპორტული მუსკულატურის დავიწყება, რადგან 27 კგ მოიმატა ახალი პერსონაჟისთვის.
თემები: კინო, ფილმები, მსახიობები, ჰოლივუდი
<a href="https://graziamagazine.ru/">https://graziamagazine.ru/</a>