სტილი

3 ნაბიჯი იმისთვის, რომ თქვენი ზომის ჯინსის შარვალი იყიდოთ, თანაც ისე, რომ არ მოიზომოთ

3 ნაბიჯი იმისთვის, რომ თქვენი ზომის ჯინსის შარვალი იყიდოთ, თანაც ისე, რომ არ მოიზომოთ

თუ გეზარებათ მაღაზიაში სამოსის გასასინჯ ოთახში კიდევ ერთხელ შესვლა გთავაზობთ სამ მარტივ წესს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ზუსტად თქვენი ზომის ჯინსის შარვალი შეარჩიოთ.

ნაბიჯი პირველი: აარჩიეთ ზომა

3 ნაბიჯი იმისთვის, რომ თქვენი ზომის ჯინსის შარვალი იყიდოთ, თანაც ისე, რომ არ მოიზომოთ

იმისთვის, რომ თქვენი ზომის ჯინსი შეარჩიოთ, შარვლის სათავე შემოიხვიეთ ყელზე, თუ დაბოლოებიები მარტივად ეხება ერთმანეთს, ე.ი შარვალი თქვენი ზომისაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ შარვლის სათავე მთლიანად კი არ უნდა გეხვეოდეთ ყელზე, არამედ მარტივად უნდა სწვდებოდეს ერთმანეთს.

ნაბიჯი მეორე: განსაზღვრეთ სიგანე

3 ნაბიჯი იმისთვის, რომ თქვენი ზომის ჯინსის შარვალი იყიდოთ, თანაც ისე, რომ არ მოიზომოთ

ვნახოთ, როგორ უნდა გაიგოთ თქვენი წელის შესაბამისი სიგანე აქვს თუ არა შარვალს. ამის გასაგებად თქვენი მკლავი მარტივად უნდა ეტეოდეს შარვლის სათავეში. შარვალი ამ დროს ელვა შესაკრავით გახსნილი არ უნდა იყოს. თუ თავისუფლად ეტევა მკლავი ე.ი თქვენი წელის ზომაა. გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდი მხოლოდ სტანდარტული შარვლის ყიდვის დროს გამოგადგებათ. თუ მაღალწელიან შარვალს ყიდულობთ, მაშინ მოზომვა მოგიწევთ.

ნაბიჯი მესამე: შეამოწმეთ სიგრძე

3 ნაბიჯი იმისთვის, რომ თქვენი ზომის ჯინსის შარვალი იყიდოთ, თანაც ისე, რომ არ მოიზომოთ

გავიგოთ, არის თუ არა თქვენი სიმაღლის შესაბამისი სიგრძის შარვალი. შარვლის ტოტები ხელებით ისე უნდა გაშალოთ, როგორც ფოტოზეა წარმოდგენილი. თუ ჯინსის შუა ნაწილი თქვენს ნიკაპთან ახლოსაა, გილოცავთ, შარვლის სიგრძე თქვენი შესაბამისია. გაითვალისწინეთ, რომ დაშორება ნიკაპსა და შარვლის შუა ნაწილს შორის ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

ბონუსი: როგორ უნდა შეარჩიოთ ჯინსი ისე, რომ მისი ჩაცმა არ გაგიჭირდეთ?

3 ნაბიჯი იმისთვის, რომ თქვენი ზომის ჯინსის შარვალი იყიდოთ, თანაც ისე, რომ არ მოიზომოთ

იმისთვის, რომ შეამოწმოთ ვიწრო ჯინსის შარვლის ჩაცმა გაგიჭირდებათ თუ არა, შეამოწმეთ - მარტივად ეტევა თუ არა თქვენი ხელი შარვლის ტოტში, აუცილებლად მუშტი უნდა გქონდეთ შეკრული. თუ ხელი ძალიან მარტივად ეტევა, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ შარვალს ადვილად ჩაიცვამთ. 



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>