LIFE

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

როცა 45 წლის ხდებით, ეჭვს გარეშეა, რომ უკვე შუახნის ხართ. ცხოვრების შექმნის, შენების წლები ერთგვარად უკვე დასრულებულია. ეს ის ასაკია, როცა აღარ ამბობთ, ალბათ წავალ ლისაბონში, ვისწავლი პორტუგალიურს, ან ვისწავლი გიტარაზე დაკვრას.

გთავაზობთ 10 წესს, რომლებიც ამ ასაკში უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ სასიამოვნო ცხოვრება გქონდეთ:

1. იყავით კეთილი - იყო უხეში, მარტივია, ხოლო იყო კეთილი, გაცილებით რთული. დაივიწყეთ სისასტიკე. შესაძლოა, მერვე კლასში ფიქრონბდით, რომ თუ მკაცრი იქნებოდით ადამიანები უფრო პატივისცემით მოგეპყრობოდნენ და ინტელექტუალად ჩაგთვლიდნენ, მაგრამ რეალურად ასე არ არის. გამოიჩინეთ სიკეთე და კეთილგანწყობა გარშემომყოფების მიმართ და ნახავთ რომ ცხოვრება პოზიტივით აივსება.

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

2. პოლიტიკა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი - პოლიტიკა არის ის, რის შესახებაც შუახნის ადამიანები ყველაზე ხშირად საუბრობენ. შეგიძლიათ, პოლიტიკაზე საუბრის ნაცვლად ისაუბროთ წიგნებზე, ფილმებზე, საინტერესო გამოცდილებაზე, რომელიც უკვე დაგიგროვდათ, ცოდნა გაუზიაროთ სხვებს, ან დაეხმაროთ საყვარელ ადამიანებს. ნუ მოაბეზრებთ თავს ხალხს პოლიტიკაზე საუბრით.

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

3. ყოველთვის შეუკვეთეთ ერთი ზედმეტი ულუფა რესტორანში, უცნობისთვის - სასიამოვნოა, როცა სხვისთვის სიკეთეს აკეთებთ. თუ არ გაქვთ დამატებით ულუფის ყიდვის შესაძლებლობა, ეს ნიშნავს, რომ ეს რესტორანი თქვენთვის ძვირია და სხვა უნდა შეარჩიოთ, უფრო იაფი.

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

4. წვეულებაზე წადით მაშინაც კი, როცა არ გსურთ ამის გაკეთება - შესაძლოა, სახლში წასვლა და დაძინება გირჩევნიათ, მაგრამ ამ დროს ხელიდან უშვებთ შესაძლებლობას, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, შეიძინოთ ახალი ნაცნობები, გამართოთ საინტერესო დიალოგი. დაფიქრდით, მგონი სჯობს წვეულებები არ გამოტოვოთ.

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

5. შეინახეთ თქვენი შემოსავლის 25 %- ნუ დაიწყებთ წუწუნს რომ ძვირია ცხოვრება. თუ ფულის დაზოგვა გინდათ, ამას გააკეთებთ კიდეც. ეს იქნება სამომავლოდ თქვენი ფინანსური უსაფრთხოების გარანტი.

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

6. ხშირად შეაქეთ ადამიანები - უთხარით მათ რა კარგები არიან და როგორ აღგაფრთოვანებენ. ნახავთ რომ საპირისპირიდაც იგივე დამოკიდებულება ექნებათთქვენ მიმართ. ყველას წვეულებაზე სასურველი სტუმარი იქნებით და თავს მუდამ ახალგაზრდულად იგრძნობთ.

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

7. რაიმე საქმის გაკეთება გსურთ და ამბობთ, რომ ერთ დღეს ამ საქმეს გააკეთებთ - გააკეთეთ ეს საქმე ახლავე, არ გადადოთ. რას უნდა ელოდოთ?! ეცადეთ, ისიამოვნოთ ცხოვრებით და ყოველი წუთით.

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

8. ნუ მიაქცევთ ყურადღებას კრიტიკოსებს და ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას გიწამლავენ - ნეგატიურ ადამიანებს, ირონიული და ცინიკური შენიშვნებით, რა გამოლევს?! უკვე იმ ასაკში ხართ, როცა წესით ეს გაცნობიერებული უნდა გქონდეთ და უნდა იცოდეთ, რომ მათ არც ერთ სიტყვას არ მიაქციოთ ყურადღება. ისე უნდა მოიქცეთ თითქოს არც გესმით მათი ნათქვამი, თითქოს არც არსებობენ. უგულებელყავით ყველაფერი ცუდი და აკეთეთ თქვენი საქმე მშვიდად, დრო გაატარეთ ისე, როგორც თავად გსურთ.

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

9. ნუ იჩხუბებთ გამოგონილი მიზეზების გამო - რატომ ცდილობთ დრო დაკარგოთ იმაზე ჩხუბში, რომ მეუღლის მიერ გაკეთებული კარტოფილის სალათი არ მოგეწონათ? თუ მისი დალაგებული სახლი არ მოგწონთ, შეგიძლიათ მოიყვანოთ ვინმე, ვინც თვეში ორჯერ დაგილაგებთ სახლს ისე, როგორც თავად გინდათ, ან თავადაც მიიღეთ მონაწილეობა დალაგების პროცესში. თუ მეუღლეს შემწვარი კარტოფილი უყვარს, თქვენ კი ქათმის სალათი, კონფლიქტს სჯობს, ორივე მოამზადოთ. თუმცა ყველა კონფლიქტი ამ გზით ვერ გადაიჭრება. ეცადეთ, არ დაკარგოთ თვითკონტროლი, დამშვიდდეთ და ისე გადაწყვიტეთ.

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

10. იყავით მადლიერი - შეიძლება თქვენი ცხოვრება საშინელი გეჩვენებათ, მაგრამ ყველაზე საშინელ ცხოვრებაშიც კი არის მომენტები, რომელთა გამოც მადლიერება უნდა გამოხატოთ. ფსიქოლოგიურად დადასტურებულია, რომ მადლიერების გამოხატვა ადამიანს ბედნიერების შერძნებას უმძაფრებს. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ ამის, როცა რაიმით კმაყოფილები ხართ, თამამად გამოხატეთ.

ცხოვრების 10 მთავარი წესი, რომლებიც 45 წლის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ



<a href="https://www.bloomberg.com">https://www.bloomberg.com</a>